კეისონ ფომვიხანი
კეისონ ფომვიხანი (ლაოს. ໄກສອນ ພົມວິຫານ, დ. 13 დეკემბერი, 1920 — გ. 21 ნოემბერი, 1992) — ლაოსის პოლიტიკური მოღვაწე. ლაოსის ერთ-ერთი ლიდერი 1975-1992 წლებში. ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის ლიდერი 1955 წლიდან, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ლსდრ) პრემიერ-მინისტრი 1975-1991 წლებში და პრეზიდენტი 1991-1992 წლებში.
კეისონ ფომვიხანი | |
ლაოსის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო, 1991 – 21 ნოემბერი, 1992 | |
წინამორბედი | სუფანუვონგი |
მემკვიდრე | ნუჰაკ ფუმსავანი |
ლაოსის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1975 – 15 აგვისტო, 1991 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ხამტაი სიფანდონი |
ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის ცკ-ის გენერალური მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მარტი, 1955 – 21 ნოემბერი, 1992 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ხამტაი სიფანდონი |
დაბადებული | 13 დეკემბერი, 1920 ნა-სენგი |
გარდაცვლილი | 21 ნოემბერი, 1992 (71 წლის) ვიენტიანი, ლაოსი |
პოლიტიკური პარტია | ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკეისონ ფომვიხანი დაიბადა ვიეტნამელი მამის, ნგუენ ტრი ლოანისა და ლაოსელის დედის შერეულ ოჯახში. დაბადებისას მისი სახელი იყო ნგუენ კაი სონგი. სწავლობდა ვიეტნამში. თავდაპირველად ლიცეუმში, ხოლო მოგვიანებით ჰანოის უნივერსიტეტში. 1942 წელს მონაწილეობდა იაპონელი ოკუპანტებისა და ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავე 1942 წელს გახდა ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
1947 წელს ხელმძღვანელობდა წინააღმდეგობის მოძრაობას ლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში. 1950 წლიდან წინააღმდეგობის მთავრობის თავდაცვის მინისტრია.
1955 წლის 22 მარტიდან ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანია. ამავე წლიდან პატრიოტთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. ლაოსის პატრიოტული ფრონტის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1972 წელს წამოაყენა სოციალიზმზე გადასვლის იდეა „კაპიტტალიზმის გვერდის ავლით“[1].
1975 წლის 8 დეკემბერს ფომვიხანი გახდა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. 1982 წლიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. კეისონის მთავრობამ კურსი აიღო სოციალიზმისაკენ, ქვეყანა კი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დაიწყო და ქვეყანაში განახორციელა კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზმი. 1986 წელს გამოაცხადეს „ახალ პოლიტიკურ მექანიზმზე“ („ჩინ ტააკან მაი“) გადასვლა. 1988 წელს მიიღეს აქტი ინვესტიციების წახალისებაზე და კანონი უცხოურ ინვესტიციებზე.
„ჩინ ტააკან მაის“ პოლიტიკის შეინაარსი მოიცავდა სამ ფაქტორს: სახელმწიფო სექტორის პრივატიზაცია და რესტრუქტურიზაცია, უცხოური ინვესტიციების წახალისება და ბაზარზე გასვლა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. მსგავს ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა დოი მოი ვიეტნამში და დენ სიაოპინი ჩინეთში. 1990 წელს ქვეყანაში ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ამასთან დაკავშირებით ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გერბიდან გაქრა ნამგალისა და უროს გამოსახულებები.
1991 წელს კეისონ ფომვიხანი ლაოსის სახალხო-რევოლუციური პარტიის თავმჯდომარე გახდა. დაიკავა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა და აღნიშნულ პოსტზე დარჩა გარდაცვალებამდე, 1992 წლის 21 ნოემბრამდე.
დაკრძალულია ვიენტიანში, მისთვის სპეციალურად აგებულ მავზოლეუმში.
ოჯახი
რედაქტირებამისი შვილი, სანაიაჰაკ ფომვიხანი 41 წლის ასაკში აირჩიეს ლაოსის სახალხო რევოლუციური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში პარტიის მერვე ყრილობაზე და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, თუმცა იგი გარდაიცვალა ადრეულ ასაკში 2013 წელს 45 წლის[2]. მისი მეორე შვილი ხაისომფონე ფომვიხანი (დ. 10 ოქტომბერი, 1954) იყო ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Иоанесян С. И. Лаосский вариант перехода к рынку // Азия и Африка сегодня. — 2006. — № 1. — С. 18
- ↑ http://www.bangkokpost.com/news/politics/360661/laos-rising-political-star-dies-aged-45