თეთრთავა ფსოვი
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრთავა არწივი)
თეთრთავა ფსოვი (ლათ. Haliaeetus leucocephalus) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში. სხეულის სიგრძე დაახლოებით 76-81 სმ, ხოლო ფრთების შლილი 203 სმ აღწევს. წონა 5,4 კგ-მდე. აქვს ფართო ფრთები. სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებს. 1782 წლის 20 ივნისს თეთრთავა ფსოვი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლო გახდა. მათ მოეწონათ მისი მძვინვარე და მამაცური გამომეტყველება და გარეულ ინდაურთან (კონკურსში ეს ფრინველიც მონაწილეობდა) შედარებით უპირატესობა მიანიჭეს. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში საყოველთაოდ სწამდათ, რომ თეთრთავა ფსოვი მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობდა, რამაც როგორც ჩანს დიდი როლი ითამაშა ამ არჩევანში.
თეთრთავა ფსოვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Haliaeetus leucocephalus (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 106003365 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|