ომარ მიგინეიშვილი
ომარ მიგინეიშვილი (დ. 2 ივნისი, 1984, სამტრედია) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე. სათამაშო კარიერის ბოლო წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ომარ მიგინეიშვილი | ||
დაბადების თარიღი | 2 ივნისი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | სამტრედია, საქართველო | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2004 | სამტრედია | 21 | (0) |
2005–2006 | ტორპედო ქ. | 5 | (0) |
2006–2008 | ლოკომოტივი | 3 | (0) |
2008–2013 | ტორპედო ქ. | 150 | (0) |
2013–2014 | დინამო თბ. | 15 | (0) |
2015 | დილა გორი | 7 | (0) |
2015 | ცხინვალი | 0 | (0) |
2016–2018 | სამტრედია | 73 | (0) |
2018 | რუსთავი | 5 | (0) |
2019 | საბურთალო | 24 | (0) |
2020–2021 | დინამო თბ. | 3 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2013–2017 | საქართველო | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1984 წლის 2 ივნისს, სამტრედიაში. კარიერა 2002 წელს მშობლიური ქალაქის გუნდში, „სამტერდიაში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდის ღირსებას იცავდა, მათ შორის რამდენიმე მათგანში კაპიტნის რანგშიც.
2002 წელს „სამტრედიაში“ დაწყებული კარიერა გააგრძელა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“ „რუსთავსა“ და „საბურთალოში“. არის სამივე ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი — ორ გუნდში, „დინამოსა“ და „სამტრედიაში“ გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი.
2012–2017 წლებში მიგინეიშვილს სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში, რომლის სამატჩო განაცხადშიც ათჯერ მოხვდა და ორჯერ ითამაშა.
2021 წლის დეკემბერში ომარ მიგინეიშვილი ფეხბურთიდან გააცილეს. თბილისის „დინამოს“ 37 წლის მეკარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „ლოკომოტივთან“ მატჩის დაწყებამდე თბილისელთა სპორტულმა დირექტორმა ალეკო რეხვიაშვილმა სიმბოლურად „დინამოს“ 13-ნომრიანი მაისური გადასცა, რომლითაც ბოლოს გუნდში გამოდიოდა.[1]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ჩემპიონი: 2013–14
- თასის მფლობელი: 2013–14
- თასის მფლობელი: 2014
- ფინალისტი: 2013, 2020
- ჩემპიონი: 2016
- ფინალისტი: 2010–11
- ფინალისტი: 2019
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაplaymakerstats.com · Soccerway · Transfermarkt · UEFA.com |