ნუჰაკ ფუმსავანი
ნუჰაკ ფუმსავანი (ლაოს. ໜູຮັກ ພູມສະຫວັນ; ტაი. หนูฮัก พูมสะหวัน; დ. 9 აპრილი, 1910[3] – გ. 9 სექტემბერი, 2008) — პათეტ-ლაოს (ლაოს სახალხო განმათავისუფლებელი არმია) რევოლუციონერი და კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი, იგი იყო ლაოსის მე-3 პრეზიდენტი 1992 წლიდან 1998 წლამდე.[4]
ნუჰაკ ფუმსავანი | |
---|---|
ლაოს. ໜູຮັກ ພູມສະຫວັນ | |
დაბადების თარიღი | 9 აპრილი, 1914[1] |
დაბადების ადგილი | მუკდაჰანის პროვინცია |
გარდაცვალების თარიღი | 9 სექტემბერი, 2008[2] (94 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვიენტიანი |
მოქალაქეობა |
ლაოსი ტაილანდი |
ჯილდოები | Grand Cross of the Order of the Liberator General San Martín, Grand Cordon of the Order of the White Elephant, Knight Grand Cross with Collar of the Order of Saint Olav, Collar of the Spanish Order of the Civil Merit და ოქტომბრის რევოლუციის ორდენი |
ცხოვრება
რედაქტირებაოფიციალური წყაროების თანახმად ნუჰაკი დაიბადა ბან-ფალუკაში, მუკდაჰანის პროვინციაში, სიამში (ახლანდელი ტაილანდი) 1910 წელს.[5] თუმცა მისი დაბადების წლად ასევე მითითებულია 1914[4]. 1933 წელს იქორწინა თავის პირველ ცოლზე, ჩანტომზე და შეეძინათ ოთხი შვილი, ფუთონი, ფონესავანი, ხანკეო და ვაჟი. მოგვიანებით, 1944 წელს ხელახლა დაქორწინდა ბუნემაზე, რომელიც წარმოშობით ვიეტნამელი იყო.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1945 წელს დააფუძნა ლაოსის რევოლუციური მოძრაობა, რის შემდეგაც 1949 წელს გახდა ლაოსის წინააღმდეგობის კომიტეტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ რეგიონში. 1950 წელს ნუჰაკი ლაოსის წინააღმდეგობის მთავრობაში დაინიშნა ფინანსთა მინისტრად. მან მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელ კონგრესში. ლაოსის სახალხო პარტიას 1955 წელს ეწოდა ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტია, რის შემდეგდაც ნოუჰაკი აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის მეორე რანგის წევრად (ცენტრალური კომიტეტის დირექტორის მოადგილე).[5]
ნუჰაკი იყო ლაოსის სახალხო პარტიის მდივანი დედაქალაქ ვიენტიანში და ეროვნული ასამბლეის წევრი 1958 წლიდან. იგი დააპატიმრეს 1959 წელს[5] და ერთი წელი გაატარა ვიენტიანის ციხეში, შემდეგ გაიქცა სუფანუვონგთან ერთად.[4] ამ პერიოდში იყო ხანგხაიში პარტიის მდივანი და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა პარტიაში 1960-იან და 1970-იან წლებში, ლაოსის სამოქალაქო ომის პერიოდში. იგი აირჩიეს პოლიტბიუროს წევრად ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის მე-2 ყრილობაზე 1972 წლის თებერვალში და დაეკისრა პასუხისმგებლობა ეკონომიკურ საკითხებზე.[5]
1975 წლის დეკემბერში, როდესაც პათეტ ლაოსმა ძალაუფლება აიღო,[4] ნუჰაკი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილედ[5] და ფინანსთა მინისტრად.[5][4] წლების განმავლობაში იგი ითვლებოდა „ნომერ 2“ პრემიერ-მინისტრად კეისონ ფომვიხანის ხელმძღვანელობის დროს.[4] 1982 წლის აპრილში იგი აირჩიეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1986 წლის ნოემბერში მინისტრთა საბჭოს მუდმივ წევრად, პასუხისმგებელი იყო ეკონომიკურ საკითხებზე. 1989 წელს ნუჰაკი აირჩიეს უმაღლესი სახალხო კრების წევრად და იმავე წელს გახდა უმაღლესი სახალხო კრების პრეზიდენტი.[6] 1989 წელს ფუმსავანი აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც ევალებოდა ახალი კონსტიტუციის შემუშავება,[5] იგი მიიღეს 1991 წელს. ამ კონსტიტუციის მიღებით კეისონიმ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც გადაიქცა საცერემონიო თანამდებობად. კეისონის გარდაცვალების შემდეგ,[4] უზენაესი სახალხო ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე 1992 წლის 25 ნოემბერს ნუჰაკი აირჩიეს მის შემცვლელად ლაოსის პრეზიდენტის თანამდებობაზე.[5]
პრეზიდენტის აღმასრულებელი უფლებამოსილების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ხამტაი სიფანდონს ეკავა ქვეყნის ყველაზე ძლიერი თანამდებობა, როგორც ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის გენერალური მდივანი. ხამტაიმ 1998 წელს გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრის მაგივრად პრეზიდენტი გამხდარიყო, ნუჰაკი, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს მეთაური იყო, პენსიაზე გავიდა და თანამდებობა დატოვა 1998 წლის 24 თებერვალს.[5]
ნუჰაკი დარჩა ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და პოლიტბიუროში 1996 წლის მე-6 ყრილობამდე. 1996 წელს მე-6 და 2001 წლის მე-7 ყრილობაზე იგი დასახელდა ცენტრალური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის მრჩევლად.[5] გავრცელებული ინფორმაციით, მას კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა მთელი სიბერის განმავლობაში და როგორც ამბობენ, 2007 წლამდე აგრძელებდა ვიზიტებს პროვინციებში ვერტმფრენით.[4]
ბოლო წლები
რედაქტირებანუჰაკი გარდაიცვალა 2008 წლის 9 სექტემბერს 98 წლის ასაკში.[4][7][8] სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ მის გარდაცვალების მიზეზად დაასახელა „სიბერე“ და აღნიშნა, რომ იგი სამედიცინო მკურნალობას გადიოდა როგორც ლაოსში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.[7] 26 წევრისაგან შემდგარმა კომიტეტმა, რომლის წევრებიც იყვნენ წამყვანი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწეები, დააორგანიზეს მისი დაკრძალვა და 10-14 სექტემბერს ხუთდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადეს, რომლის დროსაც ყველა გასართობი აქტივობა აიკრძალა.[9] მისი კრემაცია ვიენტიანში 14 სექტემბერს გაიმართა.[7]
2011 წელს მის საპატივსაცემოდ მემორიალი აღმართეს მის დაბადების ადგილას, მუკდაჰანის პროვინციაში.[10]
ორდენები
რედაქტირება- საბჭოთა კავშირი: ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1984)
- ესპანეთი : სამოქალაქო ღირსების ორდენი (1995)
- ტაილანდი: დიდი კორდონის რაინდი თეთრი სპილოების ორდენი (1995)
- არგენტინა: განმათავისუფლებელი გენერალი სან მარტინის ორდენი (1996)
- ნორვეგია: დიდი ჯვარი წმინდა ოლავის ორდენი (1997)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://po.gov.la/lo/2018/11/12/%e0%ba%97%e0%bb%88%e0%ba%b2%e0%ba%99-%e0%bb%9c%e0%ba%b9%e0%ba%ae%e0%ba%b1%e0%ba%81-%e0%ba%9e%e0%ba%b9%e0%ba%a1%e0%ba%aa%e0%ba%b0%e0%ba%ab%e0%ba%a7%e0%ba%b1%e0%ba%99/
- ↑ Nouhak Phoumsavanh, former president of Laos, is dead // International New York Times — Paris: The New York Times Company, 2008. — ISSN 0294-8052; 2725-3392
- ↑ ທ່ານ ໜູຮັກ ພູມສະຫວັນ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2022. ციტირების თარიღი: 4 August 2022
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 "Lao former president Nouhak Phoumsavanh dies at 94" დაარქივებული 2013-12-20 საიტზე Wayback Machine. , DPA, September 10, 2008.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 "Biography of Comrade Nouhak Phoumsavanh" დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. , Lao News Agency.
- ↑ Speakers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-25. ციტირების თარიღი: 2024-11-07.
- ↑ 7.0 7.1 7.2 "Former President Nouhak Phoumsavanh passes away", Lao News Agency.
- ↑ „Nouhak Phoumsavanh, Former President of Laos, Dies at 98“. The New York Times. 12 September 2008.
- ↑ "National mourning for Mr. Nouhak Phoumsavah", Lao News Agency.
- ↑ ลาวข้ามโขงสร้างอนุสรณ์ "หนูฮัก พูมสะหวัน" ในมุกดาหารบ้านเกิด (2011-09-07). ციტირების თარიღი: 2024-02-25