ოშორა (მთა)
ოშორა, ჩიტისკიბე — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ განშტოების საბადურის თხემზე, მდინარე თისელისღელის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2607 მ. აგებულია შუაეოცენური ლავურგარფენებიანი ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. კალთები დასერილია თისელისღელის და ოშორის მარჯვენა შენაკადთა ხევ-ხეობებით. ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე შერეული ტყეებია, დანარჩენი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ოშორა | |
---|---|
![]() ოშორა (ცენტრში), ხედი სოფ. იდუმალიდან | |
კოორდინატები: 41°41′04″ ჩ. გ. 43°15′03″ ა. გ. / 41.68444° ჩ. გ. 43.25083° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2607 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 620.