ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი
ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი — ძვ. წ. მესამე ათასწლეულის არქეოლოგიური ძეგლები და დაცული ტერიტორია ომანში. 1998 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
არქეოლოგიური ძეგლები - ბატი, ალ-ხუთმი და ალაიუნი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ომანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 23°16′11″ ჩ. გ. 56°44′42″ ა. გ. / 23.26972° ჩ. გ. 56.74500° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
ნომერი | 434 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 434 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბოლო 15 წლის მანძილზე მიმდინარე გათხრებისას, ამ ტერიტორიებზე აღმოჩნდა მრავალი ნასახლარი, რომლებიც ვრცელდება სპარსეთის ყურიდან ომანის ყურემდე. წარმოადგენს ძვ.წ. მესამე ათასწლეულის ყველაზე სრულყოფილ ნასახლარებსა და ნეკროპოლისებს მთელ მსოფლიოში. ასევე მოიცავს ციხე სიმაგრეთა ნანგრევებს და სამარხებს.
როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, ამ ტერიტორიაზე მდებარე მაგანის სამეფო, ძვ.წ. III ათასწლეულში წარმოადგენდა სპილენძის წარმოების უმნიშვნელოვანეს ცენტრს, საიდანაც ის გაედინებოდა მესოპოტამიაში.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლამდე, არექოლოგიური ძეგლები დაცულ ტერიტორიად არ იყო გამოცხადებული.