ნოსტოკი
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი
ნოსტოკი (ლათ. Nostoc) — ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების გვარი ჰორმოგონიუმიანების კლასისა. აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან მტკნარ წყალში, ტენიან კლდეებსა და ნიადაგზე. ნოსტოკის ლორწოვანი კოლონია სფეროსებრი ან ძაფისებრია, თავისუფლად ცხოვრობს ან სუბტრატზეა მიმაგრებული; მრავლდება ძაფებია დაწყვეტით ან სპორებით. ზოგიერთი სახეობა ითვისებს ატმოსფეროს აზოტს. აზიის ქვეყნებში ზოგ სახეობას საჭმელად იყენებენ.
ნოსტოკი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Nostoc | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 481.