ნორა ჯოუნსი
ნორა ჯოუნსი (ინგლ. Norah Jones) (დაბადების სახელი ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარი; ინგლ. Geethali Norah Jones Shankar) (დ. 30 მარტი, 1979 ბრუკლინი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მსახიობია.
ნორა ჯოუნსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარი |
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1979 |
დაბ. ადგილი | ბრუკლინი, ნიუ-იორკი[1] |
წარმოშობა | ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
ფოლკი სოული ჯაზი ქანთრი პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
ვოკალი პიანინო/კლავიში გიტარა |
აქტიური | 2001–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Blue Note |
საიტი | norahjones.com |
ნორა ჯოუნსი ვიკისაწყობში |
მისი კარიერა 2002 წლის სადებიუტო ალბომის Come Away with Me მასიური წარმატებით დაიწყო, რომელიც თანამედროვე პოპ ჟღერადობასთან ერთად, სევდიანი სოულ/ფოლკ/ქანთრი ელფერი დაკრავს. ის 20 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და ექვსი გრემის ჯილდო მიიღო და ნორა ჯოუნს "საუკეთესო ახალი არტისტი"-ს წოდება მოუტანა. მისი მეორე ალბომი, Feels Like Home, 2004 წელს გამოვიდა და აშშ-ს რელიზი მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა პირველ კვირას. 2007-ში, ჯოუნსმა მესამე ალბომი, Not Too Late, გამოუშვა, რომელიც პირველ ადგილზე დებიუტირდა მსოფლიო ჩარტებში. ნორა ჯოუნსი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია, რომლის ჩანაწერების გაყიდვებიც 39 მილიონს აჭარბებს.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაბადებულმა ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარად ატლანტაში, ჯორჯია, მოგვიანებით, 16 წლის ასაკში ოფიციალურად შეცვალა თავისი სახელი ნორა ჯოუნსი-თ. მისი მამა ცნობილი სიტარის მაესტრო რავი შანკარია; ბავშვობა ჯოუნსმა დედასთან, სიუ ჯოუნსთან, ერთად გაატარა, რომელიც ტეხასში, გრეიპვაინის გარეუბან ფორტ უორსში გადავიდა როცა იგი 4 წლის იყო.
დისკოგრაფია
რედაქტირება- Come Away with Me (2002)
- Feels like Home (2004)
- Not Too Late (2007)
- The Fall (2009)
- Little Broken Hearts (2012)
- Day Breaks (2016)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #129256706 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.