ხამტაი სიფანდონი (ლაოს. ຄຳໄຕ ສີພັນດອນ, დ. 8 თებერვალი, 1924) — ლაოსელი გენერალი, ლაოსის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური მოძრაობების პატეტ-ლაოსა და ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. კეისონ ფომვიხანის მთავრობაში თავდაცვის მინისტრი. ლაოსის პრემიერ-მინისტრი 1991-1998 წლებში, ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის თავმჯდომარე 1992-2006 წლებში და ლაოსის პრეზიდენტი 1998-2006 წლებში.

ხამტაი სიფანდონი
ლაოსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 თებერვალი, 1998 – 21 მარტი, 2006
წინამორბედინუჰაკ ფუმსავანი
მემკვიდრეჩუმალი საიასონე

ლაოსის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1991 – 24 თებერვალი, 1998
წინამორბედიკეისონ ფომვიხანი
მემკვიდრესისავატ კეობუნფჰანი

ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის ცკ-ის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ნოემბერი, 1992 – 21 მარტი, 2006
წინამორბედიკეისონ ფომვიხანი
მემკვიდრეჩუმალი საიასონე

დაბადებული8 თებერვალი, 1924 (1924-02-08) (100 წლის)
ტიამპასაკის პროვინცია, ლაოსი
პოლიტიკური პარტიალაოსის სახალხო-რევოლუციური პარტია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხამტაი სიფანდონი დაიბადა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტიამპასაკის პროვინციაში, გელხის ოჯახში, მდინარე მეკონგის სამდინარო არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე. ახალგაზრდობაში მუშაობდა ფოსტალიონად. 1946 წლის დასაწყისში იგი შეუერთდა ლაო-ისარის ნაციონალისტურ მოძრაობას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის კოლონიური რეჟიმის აღდგენას ლაოსში[1].

ხამტაი აქტიურად მონაწილეობდა სავანაკჰეტესა და ბოლოვენის პლატოზე მიმდინარე ანტიკოლონიურ წინააღმდეგობის მოძრაობაში. გამოირჩეოდა ენერგიული და რისკისშემცველი მოქმედების სტილით. იყო აჯანყებულთა ლიდერის სიტჰონ კომადამას თანამებრძოლი და მასავით პოლიტიკური ორიენტაცია აღებული ჰქონდა ვიეტნამისა და ხო ში მინისაკენ. ამ გავლენის შედეგად იგი კომუნისტურ პოზიციებზე გადავიდა. 1950 წლიდან იყო პატეტ-ლაოს წევრი.

დამოუკიდებელ ლაოსში სიფანდონი გამოდიოდა მეფის რეჟიმის წინააღმდეგ. პატეტ-ლაოს სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც იყო ლაოსის პროკომუნისტური ძალების მთავარი ბაზა, ეკავა პოლიტკომისრის თანამდებობა. იყო 1954 წლის ჟენევის ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის საერთაშორისო კომისიის წევრი.

1954 წელს გაწევრიანდა ინდოჩინეთის კომპარტიაში. 1955 წელს სახალხო-რევოლუციური პარტიის შექმნის შემდეგ გახდა მისი წევრი. იყო პარტიის დამაარსებლის კეისონ ფომვინხანის უახლოესი თანამებრძოლი. პოლიტიკურად ორიენტირებული იყო ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და სსრკ-ზე, იდეოლოგიურად კი იდგა მარქსიზმ-ლენინიზმის პოზიციაზე. 1957 წლიდან ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის ცკ-ის წევრია. პარტიულ ხელმძღვანელობაში მუდმივად ეკავა მეორე-მესამე პოზიცია და კურირებდა პარტიის ძალოვან სტრუქტურებს, უსაფრთხოებასა და რადიოპროპაგანდას.

1960 წელს დაიწყო სამოქალქო ომი ლაოსში. ხამტაი სიფანდონმა დაიკავა პატეტ-ლაოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა. 1966 წელს მიიღო ლაოსის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მთავარსარდლის წოდება. ხელმძღვანელობდა სამეფო არმიის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებს. 1972 წელს სახალხო-რევოლუციური პარტიის მეორე ყრილობაზე ოფიციალურად შევიდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს რიგებში[1].

1991 წელს კეისონ ფომვიხანმა შეცვალა სუფანუვონგი ლაოსის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან შეინარჩუნა უმაღლესი პარტიული თანამდებობა. პრემიერ-მინისტრი კი გახდა ხამტაი სიფანდონი. ამავე დროს ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტია განაგრძობდა რეფორმების კურსს. 1998 წელს სიფანდონი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. მისი მმართველობის პერიოდში ლაოსი მთლიანად გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე. ჩამოყალიბდა ფორმალურად დამოუკიდებელი სამოქალაქო გაერთიანებები. მაგრამ ამავდროულად პოლიტიკური მონოპოლია შეინარჩუნა ლაოსის სახალხო-რევოლუციურმა პარტიამ.

ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის VIII ყრილობაზე სიფანდონი გადააყენეს. პარტიის ცკ-ის ახალი გენერალური მდივანი და ლაოსის სახლხო-დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა ჩუმალი საიასონე. თუმცა სიფანდონის გავლენა კვლავ შენარჩუნდა. 2006-2010 წლებში პრემიერ-მინისტრი იყო სიფანდონის „პროტეჟე“ ბუასონ ბუფჰავანი. ტიამპასაკის პროვინციის გუბერნატორი და ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო მისი შვილი სონკსაი სიფანდონი, რომელიც 2006 წლიდან ტჰონგლუნა სისულიტის მთავრობის ვიცე-პრემიერია. სიფანდონის კლანი განიხილება, როგორც დომინანტი სამხრეთ ლაოსში[2].

  1. 1.0 1.1 Martin Stuart-Fox. Historical Dictionary of Laos, KHAMTAY SIPHANDONE / Scarecrow Press; Third edition, 2008.
  2. THE POLITICAL ECONOMY OF TRANSITION IN LAOS: FROM PERIPHERAL SOCIALISM TO THE MARGINS OF GLOBAL CAPITAL