გიორგი გეხტმანი

ქართველი გეოგრაფი

გიორგი ნიკოლოზის ძე გეხტმანი (დ. 1 სექტემბერი [ძვ. სტ. 20 აგვისტო], 1870, ქუთაისი, — გ. 6 სექტემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1923). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941). იყო ეკონომიკურ-გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში.

გიორგი გეხტმანი
დაბ. თარიღი 20 აგვისტო (1 სექტემბერი), 1870
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 1956(1956-09-06) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და მასწავლებელი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი გეხტმანი დაიბადა ქუთაისში. მამამისი, ნიკოლოზ გეხტმანი, იყო იურისტი, წარმოშობით გერმანელი; დედა — მანანა ჯორჯაძე, პოეტ ბარბარე ჯორჯაძის ქალიშვილი, საზოგადო მოღვაწე. 1895 წელს გიორგი გეხტმანმა დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. იყო თბილისის სკოლების კლასგარეშე განათლების საზოგადოების საპატიო წევრი (1910). ჟურნალ „ნაკადულისა“ და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. თბილისის პირველი I კომერციული სასწავლებლის დირექტორი (1906–1919). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი (1921 წლიდან) და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე (1923–1956). გეხტმანის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. 1923–1930 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და მიღებულ იქნა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მან ბიბლიოთეკაში მოიყვანა თავისი სტუდენტები, რომლებიც შემდგომში ცნობილ ბიბლიოთეკათმცოდნები და ბიბლიოგრაფები გახდნენ, მათ შორის იყვნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ აკერმანი, დიმიტრო მარკევიჩი. მისი უშაუალო ხელმძღვანელობით ბიბლიოთეკა დაკომპლექტდა საუკეთესო სპეციალისტებით, რომელთა შორის იყვნენ: ვიქტორ ბროსე, მერი მელაძე, შალვა გოზალაშვილი, ივანე ციციშვილი. მისი მეცადინეობით ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. ითვლება ერთ-ერთ ლეგენდარულ დირექტორად. 1923-1956 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის გამგე. საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი. 1925 წელს გამოიცა მისი ნაშრომი „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“, რომელიც იყო ქართულ ენაზე არსებული პირველი წიგნი ეკონომიკურ გეოგრაფიაში. 1925 წელს აგრეთვე გამოიცა ნაშრომი „საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სრული ეკონომიურ-გეოგრაფიული შესწავლის პირველ ცდას. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

თხზულებები

რედაქტირება
  • გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურნი : სიტყვარი-ცნობარი, თბ., 1942;
  • მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია, ტფ., 1925;
  • საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია, ტფ., 1925.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 130.
  • კვერენჩხილაძე რ., გიორგი გეხტმანი, თბ., 1969.