ომარ თეთრაძე
ომარ თეთრაძე (დ.13 ოქტომბერი, 1969, ველისპირი, როგორც ომარ ოსიპოვი) — ქართულ–ბერძნული წარმოშობის ფეხბურთელი, ამჟამად ყაზახური „ჟეტისუს“ მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ომარ თეთრაძე | ||
დაბადების თარიღი | 13 ოქტომბერი, 1969 | ||
დაბადების ადგილი | ველისპირი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი/მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჟეტისუ (მთავარი მწვრთნელი) | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1986–1987 | დინამო თბილისი | 24 | (0) |
1988–1991 | მერცხალი ოზურგეთი | 30 | (4) |
1991 | დინამო მოსკოვი | 101 | (11) |
1992 | ალანია ვლადიკავკაზი | 61 | (1) |
1992 | რომა | 15 | (0) |
1992-1996 | პაოკი სალონიკი | 60 | (2) |
1997 | ალანია ვლადიკავკაზი | 29 | (0) |
1998-2000 | ანჟი მაჰაჩყალა | 40 | (1) |
2000-2002 | კრილია სოვეტოვი სამარა | 26 | (0) |
სულ | 386 | (19) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991 | სსრკ (ოლიმპიური) | 5 | (0) |
1992 | დსთ | 3 | (0) |
1992–2002 | რუსეთი | 37 | (1) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2003 | ანჟი მაჰაჩყალა (თანაშემწე) | ||
2007–2010 | ანჟი მაჰაჩყალა | ||
2010–2011 | ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი | ||
2012 | ხიმკი | ||
2013– | ჟეტისუ | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ადრეული წლები
რედაქტირება18 წლის ასაკამდე ცნობილი იყო როგორც ომარ ოსიპოვი, პროფესიონალურ ფეხბურთში წასვლის შემდეგ გადაწყვიტა შეეცვალა გვარი. საბჭოთა კავშირის დანგრევას გეზი ჰქონდა აღებული და საქართველოში ნაციონალური აზროვნება საკმაოდ ძლიერად იყო განვითარებული, რაც ახალგაზრდა მოთამაშის კარიერაზე ზეგავლენას მოახდენდა. ამის გამო ომარიმ დედის მხრიდან ბებიის გვარი მიიღო — თეთრაძე. შემდეგ მან გადაწყვიტა ძველი გვარის დაბრუნება, მაგრამ ეს ბევრ პრობლემას შეუქმნიდა.
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებასაკლუბო დონეზე თამაშობდა თბილისის „დინამოში“, მოსკოვის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ (რომელთან ერთადაც მოიგო რუსეთის პრემიერ ლიგა 1995 წელს), „რომაში“ და თესალონიკის „პაოკში“.
სანაკრებო
რედაქტირებათამაშობდა რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და ევრო 96–ზე. ამ უკანასკნელში ითამაშა სამი შესანიშნავი მატჩი, მიუხედავად რუსეთის ნაკრების ცუდი შედეგებისა თეთრაძე დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად.
სამწვრთნელო
რედაქტირება2005 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელის თანაშემწედ სამარის „კრილია სოვეტოვში“. მოგვიანებით იყო მაჰაჩყალის „ანჟის“ მწვრთნელი. 2008 წლის სექტემბერში „ბელგოროდთან“ 1–0 წაგების შემდეგ მას დაემუქრა მწვრთნელობიდან მოხსნა, თუმცა მან შეინარჩუნა პოსტი. საბოლოოდ „ანჟი“ დაბრუნდა რუსეთის პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ რაც რუსეთის პირველ დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წლის 19 მარტს თეთრაძემ დატოვა „ანჟი“.
სათამაშო კარიერა
რედაქტირება1987 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 0/0 |
1988 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 9/0 |
1989 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 15/0 |
1990 | „იბერია“ თბილისი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონეl | |
„მერცხალი“ ოზურგეთი | |||
1991 | „დინამო“ მოსკოვი | უმაღლესი ლიგა 1–ლი დონე | 21/0 |
1992 | „დინამო“ მოსკოვი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 25/6 |
1993 | „დინამო“ მოსკოვი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 32/4 |
1994 | „დინამო“ მოსკოვი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 23/1 |
1995 | „სპარტაკი–ალანია“ ვლადიკავკაზი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 30/0 |
1996 | „ალანია“ ვლადიკავკაზი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 31/1 |
1996–97 | „რომა“ | სერია A 1–ლი დონე | 8/0 |
1997–98 | „რომა“ | სერია A 1–ლი დონე | 7/0 |
1998–99 | „რომა“ | სერია A 1–ლი დონე | 0/0 |
1999-00 | „პაოკი“ | სუპერ ლიგა 1–ლი დონე | 27/0 |
2000–01 | „პაოკი“ | სუპერ ლიგა 1–ლი დონე | 22/2 |
2001–02 | „პაოკი“ | სუპერ ლიგა 1–ლი დონე | 5/0 |
2002 | „ალანია“ ვლადიკავკაზი | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 29/0 |
2003 | „ანჟი“ მაჰაჩყალა | პირველი დივიზიონი მე–2 დონე | 40/1 |
2004 | „კრილია სოვეტოვი“ სამარა | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 14/0 |
2005 | „კრილია სოვეტოვი“ სამარა | პრემიერ ლიგა 1–ლი დონე | 12/0 |
* – თამაშების და გოლების რაოდენობა
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაადრეულ 1990–იან წლებში თეთრაძემ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, თუმცა შემდეგ უარი თქვა მასზე.[1] თეთრაძე თვლის რომ ეთნიკურად ბერძენია, თუმცა ამბობს რომ მისი სამშობლო საქართველოა.
მიღწევები
რედაქტირებამოთამაშე
რედაქტირება- რუსეთის პრემიერ ლიგა გამარჯვებული: 1995
- რუსეთის პრემიერ ლიგა მეორე ადგილი: 1994, 1996.
- რუსეთის პრემიერ ლიგა მესამე ადგილი: 1992, 1993, 2004.
- საბერძნეთის თასი გამარვეჯბული: 2001
- საქართველოს უმაღლესი ლიგა გამარჯვებული: 1990.
- რუსეთის თასი ფინალისტი: 2004.
მწვრთნელი
რედაქტირება- „ანჟი“ მაჰაჩყალა
- რუსეთის პირველი დივიზიონი გამარჯვებული: 2009
- რუსეთის პირველი დივიზიონი საუკეთესო მწვრთნელი: 2009.[2]
- „ვოლგა“ ნიჟნი ნოვგოროდი
- რუსეთის პირველი დივიზიონი მეორე ადგილი: 2010
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბანდენკო ა.. (30 მარტი 2010) Тетрадзе. Омари в собственном соку რუსული. Sovetsky Sport – Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-09. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2010.
- ↑ [2009 წლის სეზონის ლაურეატები (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-28. ციტირების თარიღი: 2013-11-26. 2009 წლის სეზონის ლაურეატები (რუსული)]