ოსტატი და მარგარიტა (2005 წლის სერიალი)


ოსტატი და მარგარიტა — რეჟისორ ვლადიმერ ბორტკოს 2005 წლის ტელესერიალი, რომელიც ეფუძნება მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების რომანს. სერიალის პრემიერა გაიმართა 2005 წლის 19 დეკემბერს, ტელეარხ Россия-ზე პირველი ორი სერიის ჩვენებით. ფილმში მონაწილეობს მრავალი ცნობილი მსახიობი. საგულისხმოა შესამჩნევი ძირითადი ფერები - 1930-იანი წლების მოსკოვი სეპიას ტონებში, იერუშალაიმი - ყვითელ და წითელ ტონებში, ხოლო ვოლანდისა და მისი ამალის სცენები ფერადია.

ოსტატი და მარგარიტა
ჟანრი სატირა, ფანტასტიკა, დრამა, მისტიკა, კრიმინალი, დეტექტივი
მონაწილეობენ ოლეგ ბასილაშვილი
ანა კოვალჩუკი
ალექსანდრე გალიბინი
ვლადისლავ გალკინი
კირილე ლავროვი
ალექსანდრე აბდულოვი
ალექსანდრე ბაშიროვი
სერგეი ბეზრუკოვი
სემიონ სტრუგაჩოვი
ეპიზოდი 10
წარმოება
ხანგრძლივობა 44-53 წთ.
კომპანია სტუდია 2-Б-2 Entertainment, ცენტრალ პარტნერშიპი
ეთერში 19 დეკემბერი 2005 — 28 დეკემბერი 2005
რესურსები ინტერნეტში

ცნობილია, რომ ფილმი იხილა რუსეთის მოსახლეობის მესამედმა - დაახლოებით 40 მილიონმა მაყურებელმა.

  • ვალენტინ გაფტი, რომელიც სერიალში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებს, 1994 წლის ფილმში თავად ვოლანდის როლს ასრულებს. თავის მხრივ, ალექსანდრე ფილიპენკო, რომელიც აზაზელოს განასახიერებს, 1994 წლის ფილმში კოროვიევის როლშია.
  • დაგეგმილი იყო ვოლანდის როლზე ოლეგ იანკოვსკის აყვანა. მუსიკა ანდრეი პეტროვს უნდა დაეწერა.
  • ფრენჩიანი მამაკაცის პროტოტიპად (რომელსაც გაფტი ასრულებს), შესაძლოა, ლავრენტი ბერია იქცა. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ იგი კავკასიური აქცენტით საუბრობს და НКВД-ს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს.
  • სერგეი ბეზრუკოვი, რომელიც იეშუას ასრულებს, ასევე ოსტატის როლშია, ამიტომ ალექსანდრე გალიბინის მიერ საკუთარი პერსონაჟი გახმოვანებული არ იქნა.
  • ოლეგ ბასილაშვილი, რომელიც ვოლანდის როლშია, ასევე ახმოვაებს აფრანიუსს (მას ლუბომირას ლაუციავიჩუსი ასრულებს).
  • ანა კოვალჩუკი შიშველი მხოლოდ ნაწილობრივ გადაიღეს. მოგვიანებით შიშველი სეგმენტები კომპიუტერზე იქნა შექმნილი.
  • ფილმის გადაღების დროს (პირველ ორ სერიაში) გამოყენებულია ამჟამად მოქმედი ტრამვაი #2424.
  • პილატეს გულზე მედუზა გორგონას მედალიონი აქვს ჩამოკიდებული.

გასხვავებები რომანისგან

რედაქტირება

სერიალში არ არის შეტანილი შემდეგი სცენები ორიგინალური რომანიდან:

  • პილატეს მიერ ბრბოს წინაშე განაჩენის წარდგენა.
  • ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი.
  • მებუფეტეს ექიმთან საუბარი, ცუდ ბინაში ვიზიტის შემდგომ.
  • მარგარიტას ეპიზოდი - ალექსანდროვის ბაღში ტროლეიბუსით მგზავრობისას.
  • ფრენის დროს მარგარიტას შეჯახება მანათობელ დისკოსთან.
  • ლატუნსკის ბინის დანგრევის შემდეგ მარგარიტას დიალოგი ბიჭუნასთან.
  • რამდენიმე სხვა დეტალი, რომელიც ახლდა მარგარიტას ფრენას.
  • მარგარიტას და თხისფეხებიანის საუბარი.
  • საგულისხმოა, რომ მარგარიტას კუდიანად გადაქცევის სცენა რომანში წარმოდგენილი არ არის.
  • ვოლანდისა და ბეჰემოტის ჭადრაკის თამაში (ბულგაკოვის თანახმად, ჭადრაკის ფიგურები იყვნენ მოძრავები).
  • ვოლანდი და მარგარიტა მოვლენებს გლობუსში აკვირდებიან.
  • ტყე თუთიყუშებით და მარგარიტას ფრენა თავად მეჯლისის დროს.
  • ეპიზოდები აბადონასთან.
  • ბეჰემოტის, ჰელასა და ვოლანდის ვრცელი დისკუსიები მეჯლისის შემდეგ.
  • ანუშკას მიერ მოპარული ნალი.
  • აფრანიუსისა და ნიზას შეხვედრა.
  • „გრიბოედოვში“ მომხდარი ხანძრის შემდეგ ვოლანდის, კოროვიევისა და ბეჰემოტის საუბრები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება