ლონლი პლანეტი
ლონლი პლანეტი (ინგლ. Lonely Planet) — მსოფლიოში უდიდესი სამოგზაურო მეგზურებისა და ციფრული მედიის გამომცემლობა. 2007 წლიდან, კომპანიას აკონტროლებს BBC Worldwide, რომელიც ფლობს წილების 75%-ს, როდესაც დამაარსებლები, მორინ და ტონი ვილერები მხოლოდ დარჩენილ 25%-ს ფლობენ. 2009 წლის ივლისში, ორიგინალი სახელი „ლონლი ფლანეთ ფაბლიქეიშენსი“ (ინგლ. Lonely Planet Publications) კომპანიამ შეცვალა „ლონლი ფლანეთით“ (Lonely Planet). ლეთს გოუ თრაველ გაიდსის (Let's Go Travel Guides) შემდეგ, სამოგზაურო წიგნთა ერთ-ერთი პირველი სერიები იყო ბექპეკერებისა და სხვა იაფად მოგზაურთათვის გათვლილი.
ლონლი პლანეტს აგრეთვე აქვს თავისი ტელეკომპანია, რომელიც უშვებს მრავალ სერიას: Lonely Planet Six Degrees, The Sport Traveller, Going Bush, Vintage New Zealand, Bluelist Australia and Lonely Planet: Roads Less Travelled. ლონლი პლანეტის მთავარი ოფისი მელბურნის გარეუბან - ფუთსკრეიშია (ავსტრალია).
2009 წელს კომპანიამ გაერთიანებული სამეფოში დაიწყო ყოველთვიურ ჟურნალ Lonely Planet Magazine-ის გამოშვება და 2010-დან გამოდის ინდური[1] და არგენტინული[2] გამოცემებიც.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kareena & Saif launch Lonely Planet Magazine. Sify.com. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
- ↑ Eva Paris 13 de mayo de 2010. (1999-02-22) La revista Lonely Planet estrena ediciĂłn argentina. Diariodelviajero.com. ციტირების თარიღი: 2010-08-10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official „ლონლი პლანეტის“ საიტი
- "The Parachute Artist" - profile of Lonely Planet and the Wheelers from The New Yorker magazine (April 2005)
- King of the Planet, Tony Wheeler's interview with Venkatesan Vembu, Daily News & Analysis
- Wheelers' comment on their sale to BBC Worldwide
- Radio interview with Tony Wheeler by Rick Steves
- როგორ გამოვიდეთ „ლონლი პლანეტის“ ავტორები
- Official website of Lonely Planet's Roads Less Travelled TV Series დაარქივებული 2010-01-17 საიტზე Wayback Machine.