ოტო ვალახი
ოტო ვალახი (ინგლ. Otto Wallach; დ. 27 მარტი, 1847 — გ. 26 თებერვალი, 1931) — გერმანელი ქიმიკოსი. ალიციკლურ ნაერთებზე მუშაობით, 1910 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში.[13][14]
ოტო ვალახი | |
---|---|
გერმ. Otto Wallach[1] | |
დაბ. თარიღი | 27 მარტი, 1847[2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | კენიგსბერგი |
გარდ. თარიღი | 26 თებერვალი, 1931[8] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | გეტინგენი[8] |
დასაფლავებულია | გიოტინგენის სასაფლაო[9] |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია[1] |
საქმიანობა | ქიმიკოსი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი[1] |
მუშაობის ადგილი | ბონის უნივერსიტეტი[1] და გეტინგენის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | უოლტერ ნორმან ჰოუორთი |
მეუღლე | |
ჯილდოები | წითელი არწივის მე-3 ხარისხის ორდენი, ნობელის პრემია ქიმიაში[10] [11] , დევის მედალი[12] და კოთენიუსის მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავალახი დაიბადა კენიგსბერგში. მამამისი გერჰარდ ვალახი იყო ებრაული ოჯახიდან, ხოლო დედამისი ოტილიე[15] იყო გერმანელი პროტესტანტი. ვალახის მამა საცხოვრებლად გადავიდა ჯერ შჩეცინში, შემდეგ პოტსდამში, სადაც ვალახი ლიტერატურას და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა გიმნაზიაში. ვალახი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო დაინტერესებული ლიტერატურითა და ხელოვნებით, თუმცა ამავდროულად თავისი მშობლების სახლში ატარებდა ქიმიურ ექსპერიმენტებს.
1867 წელს ქიმიის სწავლა გეტინგენის უნივერსიტეტში დაიწყო, ამ დროს გერმანელი ქიმიკოსი ფრიდრიხ ველერი იყო ორგანული ქიმიის ხელმძღვანელი. 1869 წელს, ბერლინის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გატარების შემდეგ, ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანთან ერთად მიენიჭა დოქტორანტის წოდება.[16] პროფესორად მუშაობდა ბონის უნივერსიტეტში (1870-1889) და გეტინგენის უნივერსიტეტში (1889-1915). მის სტუდენტებს შორის იყო ბრიტანელი ქიმიკოსი უოლტერ ნორმან ჰოუორთი.[17] 1912 წელს, ლონდონის სამეფო საზოგადოებამ ვალახი დააჯილდოვა დევის ჯილდოთი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Валлах, Отто // Большая советская энциклопедия. Том 8. Буковые — Варле — 1927. — Т. 8. — С. 650–651.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 Валлах Отто // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1910 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Award winners : Davy Medal
- ↑ Leopold Ruzicka (1932). „Third Pedler lecture. The life and work of Otto Wallach“. J. Chem. Soc.: 1582. doi:10.1039/JR9320001582.
- ↑ Christmann, M (2010). „Otto Wallach: Founder of Terpene Chemistry and Nobel Laureate 1910“. Angewandte Chemie International Edition. 49 (50): 9580–9586. doi:10.1002/anie.201003155. PMID 21110354.
- ↑ Frank Northen Magill (1990). 1901–1937. Salem Press. ISBN 978-0-89356-562-6.
- ↑ Otto Wallach (1869). Über vom Toluol abgeleitete neue isomere Verbindungen: Inaug. Diss. E. A. Huth.
- ↑ Chemistry Tree - Otto Wallach. ციტირების თარიღი: 2019-03-23