ოსტატი და მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვის რომანი
(გადამისამართდა გვერდიდან ოსტატი და მარგარიტა (პერსონაჟების სია))

ოსტატი და მარგარიტა (რუს. Мастер и Маргарита) — მიხეილ ბულგაკოვის რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელს. რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია - მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე - რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმულია არაერთი ფილმი თუ სპექტაკლი.

„ოსტატი და მარგარიტა“
Мастер и Маргарита

რომანის პირველი პუბლიკაცია
ავტორი მიხეილ ბულგაკოვი
ქვეყანა საბჭოთა კავშირი, რუსეთი
ენა რუსული
თემა ათეიზმი, მისტიკა, ბიბლიური სიუჟეტები, სატანა
ჟანრი მისტიკური რომანი
გამომცემელი სხვადასხვა
გამოცემის თარიღი 1966-1967
oclc 37156277

რომანი გამოიცა მწერლის მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში (ბოლო დროს, როდესაც მიხეილი ავად იყო, იგი ტექსტს მეუღლის კარნახით წერდა). იგი დაიბეჭდა 1966-1967 წლებში, ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჟურნალში, შემოკლებული ფორმატით. საბჭოთა ინტელიგენციაში იგი პოპულარობით სარგებლობდა და ოფიციალურ გამოცემამდე ხელით გადაბეჭდილი ასლების სახით ვრცელდებოდა.

თავად ბულგაკოვი დარწმუნებული იყო, რომ რომანი არ გამოქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. მიუხედავად ამისა, წიგნმა გავლენა იქონია საბჭოთა ხალხის აზროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაზე და მისმა ისეთმა ფრაზებმა, როგორიც არის „ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა“, საკუთარი წვლილი შეიტანეს საბჭოთა რეჟიმისადმი ერთგვარ პროტესტში.

წიგნიდან ამონაწერების მიხედვით ჩანს, რომ დემონოლოგიის წყაროდ ბულგაკოვის ამ ნაწარმოებში იქცა ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამისი სტატიები, მიხეილ ორლოვის წიგნი „ადამიანისა და ეშმაკის ურთიერთობათა ისტორია“ (1904) ალექსანდრე ამფითეატროვის „ეშმაკი ყოფითში, ლეგენდაში და შუასაუკუნოვან ლიტერატურაში“.[1].

 
სერგეი პანასენკო-მიხალკინი, „ოსტატი და მარგარიტა“, ტილო, ზეთი, 1995
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გაზაფხულის თვეებში, სავსე მთვარისას თავად სატანა (ვოლანდის სახით) მოსკოვს თავის ამალასთან ერთად ეწვევა. ყველა ადამიანს, რომელთანაც იგი კონტაქტში შედის, ახასიათებს სიხარბე, ლოთობა, ეგოიზმი, მექრთამეობა, ტყუილი და ა.შ. ვოლანდის მსახურები თავის მხრივ, ხუმრობენ ასეთ ხალხთან მიმართებაში და მათ თავს ბევრ ფათერაკში ამოაყოფინებენ.

სიუჟეტის მეორე ხაზია ოსტატისა და მარგარიტას თემა. ოსტატმა დაწერა რომანი იესო ქრისტეს უკანასკნელ დღეზე, მაგრამ მოხვდა საგიჟეთში, რადგან ცენზორებმა და ლიტერატორებმა დაგმეს ეს ნაწარმოები და ჩათვალეს, რომ ავტორი გიჟი იყო.

მარგარიტა მისი შეყვარებულია, რომელიც ცდილობს, იპოვოს მისი კვალი მას შემდეგ, რაც ოსტატი გაქრა. ამის გამო ის ყველაფრისათვის არის მზად. მას გაეცნობა აზაზელო, ვოლანდის მსახური, რომელიც სთავაზობს ვოლანდის მეჯლისზე ერთი ღამით დედოფლად გარდაქმნას. ამ საღამოს მიწურულს მარგარიტა კვლავ ხვდება ოსტატს.

მესამე სიუჟეტური ხაზია თავად ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მოთხრობილი ოსტატის სიტყვებით. ამ რომანში რეალური პერსონაჟების სახელები ოდნავ შეცვლილია.

რომანის დასასრულს ორივე სიუჟეტური ხაზი გადაიკვეთება - ოსტატი ათავისუფლებს თავისი რომანის ავტორს და პილატე, რომელსაც სწადია იეშუასთან (იესო) საუბარი და პატიების მიღება, როგორც იქნა, მშვიდდება და ცაში ადის. სიმშვიდეს არაამქვეყნიერ ცხოვრებაში ჰპოვებენ ოსტატი და მარგარიტაც.

მოქმედების ადგილი

რედაქტირება

რომანის ყველა მოვლენა (ძირითადი თხრობისას) ვითარდება 1930-იანი წლების მოსკოვში, მაისში, ოთხშაბათის საღამოდან კვირის ღამემდე. ამ დღეებს ემთხვევა სავსე მთვარეც. ზუსტი წელი უცნობია, ვინაიდან ტექსტში არის დროის არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მინიშნება - ან შეგნებული, ან გამოწვეული ავტორის დაუსრულებელი რედაქტირებით.

რომანის 1929—1931 რედაქციებში მოქმედება ვითარდება მომავალში, მითითებულია 1933, 1934, ისევე, როგორც 1943 და 1945 წლები. მოვლენებს ადგილი აქვს წლის სხვადასხვა პერიოდში - მაისიდან ივლისის დასაწყისამდე. თავდაპირველად ავტორი მოქმედების დროდ უთიტებდა ზაფხულს. მაგრამ, სავარაუდოდ, თხრობის ერთგვარი კანვის დასაცავად, მოქმედება გადატანილი იქნა გაზაფხულზე - პირველ თავში, როდესაც ბერლიოზი და უსახლკარო პარკში იმყოფებიან, ნახსენებია მაისის საღამო.

რომანის ეპილოგში სავსე მთვარე, რომლის დროს მოქმედება აქვს ადგილი, მითითებულია, როგორც საზეიმო. ამ შემთხვევაში ჩნდება ვარაუდი, რომ იგულისხმება აღდგომის დღესასწაული, სავარაუდოდ - მართლმადიდებლური. ამ შემთხვევაში მოქმედება უნდა იწყებოდეს ვნების კვირის ოთხშაბათს, რომელიც 1929 წელს 1 მაისს დაიწყო. ამ ვერსიის მომხრეებს მოჰყავთ შემდეგი არგუმენტებიც:

1 მაისი მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა, რომელიც იმ პერიოდში აღინიშნებოდა (და 1929 წელს ვნების კვირას დაემთხვა). 1 მაისის ღამე არის ვალპურგის ღამე - ამ დროს ბროკენის მთაზე, თქმულების თანახმად, კუდიანები აწყობენ ყოველწლიურ ღრეობას. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ სატანა მოსკოვში სწორედ იქიდან ჩამოვიდა.

ოსტატი რომანში არის დაახლოებით 38 წლის მამაკაცი. ამდენი ბულგაკოვს შეუსრულდა 1929 წლის 15 მაისს. თუმცა, საგულისხმოა, რომ 1929 წლის 1 მაისს მთვარე უკვე აღარ იყო სავსე. სააღდგომო სავსე მთვარე არასოდეს ემთხვევა მაისს. გარდა ამისა, ტექსტში არის მითითებები უფრო გვიანდელ პერიოდზე:

  • რომანში ნახსენებია ტროლეიბუსი, რომელიც არბატზე მხოლოდ 1934 წელს გაუშვეს, ხოლო სადოვოეზე - 1936 წელს.
  • არქიტექტორთა ყრილობა, ნახსენები რომანში, გაიმართა 1937 წლის ივნისში.
  • ძალიან თბილი ამინდი მოსკოვში 1935 წლის მაისის დასაწყისში შეიმჩნეოდა. 2005 წლის ეკრანიზაციაში მოქმედება 1935 წელს მიმდინარეობს.
  • 28-ე თავში კოროვიევი და ბეჰემოთი მიდიან ტორგსინში, რომელშიც 1931-1936 წლებში არსებობდა.
  • პილატე პონტოელის რომანის მოქმედება მიმდინარეობს იუდეაში, იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობისას, როდესაც რომის იმპერიის სახელით ზეობდა პილატე - იუდეველთა აღდგომის წინ და შემდეგი ღამით, ანუ ებრაული კალენდრით ნისანის 14-15-ში. აგვარად, მოქმედება მიმდინარეობდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 29 ან 30 წლის აპრილის დასაწყისში.

რომანის ფილოსოფიური მხარე

რედაქტირება

რომანის ერთ-ერთი სავარაუდო ახსნაა ბულგაკოვის პასუხი პოეტებსა და მწერლებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ათეიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ.

მწერლის ერთ-ერთ დამსახურებად ითვლება ლიტერატურის სამყაროში ებრაული დემონოლოგიის პერსონაჟების შემოყვანა, სსრკ-ში ღმერთის არსებობის უარყოფის საპირისპიროდ.

რომანის პერსონაჟთა განმარტების საშუალება არაერთია. ერთ-ერთი მთავარი იდეაა ის, რომ ბოროტი საწყისი (სატანა) სამყაროს მუდმივი ნაწილია, ისევე როგორც ჩრდილი, რომელიც მუდამ თან სდევს შუქს. სატანაც და ღმერთიც, უპირველეს ყოვლისა, ადამიანში ცოცხლობენ. იეშუა, მაგალითად, ვერ განჭვრეტდა იუდას ღალატს (მიუხედავად პილატეს მინიშნებებისა), ვინაიდან ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავდა. ასევე მან ვერ დაიცვა თავი, რადგან არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს.

პერსონაჟები

რედაქტირება

ძირითადი პერსონაჟები

  • ოსტატი - მწერალი, პილატეს შესახებ რომანის ავტორი.
  • მარგარიტა - ოსტატის საყვარელი.
  • ვოლანდი - სატანა, რომელიც მოსკოვს ეწვია უცხოელი პროფესორის სტატუსით.
  • ფაგოტი (კოროვიევი) - ვოლანდის ერთ-ერთი მოახლე.
  • აზაზელო - დემონი-მკვლელი, საზარელი გარეგნობით.
  • ბეჰემოთი - ხუმარა და მოუსვენარი კატა.
  • ჰელა - ქალი-ვამპირი სატანის გარემოცვიდან.
  • ივანე უსახლკარო - პოეტი, რომელიც ცდილობდა ვოლანდისა და მისი მსახურების დაჭერას.
  • პილატე პონტოელი - იუდეის მეხუთე პროკურატორი.
  • იეშუა ჰა-ნოცრი - მოხეტიალე ფილოსოფოსი ნაზარეთიდან, რომელსაც ვოლანდი აღწერს პატრიარქის ტბორებზე.
  • ლევი მათე - ჰა-ნოცრის ერთგული მიმდევარი.

ადაპტაციები

რედაქტირება

ეკრანიზაციები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Отсылки к демонологии в романе Булгакова «Мастер и Маргарита». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-28. ციტირების თარიღი: 2015-01-04.

თარგი:მიხაილ ბულგაკოვის ნამშრომები