ორესტ სკარლატო

რუსი ზოოლოგი, მალაკოლოგი და ჰიდრობიოლოგი

ორესტ სკარლატო (რუს. Орест Александрович Скарлато; დ. 21 აგვისტო, 1920, ნოვორჟევი, რსფსრ — გ. 13 ოქტომბერი, 1994, დარმშტადტი, გერმანია) — რუსი ზოოლოგი, მალაკოლოგი და ჰიდრობიოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1992). 1974 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

ორესტ სკარლატო
დაბ. თარიღი 21 აგვისტო, 1920(1920-08-21) ან 1920[1]
დაბ. ადგილი ნოვორჟევი, ფსკოვის გუბერნია, საბჭოთა რუსეთი
გარდ. თარიღი 13 ოქტომბერი, 1994(1994-10-13)
გარდ. ადგილი დარმშტადტი, გერმანია
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა malacologist, hydrobiologist და ბიოლოგი
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი[2]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“

ლენინგრადის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე სკარლატო მოქმედ არმიაში გაიწვიეს. 1945 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დასპეციალდა ჯერ ჰიდრობიოლოგიის, მოგვიანებით ვალენტინ დოგელის ხელმძღვაენელობით უხერხემლოთა ზოოლოგიის კათედრაზე. ლენინგრადის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ზოოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც კარგი ჰიდრობიოლოგიური განათლება მიიღო.

ძირითადად შეისწავლიდა ორსაგდულიან მოლუსკებსა და წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილის ზონალურ ზოოგეოგრაფიულ საკითხებს. სამეცნიერო კვლევებთან ერთად ეწეოდა დიდ სამეცნიერო-საორგანიზაციო სამუშაოებს. 1994 წელს გახდა იაპონიის ქალაქ ნაგანოს პალეონტოლოგიის მუზეუმის საპატიო დირექტორი. ორესტ სკარლატო 230-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  2. Колчинский Э. И. Реорганизационные пертурбации: историки биологии в БИНе в 1970-х гг., Challenges of Restructuring: Historians of Biology in the Komarov Botanical Institute in the 1970s // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 95–107. — ISSN 2076-8176; 2500-1221