ალალი (ლათ. Falco columbarius) — ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ალალის სხეულის სიგრძეა 30-35 სმ, წონა - 150-200 გრამი. დედალი მამალზე დიდია. ზურგი მუქი რუხი ფერისა აქვს, მუცელი წითური. ალალი გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ტყეებსა და ტყე-ტუნდრის ზონაში, აგრეთვე აზიის ველებსა და მთებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ნაპრალებში, ბუჩქნარში ან მიწაზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციური პერიოდი 28 დღემდე გრძელდება. იკვებება უმეტესად პატარა ფრინველებით, რომლებსაც ფრენის დროს იჭერს, ჭამს მღრღნელებსა და მწერებსაც. ალალის ქვესახეობათაგან ზამთრობით საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი და აღმოსავლეთციმბირული ალალი.

ალალი

მამალი (წინ) და დედლები (უკან)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  შავარდნისნაირნი
ოჯახი:  შავარდნისებრნი
გვარი:  შავარდენი
სახეობა:  ალალი
ლათინური სახელი
Falco columbarius (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696453

ლიტერატურა რედაქტირება