ოტელოს ციხესიმაგრე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფამაგუსტას ციხესიმაგრე (ბერძნ. Κάστρο της Αμμοχώστου) ან ოტელოს ციხესიმაგრე (ოტელოს კოშკი, ბერძნ. Πύργος του Οθέλο) — ციხესიმაგრე კვიპროსზე, ქალაქ ფამაგუსტაში, ამჟამად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. [1]

ოტელოს ციხესიმგრე

ბერძ. Πύργος του Oθέλλου

თურქ. Othello Kulesi

ფამაგუსტას ციხესიმაგრის გალავანი
მდებარეობა ფამაგუსტა
ჩრდილოეთ კვიპროსი
ფუნქციური სტატუსი ოტელოს მუზეუმი
ისტორია
აშენების წელი 1310
დამკვეთი ანრი I (კვიპროსი)
ოტელოს ციხესიმაგრე — კვიპროსი
ოტელოს ციხესიმაგრე
ოტელოს ციხესიმაგრე ვიკისაწყობში

ციხესიმაგრე აშენდა მე-14 საუკუნეში ლუზინიანების (კვიპროსის სამეფოს მმართველები )მიერ პორტის დასაცავად მტრის შესაძლო თავდასხმებისგან. იგი ასევე ასრულებდა ფამაგუსტას მთავარი შესასვლელის ფუნქციას. ადრე მას "აუღებელი ციხესიმაგრე" შეარქვეს, ვინაიდან ნაგებობის აღება თითქმის შეუძლებელი იყო მის გარშემო არსებული ძალიან ღრმა თხრილების გამო.

 
ციხესიმაგრის კარიბჭე წმინდა მარკოზის ვენეციური ლომით

ოტელოს ციხესიმაგრე მდებარეობს ძველი ქალაქ ფამაგუსტას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ებჯინება სატვირთო პორტის მიმდებარე საფორტიფიკაციო კედელს.

მე-13 საუკუნის დასაწყისში კვიპროსის მეფე ანრი I - მა (1218-1253) ააგო პირველი კოშკი ფამაგუსტას პორტის დასაცავად.

ციხესიმაგრის მშენებლობა დასრულდა 1310 წელს. მას შემდეგ, რაც კუნძული ვენეციის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოექცა, ოტელოს ციხსიმაგრე აღადგინეს (1492 წელს) კომენდანტ ნიკოლო ფოსკარის ბრძანებით.

სარემონტო სამუშაოები, რომელიც ასევე ჩატარდა ქალაქის მიმდებარე ციხის გალავანებთან მიმართებაში და გაგრძელდა დაახლოებით სამი წელი. ოტელოს ციხესიმაგრე აღადგინეს რენესანსის ეპოქის სტილში, მის შესასვლელში დამონტაჟდა ქვის ფილა ვენეციის მფარველი სიმბოლოს, წმინდა მარკოზის ლომის გამოსახულებით, რელიეფის გვერდით ამოტვიფრულია თარიღი 1492 წ. და კაპიტან ნიკოლო ფოსკარის სახელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ციხის აღდგენას. (სავარაუდოდ, მას  ციხესიმაგრის რეკონსტრუქცია ლეონარდო და ვინჩიმ ურჩია 1481 წელს).[2]

 
დეზდემონას კოშკი — ციხესმაგრის სხვა სახელწოდება. ფოტო 1900 წ.

თავად ციხესიმაგრეს ჰქონდა ოთხი კოშკი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო შიდა დერეფნებით.  ამ დერეფნებს ჯარისკაცები იყენებდნენ აღჭურვილობის სწრაფად  გადასატანად ერთი კოშკიდან მეორეში.  ციხის კვადრატული კოშკები შეიცვალა მრგვალი კოშკებით უფრო თანამედროვე არტილერიისთვის მტრის ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში საომარი მოქმედებების დაწყებისას.  ციხესიმაგრის ჩრდილოეთით და სამხრეთით მიმდებარე ეზოა, სადაც განლაგებულია უძველესი თურქული და ესპანური ბრინჯაოს ქვემეხები, რომელთაგან ზოგი 400 წელზე მეტისაა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზეა სატრაპეზო და საერთო საცხოვრებელი.[3]

ოტელოს ციხესიმაგრეს კვიპროსის ბრიტანული კოლონიური მმართველობის დროს ეწოდა სახელი შექსპირის ცნობილი ტრაგედია „ოტელოს“ მიხედვით, როდესაც კვიპროსის ვენეციელმა კომენდანტმა ეჭვიანობის გამო აქ დაახრჩო მეუღლე დეზდემონა. ლეგენდა უკავშირდება კვიპროსის გუბერნატორის, ლეიტენანტ ქრისტოფორო მოროს ცხოვრებაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს, რომელიც მართავდა კუნძულს 1505-1508 წლებში, თურქების მიერ კვიპროსის აღებამდე 65 წლით ადრე.[4]

1900 წელს ციხის თხრილი დააშრეს წყლისგან მალარიის რისკის შესამცირებლად.

ციხესიმაგრის აღდგენა დაიწყო 2014 წელს. ამჟამად ოტელოს ციხესიმაგრეზე განთავსებულია ამავე სახელწოდების მუზეუმი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. შესასვლელი  2021 წლის 3 ნოემბრის მონაცემებით გახლავთ: 15 თურქული ლირა, ანუ 2 ევრო. [5][6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. "North Cyprus Travel Guide | What to do in North Cyprus | Rough Guides". www.roughguides.com. Rough Guides. Retrieved 18 November 2020.
  2. "Othello's Tower and Citadel". cypnet.co.uk. Retrieved 3 October 2015.
  3. "Othello Tower and Castle". cyprus44.com. Retrieved 3 October 2015.
  4. Jessica Lee (February 2015)."Famagusta & the Karpas Peninsula". Cyprus (6th ed.). Singapore: Lonely Planet Publications Pty Ltd. 183. ISBN 978 1 74220 756 8 The tower's name stems from a vague link [...] which has a modest stage note referring to 'a seaport in Cyprus'.The note is in Othello, act 2, scene 1. დაარქივებული 2013-05-29 საიტზე Wayback Machine.
  5. Tsagari, Daphne (5 July 2014). ""Othello" Castle in Cyprus to be Restored". Greek Reporter. Retrieved 3 October 2015.
  6. "Othello Tower/Citadel to reopen this week". United Nations Development Programme. 29 June 2015. Retrieved 3 October 2015.