ნავაგრუდაკის ციხესიმაგრე

(გადამისამართდა გვერდიდან ნოვოგრუდსკის ციხესიმაგრე)

ნავაგრუდაკის ციხესიმაგრეციხესიმაგრე ბელარუსში. აგებულია XIII საუკუნეში, თუმცა თანამედროვე სახე მიიღო XVI საუკუნეში. იგი წარმოადგენდა ქალაქ ნავაგრუდაკის მთავარ საფორტიფიკაციო ნაგებობას.

ნავაგრუდაკის ციხესიმაგრე ერთ-ერთი უდიდესია ბელარუსში, იგი მოითვლის 7 კოშკს და აგებულია მაღალ გორაზე, საიდანაც კარგ ამინდში მოსჩანს ტერიტორია 15-20 კმ.-ის რადიუსში.

ერთ-ერთი ვერსიით ნავაგრუდაკში გაიმართა ლიტვის დიდი მთავრის მინდაუგასის კორონაცია. ზოგიერთი ცნობით ეს ციხესიმაგრე იყო მინდაუგასის რეზიდენცია.

1314 წელს ციხესიმაგრესთან თავადმა დავიდ გროდნენსკიმ დაამარცხა გერმანლი-ჯვაროსნები. 1422 წელს ციხესიმაგრეში გაიმართა პოლონეთის 73 წლის მეფის იაგაილოსა და 16 წლის სოფია ჰოლშანელის ქორწილი. ახალგაზრდა დედოფალს შეეძინა შვილი, რომელიც გახდა იაგელონების დინასტიის ფუძემდებელი.

დღესდღეობით ციხესიმაგრეში ყოველწლიურად იმართება რაინდთა ფესტივალი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება