ოლღა რომანოვა
ოლღა ნიკოლოზის ას. რომანოვა (რუს. Ольга Николаевна Романова, 15 ნოემბერი, 1895 — 17 ივლისი, 1918) — დიდ მთავარ ნიკოლოზ II-ისა და ალექსანდრა ფეოდოროვნას პირველი ქალიშვილი. დაიბადა 1895 წელს პეტერბურგთან ახლოს. აღზრდილი იყო სამეფო კარზე თავის დებთან (ტატიანა, მარია, ანასტასია) და ძმასთან (ალექსი) ერთად.
დიდი მთავარი ოლღა ნიკოლოზის ასული რომანოვა Великая княжна Ольга Николаевна Романова | |
---|---|
დიდი კნეინა ოლღა. 1914 წლის სურათი | |
დაიბადა | 15 ნოემბერი, 1895 პეტერჰოფი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 17 ივლისი, 1918 (22 წლის) ეკატერინბურგი, რსფსრ დახვრეტა |
დაკრძალვის ადგილი | რუსეთის ახალწამებულთა ტაძარი |
ეროვნება | რუსი |
ტიტული | დიდი მთავარი |
რელიგიური მრწამსი | მართლმადიდებელი |
მშობლები | ნიკოლოზ II ალექსანდრა ფეოდოროვნა |
სიცოცხლის მანძილზე ოლღას მომავალი ქორწინება ყველაზე განხილვადი საგანი იყო რუსეთში. სავარაუდო კანდიდატებად სახელდებოდნენ რუსი დიდი მთავარი დიმიტრი პავლოვიჩი, რუმინეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი კაროლი, უელსის პრინცი ედუარდი, ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეხუთეს უფროსი ვაჟი; და სერბეთის ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე. თავად ოლღას სურდა რუსზე ქორწინება და ქვეყანაში დარჩენა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედროებს უვლიდა, თუმცა მოგვიანებით ამ ყოველივეს ფსიქოლოგიური ტვირთის გამო ადმინისტრაციულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი.
რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შედეგად ოლღას მკვლელობის შემდეგ ის რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 1990-იანებში მისი გვამის ნარჩენების იდენტიფიცირება მოხდა დნმ-ის ტესტის მეშვეობით და დაიკრძალა სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში მშობლებთან და დებთან ერთად.
გარეგნობა და ხასიათი
რედაქტირებასამეფო ოჯახთან დაახლოებულები იხსენებენ ოლღას, როგორც ჭკვიან, გონებაგახსნილ ბავშვს, მაგრამ ზოგჯერ ზარმაცს.
ოლღას ჰქონდა წაბლისფერი ქერა თმა, ცისფერი თვალები, განიერი სახე და ზემოთ აპრეხილი ცხვირი. მისი ფრანგულის მასწავლებელი პიერ გილიარდი 10 წლის ოლღას აფასებდა როგორც „ძალიან ფერმკრთალს ციმციმა, ცელქი თვალებით“ და ოდნავ აპრეხილი(retrousee) ცხვირით.[1] ბარონესა სოფი ბუკსჰევდენის, დედამისის გუვერნანტის თქმით ის „იყო ქერა და მაღალი მომღიმარი ცისფერი თვალებით“, კარგი კბილებითა და „მოკლე ცხვირით, რომელსაც თავად უწოდებდა „ჩემს თავმდაბალ აბზეკილს“. [2] იმისდა მიუხდავად, რომ ის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზდებოდა, ოლღას თავის დებზე - ტატიანასა და მარიაზე ნაკლებად ლამაზად მიიჩნევდნენ.[3] „ბავშვობაში ის უბრალო იყო, 15 წლის ასაკში კი ლამაზი“ - წერდა დედამისის მეგობარი ლილი დენი. „ის იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, ფერმკრთალი, მუქი ლურჯი თვალებით, ღია წაბლისფერი თმითა და ლამაზი ხელებითა და ფეხებით.[4] მერიელ ბუქენენი თავის მემუარებში ახასიათებს 17 წლის ოლღას 1912 წლის იმპერიულ მეჯლისზე შემდეგნაირად: „მას არ ჰქონდა ჩვეულებრივი ნაკვთები, მისი დის - ტატიანა ნიკოლოზის ასულის თითქოს მისტიკური სილამაზე, მაგრამ მისი წვერისკენ დახრილი ცხვირით, მისი ფართო მომცინარი პირით, მისი მბრწყინავი ცისფერი თვალებით, მას ჰქონდა შარმი, სიხასხასე და მომხიბლავი ენერგია, რომელიც მას მაცდუნებელს ხდიდა. [5]
გალერეა
რედაქტირება-
დიდი მთავარი ოლღა ნიკოლოზის ასული, 1914
-
ოლღა დასთან, ტატიანასთან, ერთად, 1913
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pierre Gilliard, Thirteen Years at the Russian Court, p. 20
- ↑ Sophie Buxhoeveden, The Life and Tragedy of Alexandra Feodorovna, Chapter 16: The Empress and her Family
- ↑ Massie, Nicholas and Alexandra, pp. 132–133
- ↑ Dehn, Lili (1922). The Real Tsaritsa. ТЕРРА--Книжный клуб. ISBN 5-300-02285-3. ციტირების თარიღი: 1 აპრილი 2024.
- ↑ Meriel Buchanan.