ოლიმპიკის ეროვნული პარკი
ოლიმპიკის ეროვნული პარკი (ინგლ. Olympic National Park) — მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ვაშინგტონის შტატში. პარკი მოიცავს ოლიმპიკის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, დაცულ ტერიტორიას ძირითადად ყოფენ სამ ნაწილად: წყნარი ოკეანის სანაპირო, მთები და ოლიმპიკის ტეები. პარკის ფართობი შეადგენს 3734 კმ²-ს. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში არსებულ სხვა პარკებს, ასევე ამ დაცულ ტერიტორიასაც მართავს ეროვნული პარკების სამსახური.
ოლიმპიკის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ვაშინგტონი, აშშ |
უახლოესი ქალაქი | პორტ-ენგელსი |
ფართობი | 3734 კმ² |
დაარსდა | 29 ივნისი, 1938 |
სტუმრობა | 2,749,197 (2006) |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების სამსახური |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 151 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ოლიმპიკის ეროვნული პარკის ისტორია იწყება 1897 წლიდან, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა ეს ტერიტორია დაცულ ადგილად გამოაცხადა. 1903 წელს აქ არსებულ დაცულ ტერიტორიას ეროვნული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა. 1938 წელს უკვე საბოლოოდ შეიცვალა სტატუსი და ოლიმპიკს ეროვნული პარკი ეწოდა. ოლიმპიკის ეროვნული პარკი შედის მსოფლიოს ბიოსფერული რეზერვის სიაში. 1981 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა.
მდიდარია პარკის ეკოსისტემა. გვხვდება მრავალი სახეობის მცენარე და ცხოველი, არსებული 15 ცხოველის და 8 მცენარის სახეობა კი ენდემურია. ცხოველებიდან პარკში მრავალი ველური ჯიშის წარმომადგენელი სახლობს. ფაუნის სახეობებიდან აღსანიშნავია: ბარიბალი, პუმა, კოიოტი, ჩრდილო ამერიკული თახვი, მგელი, წითელი მელა, მთის არწივი, თეთრთავა არწივი, ალალი და სხვები. აღსანიშნავია აგრეთვე პარკში არსებული ზღვის ცხოველთა მრავალფეროვნებაც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Olympic National Park. National Park Service. ციტირების თარიღი: 2011-07-08.
- The Pacific Northwest Olympic Peninsula Community Museum. University of Washington. ციტირების თარიღი: 2011-07-08.
- The Evergreen Playground Online museum. University of Washington. ციტირების თარიღი: 2011-07-08.