ომანის ტურიზმი
ომანის ტურიზმი 2000-იანი წლებიდან მოყოლებულიმზარდი ინდუსტრიაა.[1] ომანში არაერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს და განსაკუთრებით კულტურული ტურიზმით გამოირჩევა.[2][3] 2012 წელს ლონლი პლანეტიმ მასკატი მსოფლიოში მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა.[4] მასკატი 2012 წელს არაბეთის ტურიზმის დედაქალაქად დასახელდა.[5]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ომანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ომანმა სიაში ერთი ადგილით დაბლა ჩაინაცვლა.[6] 2017 წელს ომანს 1 897 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1 539 700 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 811.6$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 53 251 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2,7%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ია.[7] ომანს საუკეთესო მაჩვენებლები უსაფრთხოებისა და დაცულობის (მეოთხე ადგილი) და ფასების კონკურენტუარიანობის (24-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი საერთაშორისო ღიაობის (116-ე ადგილი) და გარემოს მდგრადობის (109-ე ადგილი) სვეტებში აქვს.[8]
ვიზა
რედაქტირებამსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მოქალაქეთათვის ომანში მგზავრობისათვის ვიზის აღებაა საჭირო. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებისათვის ომანში მოგზაურობა სავიზო ლიმიტის გარეშეა შესაძლებელი. მსოფლიოს 69 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის ინტერნეტის მეშვეობით შეძენა შეუძლიათ, რომელიც 30 დღის განმავლობაშია მოქმედი. ყველა ვიზიტორისთვისსავალდებულოა 6 თვის განმავლობაში მოქმედი პასპორტი.
სტატისტიკა
რედაქტირება2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების გამოკლებით:[9]
Rank | Country | Number |
---|---|---|
1 | ინდოეთი | 244,786 |
2 | გაერთიანებული სამეფო | 133,529 |
3 | პაკისტანი | 67,893 |
4 | გერმანია | 55,126 |
5 | აშშ | 53,165 |
6 | საფრანგეთი | 47,830 |
7 | ეგვიპტე | 28,541 |
8 | იტალია | 26,063 |
9 | ფილიპინები | 24,897 |
10 | ბანგლადეში | 20,191 |
ბუნება
რედაქტირებაპლაჟები
რედაქტირებაომანის სანაპიროზე არაერთი პლაჟი მდებარეობს. მასკატის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე კურორტები მდებარეობს. სანაპიროს აქტივობებს მიეკუთხვნება: მზის აბაზანების მიღება, ცურვა, ყვინთვა, სნორკელინგი, ნავებითა და წყლის სკუტერებით გასეირნება, სერფინგი, ნიჟარების შეგროვება და თევზაობა.
კაიტსერფინგი
რედაქტირებადღიური ზღვის ბრიზების წყალობით ომანის სანაპიროზე კაიტსერფინგისთვის ხელსაყრელი პირობებია. კაიტსერფინგის ცენტრები მასკატში, ელ სავადისა და ალზაიბას სანაპიროებსა და მასირაჰის კუნძულის სანაპიროებზე მდებარეობს.[10][11]
საფარი ტურიზმი
რედაქტირებაომანში პოპულარულია აქლემებითა და ოთხბორბლიანი ტრანსპორტით მოგზაურობა ვაჰიბას უდაბნოში. საფარი ტურები ადგილობრივთა ქოხებში არჩენას, ბარბექიუებს, აქლემებით გასეირნებას, ქვიშის სერფინგსა და ბედუინთა თემებთან სტუმრობას.
მღვიმეები
რედაქტირებაკირქვით მდიდარი დანალექი ქანებით აღმართულ ომანის მთებში უამრავი გამოქვაბულია. 2008 წელს ტურიზმის სამინისტრომ მსოფლიოში სიდიდით მეორე მღვიმის, მეჯლის ელ ჯინის განვითარებისთვის ახალი პროგრამა წამოიწყო, რაც მღვიმის ტურისტულ გამოქვაბულად გადაქცევას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროგრამა პირველი ტურისტული მღვიმის, ელ ჰუთას მღვიმის გახსნის შემდეგ შეიმუშავეს, რადგანაც მღვიმემ ირველივე წელს 75 000 ტურისტი მიიღო.[12] ომანში მდებარე გამოქვაბულების ნაწილი სხვადასხვა სირთულისაა: დაწყებული მარტივიდან, როგორიცაა მუქალის გამოქვაბული ბანის უადიში და ხალიდის მღვიმე ეშ შარქიიაჰის რეგიონში, დამთავრბეული ურთულესი მღვიმეებით, რომელთა მოსანახულებლადაც გამოცდილება, ვარჯიში და სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.
ისტორიული და კულტურული ადგილები
რედაქტირებაბაზრები
რედაქტირებატურისტთა შორის პოპულარულია ომანს ბაზრები (souq). მსგავსი ბაზრები ომანის ყველა ქალაქში მდებარეობს. მასკატის ყველაზე ცნობილი ბაზრობები რუვისა და მუთრაჰის ბაზრობებია.
ციხესიმაგრეები
რედაქტირებაომანის ქალაქების უმეტესობას ციხესიმაგრე აქვს, რომელთა დიდი ნაწილი აშენებული ან გაფართოებლია ელ-იარუბის დინასტიის დროს 1624-1744 წლებში. ციხესიმაგრეები შემოსევების დროს მოსახლეობის თავდაცვის უკანასკნელი ხაზის ფუნქციას ითავსებდნენ. ციხესიმაგრეები ხანგრძლივი ალყისთვის იყო მზად: წყლის წყაროებით, საკვების მარაგითა და საიდუმლო გვირაბებით, რომლებიც ციხესიმაგრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მთავრდება. მშვიდობის დროს ციხესიმაგრეები მმართველი წრეების მთავარ ცენტრსა და ქალაქების განათლების კერას წარმოადგენდა.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
რედაქტირება- ბაჰლის ციხესიმაგრე — ნაბჰანის დინასტიის დედაქალაქის ნაწილი. გვიანი შუა საუკუნეების დროს ნაბჰანის დინასტია დომინანტი დინასტია იყო ომანსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1987 წლიდან)[13]
- ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი — ძვ.წ. III ათასწლეულის ნეკროპოლისის ნანგრევები. ბატის ნეკროპოლისი ადრეული სპილენძის ხანის დაკრძალვის რიტუალების შესახებ გვაწვდის ცნობებს. (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1988 წლიდან]].[14]
- საკმევლის მიწა — შუა საუკუნეებში საკმევლით ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. არქეოლოგიური ძეგლი მოიცავს ანტიკურ პორტს: ხორ რორისა და ელ-ბალიდს, ასევე საქარავნო ოაზისებეს: შისრსა და უადი დავაკაჰს. (2000)[15]
- აფლაის ირიგაციული სისტემა — სამი ათასი წლის საირიგაციო სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება. დღემდე გამოყენებადი სისტემის ძირითადი ნაწილი ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება. (2006)[16]
- ქალჰათი — ანტიკური ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის სავარაუდო ძეგლად 1988 წელს გამოაცხადეს, საბოლოოდ კი ნუსხაში 2018 წელს შეიტანეს.[17]
კულტურული ფესტივალები
რედაქტირებამასკატის ფესტივალი
რედაქტირებამასკატის ფესტივალი[18] ყოველწლიურად იანვარსა და თებერვალში ტარდება. ფესტივალზე ტრადიციული ომანური ცხოვრების სტილის, ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშებია გამოფენილი. ღონისძიება საცირკო და თეატრალურ სანახაობებსაც მოიცავს.
სალაჰაჰის ფესტივალი
რედაქტირებასალაჰაჰის ფესტივალი ივლისსა და აგვისტოში იმართება, როდესაც ომანის ტერიტორიაზე სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებზე მეტად გრილა. სალაჰაჰის ფესტივალი განსაკუთრებით ოჯახებს იზიდავს და კულტურულ, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების შოუებს მოიცავს.
სპორტული და სათავგადასავლო ღონისძიებები
რედაქტირებაცხენებითა და აქლემებით რბოლა
რედაქტირებაომანის ცხენოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრებები სექტემბრიდან ივნისამდე ომანის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. გრძელ მანძილზე აქლემების რბოლა სპეციალურად აგებულ სარბოლო ტრასებზე იმართება, ჩვეულებრივ არდადეგებისა და ეროვნული დღესასწაულების დროს.
დუბაი-მასკატის ოფშორული სანაოსნო რბოლა
რედაქტირებადუბაი-მასკატის რეგატა ყოველი წლის იანვარში იმართება. ნავები დუბაიდან იწყებენ რბოლას და ჰორმუზის ყურის გავლით მასკატში ჩადიან.
ინტერნეტ რესურსები
რედაქტირება- Oman Tourism Portal
- Ministry of Information - Tourism Section
- Bradt Guide - Oman[მკვდარი ბმული]
- Lonely Planet - Oman
- Muscat International Airport დაარქივებული 2021-03-24 საიტზე Wayback Machine.
- Muscat Travel Portal
- Oman Air
- Oman Tourism and Hospitality Academy
- Geological Society of Oman
- Oman Center for Traditional Music
- Oman World Fireworks Championship 2010
- Kiteboarding Oman - First certified kiteboarding centre in the Gulf region
- Oman History, Culture & Tourism დაარქივებული 2020-11-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Travel & Leisure Market Research Reports and Industry Analysis. Marketresearch.com. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
- ↑ Kharusi, N. S. & Salman, A. (2011) The English Transliteration of Place Names in Oman. Journal of Academic and Applied Studies Vol. 1(3) September 2011, pp. 1-27 Available online at www.academians.org
- ↑ Babu Thomas Web Developer- designer. Culture in Oman, Tourism. Omanet.om. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-25. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
- ↑ Richard I'Anson. Lonely Planet’s Best in Travel: top 10 cities for 2012 - travel tips and articles. Lonely Planet. ციტირების თარიღი: 2013-06-09.
- ↑ Home Page - Gulf in the Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2015.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 266.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.266.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.267.
- ↑ Number of Tourists to Oman
- ↑ https://www.theguardian.com/travel/2010/sep/04/masirah-island-oman-middle-east The Guardian, "Oman's desert island", retrieved 5 January 2014
- ↑ https://www.surfertoday.com/travel/riding-the-desert-winds-of-the-masirah-island Surfer Today, "Riding the desert winds of the Masirah Island", retrieved 5 January 2014
- ↑ World’s second-largest cave to boost tourism: The National, May 17, 2008 დაარქივებული June 8, 2008, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Bahla Fort. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
- ↑ Archaeological Sites of Bat, Al-Khutm and Al-Ayn. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
- ↑ Land of Frankincense. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
- ↑ Aflaj Irrigation Systems of Oman. UNESCO. ციტირების თარიღი: 17 August 2011.
- ↑ Ancient City of Qalhat. UNESCO.
- ↑ muscat-festival.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი 2003. ციტირების თარიღი: 23 December 2015.