ოპერაცია უდაბნოს მელა
ოპერაცია უდაბნოს მელა | |||
---|---|---|---|
ფრთოსანი რაკეტა Tomahawk გაშვებული იყო Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელიდან 1998 წლის დეკემბერში ოპერაცია Desert Fox-ის დროს. | |||
თარიღი | 16—19 დეკემბერი 1998 | ||
მდებარეობა | ერაყი | ||
შედეგი |
აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო გამარჯვება. ერაყის პოლიტიკური გამარჯვება.
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
დანაკარგები | |||
| |||
ოპერაცია უდაბნოს მელა ვიკისაწყობში |
ოპერაცია უდაბნოს მელა (ინგლ. Operation Desert Fox, ასევე „უდაბნოს მელა“, „მელა უდაბნოში“) — 1998 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო ოპერაცია. ოპერაციის მიზანი იყო ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისა და გამოყენების უნარის ჩამორთმევა მას შემდეგ, რაც ერაყულმა მხარემ უარი განაცხადა გაეროს საერთაშორისო კომისიასთან (UNSCOM) თანამშრომლობაზე.[1][2]
მიზნები
რედაქტირებაოპერატიულ-ტაქტიკურ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო დარტყმა მიეყენებინა ერაყის ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ, სამრეწველო და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურისთვის, ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის ჩამოერთმია ქვეყანაში არსებული ვითარების ეფექტური კონტროლი და დაესუსტებინა სადამ ჰუსეინის რეჟიმი. მაქსიმალურად დაეზიანებიათ მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების შემუშავების, წარმოებისა და შენახვის ობიექტები, აგრეთვე ქიმიური ომისა და ბიოლოგიური აგენტების მიწოდების საშუალებები.
წინაპირობები
რედაქტირებასპარსეთის ყურის ომის დასრულების შემდეგ (1991) ერაყში მუშაობდა გაეროს სპეციალური კომისია (UNSCOM) ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის შესამოწმებლად. მისი მეთვალყურეობის ქვეშ, ერაყმა გაანადგურა 40,000 ქიმიური ქობინი, 700 ტონა ქიმიური იარაღის რეაგენტი, 3,600 ტონა აკრძალული ქიმიური ნივთიერება და 100-ზე მეტი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ქიმიური იარაღის დასამზადებლად. კომისიის ინსპექტორები ასევე იყვნენ ჩართული სადაზვერვო სამუშაოებში: 1997 წლის დეკემბრიდან ინსპექტორმა სკოტ რიტერმა, UNSCOM-ის ხელმძღვანელის რიჩარდ ბატლერის და UNSCOM-ის სხვა უმაღლესი ლიდერების თანხმობით, დაიწყო ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6-თვის UNSCOM-ის დასკვნების შესახებ დოკუმენტებისა და ბრიფინგების მიწოდება, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო MI-6 -ის პროპაგანდისთვის, სახელწოდებით „ოპერაცია მასობრივი გაწვევა“.[3]
1998 წლის კრიზისის მიზეზი, ოფიციალური ვერსიით, გახლდათ ერაყის მცდელობა, დაეკავშრებინა ინსპექტირების გაგრძელება 1991 წელს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებასთან. სკოტ რიტერმა, გაეროს სპეციალური კომისიის ყოფილმა სამხედრო ინსპექტორმა, დაამოწმა, რომ ერაყის ხელისუფლებასთან კონფლიქტის მიზეზი ბაღდადში იყო კომისიის მცდელობა დაარღვიათ ადრინდელი შეთანხმებები ერაყული მხარისთვის მგრძნობიარე ობიექტებზე. „98% შემთხვევაში ერაყელებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათ ვთხოვეთ, რადგან საქმე განიარაღებას ეხებოდა. თუმცა, როდესაც ჩვენ შევეხეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიცაა პრეზიდენტის უსაფრთხოების ადგილების მიახლოება, ერაყელებმა აღმართეს დროშა და განაცხადეს: „დრო ამოიწურა. თქვენ გყავთ ცენტრალური სადაზვერვო ბიურო, რომელიც ცდილობს ჩვენი პრეზიდენტის მოკვლას და ჩვენ არც ისე მოხარულები ვართ, რომ მოგცეთ წვდომა ერაყში ყველაზე საიდუმლო ობიექტებზე და ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებებზე“, — წერდა რიტერი, რომელიც აკრიტიკებდა თავისი ქვეყნის სამხედრო მოქმედებებს.
31 ოქტომბერს ერაყმა საერთაშორისო კომისიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. კრიზისი ორი კვირა გაგრძელდა. 14 ნოემბერს ერაყულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა განაახლოს თანამშრომლობა კომისიასთან წინაპირობების გარეშე. ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა უკვე მოამზადა სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ; პრეზიდენტის ბილ კლინტონის თქმით, მან განკარგულება დარტყმის შესახებ გააუქმა ბოლო მომენტში, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ.
კომისიამ განაგრძო მუშაობა, თუმცა ისევე, როგორც ადრე, ერაყი არ მიდიოდა სრულ თანამშრომლობაზე. კომისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბატლერმა დაადანაშაულა ერაყი იმაში, რომ არ აძლევდა კომისიას გარკვეული ობიექტების მონახულების საშუალებას და არ წარმოადგენდა დოკუმენტებს ქიმიური იარაღის წარმოების შესახებ. იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო ინსპექტირების გაგრძელება, კომისიამ 16 დეკემბერს დატოვა ერაყი.[4]
ამ მოვლენების კომენტირებისას, გაეროს სპეციალური კომისიის ყოფილმა სამხედრო ინსპექტორმა სკოტ რიტერმა აღნიშნა, რომ ინსპექტორების ერაყის დატოვების ბრძანება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გასცა. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უბრძანა ინსპექტორებს უარი ეთქვათ შეთანხმების პირობებზე უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციის გარეშე. ამან ერაყელები გააოცა. ისინი აღშფოთდნენ: „ჩვენ წესებით ვთამაშობთ, მაგრამ თქვენ არა? თუ თქვენ არ აპირებთ წესების მიხედვით თამაშს, მაშინ ჩვენ არ გვინდა მონაწილეობა.“ ინსპექტორები ბილ კლინტონმა გამოიყვანა და არა სადამმა.
სამხედრო ოპერაცია
რედაქტირებასამხედრო ოპერაციამ ერაყის წინააღმდეგ მიიღო კოდური სახელწოდება „უდაბნოს მელა“.
კოალიციური ძალები
რედაქტირებასაჰაერო შეტევის ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ს საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების და საზღვაო ქვეითთა კორპუსი, ასევე დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები. სახმელეთო ჯარები არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში. ოპერაციის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ამერიკულ-ბრიტანული შეიარაღებული ჯგუფი სპარსეთის ყურეში შედგებოდა 30 ათასი პერსონალისგან, 20 ხომალდისგან, მათ შორის იყო ბირთვული მრავალფუნქციური ავიამზიდი Enterprise, 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავი, 15 სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H და ოთხი B-1B. ჯგუფში შედიოდა საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტების 20-ზე მეტი მზიდი.[5]
ოპერაციის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენეს ერაყის ტერიტორიის თავისუფალი საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის შესაძლებლობა, აკონტროლებდნენ თავისივე დანიშნულ „ფრენის აკრძალულ ზონებს“. სადაზვერვო მხარდაჭერა ხორციელდებოდა სამი Keyhole ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის კოსმოსური ხომალდის და „ლაკროსის“ ორი სარადარო დაზვერვის ორბიტალური კოსმიური აპარატის მიერ.
შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების კოალიციურმა დაჯგუფებამ გამოიყენა ტაქტიკა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ უპირატესობას შეიარაღების საავიაციო სისტემებში.
ოპერაციის მიმდინარეობა
რედაქტირებაპირველი დარტყმა განხორციელდა ერაყის დროით 00:49 საათზე 1998 წლის 17 დეკემბერს. საერთო ჯამში, ერაყში განხორციელდა 14 სარაკეტო დარტყმა, რომელთაგან ბოლო — 19 დეკემბრის საღამოს მოხდა. ყველა სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განხორციელდა მხოლოდ სიბნელეში: ასეთი ტაქტიკის ეფექტურობა გამოსცადეს 1986 წლის აპრილში, ლიბიაზე თავდასხმის დროს, ისევე როგორც 1991 წლის ოპერაცია Desert Storm-ის დროს. ოპერაცია გაგრძელდა 73 საათის განმავლობაში. მეორე დღეს ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ოპერაციის დასრულება.[6]
შედეგები
რედაქტირებაოპერაციის მთავარი პოლიტიკური შედეგი ის გახლდათ, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ნათლად აჩვენეს მთელ მსოფლიოს მზადყოფნა გადაეჭრათ საგარეო პოლიტიკური ამოცანები ყველა არსებული საშუალებით, მათ შორის სამხედრო გზით, სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ გაეროს სანქციის გარეშე. შეირყა გაეროს უშიშროების საბჭოს როლი, საფუძველი დაედო საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემის განადგურებას.[7]
ამერიკულმა საზოგადოებამ მთლიანად დაუჭირა მხარი ერაყის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. CBS News-ისა და The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, გამოკითხულთა 63% ემხრობოდა საჰაერო თავდასხმების გაგრძელებას მანამ, სანამ სადამ ჰუსეინი არ გადადგებოდა ხელისუფლებიდან. ორმა სხვა გამოკითხვამ (Gallup და ერთობლივი ABC News/Washington Post) აჩვენა, რომ ამერიკელთა 70%-ზე მეტმა მოიწონა კლინტონის ადმინისტრაციის ქმედებები. ამავდროულად, კრიტიკოსებმა დაადანაშაულეს კლინტონი იმაში, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებით ცდილობდა საზოგადოების ყურადღების გადატანას მონიკა ლევინსკის საქმის მოსმენებიდან, რომელიც ამავე დროს იმართებოდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში.[8]
„რადიო თავისუფლების“ მიხედვით (1998 წლის 17 დეკემბერი) სამხედრო ოპერაციას მხარი დაუჭირეს იაპონიამ, კანადამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ. ყველაზე მწვავე კრიტიკა წამოვიდა ჩინეთიდან და რუსეთიდან. პროტესტის ნიშნად რუსეთმა დროებით გაიწვია თავისი ელჩები ვაშინგტონიდან და ლონდონიდან.[9]
ბაღდადში დასავლური აგენტურის ინფორმაციით, „ოპერაცია უდაბნოს მელამ“ თითქმის გამოიწვია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემა. ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილმა ოფიცერმა კენეტ პოლაკმა აღნიშნა, რომ ჰუსეინი პანიკაში ჩავარდა და დამხობის შიშით ხელმძღვანელობდა მასობრივი დაპატიმრებებისა და სიკვდილით დასჯის კამპანიას. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო ომმა და ფსიქოლოგიურმა ოპერაციებმა ვერ მოახდინა გავლენა მსოფლიო საზოგადოებასა და კერძოდ ერაყის მოსახლეობაზე. მიზანი ბოლომდე ვერ იქნა მიღწეული. ვერ მოხერხდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი უკმაყოფილების ტალღის აგორება ერაყსა და მთლიანად მსოფლიოში.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Carrington, Anca. "Iraq: Issues, Historical Background, Bibliography." p. 16.
- ↑ Boyne, Walter J., Air Warfare: an International Encyclopedia: A–L, p. 174
- ↑ UNSCOM 255 Endgame (1999)
- ↑ "Part 5: Biological weapons program" დაარქივებული 2023-01-16 საიტზე Wayback Machine. (transcript). U.S. Secretary of State Colin Powell's presentation to the U.N. Security Council on the U.S. case against Iraq. CNN. 5 February 2013. Retrieved 16 October 2012.
- ↑ Butler, Richard Saddam Defiant: The Threat of Weapons of Mass Destruction, and the Crisis of Global Security. Weidenfeld & Nicolson, 2000, p. 224. ISBN 978-0753811160
- ↑ Interview with Kissinger and Brzezinski. Mission Accomplished? Newshour with Jim Lehrer
- ↑ "Clinton's airstrike motives questioned Many wonder if attack was meant to distract from Lewinsky matter". Baltimore Sun. Retrieved 30 January 2022.
- ↑ Engel, Pamela. "Clinton campaign denies top aide's involvement in Muslim magazine". Business Insider. Retrieved 27 January 2022.
- ↑ "General Anthony Zinni (Ret.) on Wargaming Iraq, Millennium Challenge, and Competition". 18 October 2021.
- ↑ Fisk, Robert(2006). The Great War for Civilisation: The Conquest of the Middle East. New York: Alfred A. Knopf, p. 724.