ნოჯიხევი (ხობის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში
ნოჯიხევი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში.[2] თემის ცენტრი (სოფლები: ნოჯიხევი, კუთხენოჯიხევი, ზენი, ნაფოშტუ, დასახლება).
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 30 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 3,5 კილომეტრით.
სოფელში დგას XII საუკუნის ხობის მონასტერი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 996 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1642 | 752 | 890 |
2014[1] | 996 | 481 | 515 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II