ომანის ეკონომიკა
ომანის ეკონომიკა მეტწილად ნავთობის სექტორზეა დამოკიდებული, მის სანაპირო რეგიონებში თევზჭერასა და სავაჭრო საქმიანობებთან ერთად. 1964 ომანში ნავთობის 1964 წელს აღმოჩენის შემდეგ ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. მთავრობა ეკონომიკის გამრავალფეროვნებისა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით პრივატიზაციისა და ომანიზაციის პოლიტიკას ატარებს.[1] ბოლო 50 წლის მანძილზე ომანის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გამუდმებით იზრდებოდა. 1960-იან წლებში მაჩვენებელი 339%-ით გაიზარდა, ხოლო პიკს 1970-იან წლებში მიაღწია, როცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ 1 370%-ით გაიზარდა. 1980-იან წლებში მშპ ზომიერად, 13%-ით იზრდებოდა, ხოლო 1990-იან წლებში მაჩვენებელი 34%-მდე გაიზარდა.[2] ომანი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს 1981 წელს შეუერთდა საბაჟრო კავშირის, საერთო ბაზრისა და საერთო სავალუტო ბაზრის შემოღების მიზნით.[3][4]
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები
რედაქტირებაქვემოთ მოცემულ ცხრილში საბაზრო ფასებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილი ომანის მთლიანი შიდა პროდუქტი და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტია წარმოდგენილი. [5]
წელი | მშპ (მლნ ამერიკული $) |
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (ამერიკული $) |
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (როგორც აშშ-ის %) |
---|---|---|---|
1980 | 6,342 | 4,674 | 38.16 |
1985 | 10,395 | 6,129 | 34.65 |
1990 | 11,686 | 6,341 | 27.33 |
1995 | 13,803 | 6,355 | 22.84 |
2000 | 19,450 | 8,097 | 22.97 |
2005 | 30,905 | 11,806 | 27.70 |
2010 | 58,814 | 23,351 | 49.88 |
2015 | 81,550 | 24,024 | 43.03 |
მიმოხილვა
რედაქტირებაომანმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით საბაზრო ლიბერალიზაცია დაიწყო და ორგანიზაციის წევრი 2000 წელს გახდა.[6] ომანის სასულთნოს დელეგაციის თავმჯდომარე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არის ჰილდა ალ-ჰინაი.[7] 2006 წლის 20 ივლისს აშშ-ის კონფრესმა აშშ-ომანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც 2009 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში. შეთანხმების თანახმად ყველა სამომხმარებლო და სამრეწველო პროდუქტზე სატარიფო ბარიერები უქმდება და ომანში უცხოური ბიზნეს ინვესტიციების ძლიერ დაცვასაც უზრუნველყოფს.[6]
ბოლო 50 წლის მანძილზე ომანის ეკონომიკისა და შემოსავლების დრამატული განვითარება ნავთობპროდუქტების წარმოებასთანაა დაკავშირებული. ომანი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში ჯგუფთან კოორდინირებს.[8]
ომანში ნავთობი პირველად 1964 წელს დასავლეთ უდაბნოში აღმოაჩინეს. ნავთობის მოპოვება Petroleum Development Oman-მა 1967 წელს დაიწყო. ომანის მთავრობა PDO-ს 60%-ს ფლობს, ხოლო 40% უცხოური კომპანიების დაქვემდებარებაშია (34%-ს Royal Dutch Shell ფლობს, ხოლო დარჩენილი 6% TotalEnergies-ისა და Partex-ის საკუთრებაშია). 1976 წელს ომანში ნავთობის მოპოვება დღიურად 366 000 ბარელამდე გაიზარდა, თუმცა 1980 წლის ბოლოს დღეში 285 000 ბარელამდე შემცირდა, რაც განახლებადი რეზერვების ამოწურვით იყო განპირობებული. 1981 წლიდან 1986 წლამდე ნავთობზე ფასების კლებით გამოწვეული დანაკარგი ომანმა გაზრდილი წარმოებით (დღეში 600 000 ბარელი ნავთობი) აანაზღაურა. 2000 წლის შუა ხანებში ნავთობის წარმოება დღეში 900 000 ბარელამდე გაიზარდა. 2000 წელს სურში ომანის გათხევადებული ბუნებრივი აირის ქარხანა ამოქმედდა, რომელსაც წელიწადში 6.6 მილიონი ტონა აირის წარმოება შეუძლია.
სტატისტიკა
რედაქტირებამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ომანს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 47-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 53-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 19 302 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.15%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 3%-ის ტოლია. უმუშევრობის დონე 3.1%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით ომანი 39-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მე-6 ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 67-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 41-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-15, გამჭვირვალობით ― 48-ე, საკუთრების უფლებებით ― 41-ე, კორპორატიული მმართველობით ― 93-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 71-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ომანი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 28-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-18, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 61-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ომანი 66-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, 119-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 1.3%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 34.8-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ომანი 26-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 30-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 97-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 86-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 99-ს.
ომანში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (59-ე ადგილი): სიღრმით 50-ე, ხოლო სტაბილურობით 107-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 62-ეა მსოფლიოში. ომანში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (56-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 73-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 38-ს.[9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასამთავრობო
რედაქტირება- Ministry of Information
- Ministry of Foreign Affairs
- Ministry of Tourism
- Ministry of National Economy
- Ministry of Commerce & Industry
- Central Bank of Oman
- Oman Chamber of Commerce and Industry
- Omani Centre for Investment Promotion
- Muscat Securities Market
- Public Establishment for Industrial Estates
- Ministry of Finance
- State General Reserve Fund
- Oman Tender Board
- State Audit Institute
- Oman Commercial Office in Dubai
- Ministry of Manpower
- Ministry of Oil & Gas
- Ministry of Civil Service
სხვა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Oman. ციტირების თარიღი: 29 October 2019
- ↑ Oman Energy Policy, Laws and Regulations Handbook Volume 1 ISBN 978-1-329-07676-1 p. 113
- ↑ Economic Cooperation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-19. ციტირების თარიღი: 2022-06-30
- ↑ The Unified Economic Agreement 1981. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-30. ციტირების თარიღი: 2022-06-30
- ↑ Report for Selected Countries and Subjects. ციტირების თარიღი: 8 May 2018
- ↑ 6.0 6.1 Chemical & Engineering News, 5 January 2009, "U.S.-Oman pact expands Free Trade", p. 18
- ↑ Matani, Ali Al. (2019-05-29) How can private sector benefit from WTO? en-US. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ Oman says OPEC+ likely to extend supply curb deal en (2019-11-11). ციტირების თარიღი: 2019-12-25
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 442-445.