ნოდარ ნაჭყებია

ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნოდარ ნაჭყებია (დ. 8 აპრილი, 1928, თბილისი — გ. 10 ნოემბერი, 1977) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ნოდარ ნაჭყებია
დაბ. თარიღი 8 აპრილი, 1928(1928-04-08) (96 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობით. 1950-1953 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით პროფესორ გიორგი გეხტმანის ხელმძღვანელობით.

1954-1960 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, აგრეთვე, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ისნტიტუტში. 1957-1960 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1960 წლიდან მუშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1963-1974 წლებში იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კეთედრის ხელმძღვანელი. 1965-1977 წლებში — ფაკულტეტის დეკანი. წლების მანძილზე იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე. ჯერ კიდევ ასპირანტურის პიერიოდში იკვლევდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანავსადგურო ქალაქ ფოთს. 1960-იან წლებში პირველი შეუდგა თურქეთის, ირანის და არაბული ქვეყნების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ კვლევას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ახალ სპეციალობას — „საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ გეოგრაფიას“. მისი ინიციატივით ცალკე გამოიყო და ჩამოყალიბდა რიგი დამოუკიდებელი კათედრები. იგი ავტორია სამეცნიერო შრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ პუბლიკაციებში. მათ შორის, აღსანიშნავია რამდენიმე მონოგრაფია, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებს ეხება. იგი დაინტერესებული იყო გეოგრაფიის ისტორიის კვლევითაც. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი გამოკვლევები ალექსანდრე დადეშქელიანისა და გიორგი ყაზბეგის მოგზაურობებზე. მისი სამეცნიერო ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სასოფლო განსახლებისაკენ იყო მიმართული. იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სასწავლო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე, უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული თანამშრომლობის საქართველოს საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფოთი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა)“, დაიცვა 1955 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მონგოლეთის სახალხო რესპუბლიკა: ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1972, გვ. 110
  • ირანი: ეკონომიურ-გეოგრაფიული ნარკვევი, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972, გვ. 200
  • თურქეთი: ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1970, გვ. 135

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 205-206

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოდარ_ნაჭყებია“-დან