ორკბილა (ლათ. Bidens) — ერთ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, სახეობათა მეტი წილი კი — ამერიკაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ 3; მათგან Bidens bipinnata გზადმოყოლილია ჩრდილოეთ ამერიკიდან და გვხვდება რუდერალურ ადგილებზე ზღვისპირა ზოლში. Bidens tripartira-ს იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მისი ღეროსა და ფოთლებისაგან იღებენ ყვითელ საღებავს შალეულის შესაღებად. იზრდება ზღვისპირა ზოლში და მთისწინებზე ჭაობიან და ტენიან ადგილებში, ზოგჯერ ბაღ-ბოსტნის სარეველაა.

ორკბილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Bidens

სიმაღლით 15-60 სმ, იშვიათად 100 სმ-მდე. მას ძლიერ დატოტვილი მთავარძარღვა ფესვთა სისტემა აქვს, ღერო სწორმდგომია. შიშველი ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული, მუქი მწვანეა, მოკლე ყუნწებით. ყუნწის ძირები ერთმანეთთანაა შეზრდილი, ფოთლის კიდეებდაკბილულია, ყვავილების კალათები ტოტების ბოლოებზეა მოთავსებული, კალათის საბურველი ორრიგაა. მისი გარეთა ფოთლები მწვანეა, მოგრძო, შიდა რიგის – მორუხო-ყვითელი, ოვალურია. ყვავილები მილისებრია, ორსქესიანი, ყვითელი ფერის თესლი სოლისებრია ორი ხორკლიანი კბილით, ამ ხორკლებით იგი ადვილად ემაგრება ცხოველების ბეწვს, ადამიანის ტანსაცმელს და ადვილად ვრცელდება.

ქიმიური შემადგენლობა

რედაქტირება

შეიცავს ეთერზეთს, ვიტამინ C-ს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

გამოყენება

რედაქტირება

ორკბილა ფართოდ გამოიყენება სურავანდის, ტუბერკულოზის დროს, ოფლ, შარდ და ნაღველმდენ საშუალების სახით. ორკბილის ნაყენი კარგი გარეგანი საშუალებაა ეგზემის, ჭრილობების, წყლულების, ციებ-ცხელების დროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება