ნინოსხევი

მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში

ნინოსხევი[1] ან ჭართლისხევიმდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდინარე შრომისხევის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 195 კმ². სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2375 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,1 მ³/წმ.[2] მდინარეზე არის ჩანჩქერი.

ნინოსხევი
სხვა სახელი ჭართლისხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
სათავე კახეთის კავკასიონი
41°56′24″ ჩ. გ. 46°16′37″ ა. გ. / 41.940111° ჩ. გ. 46.277056° ა. გ. / 41.940111; 46.277056
სათავის სიმაღლე 2375 მ
შესართავი შრომისხევი
41°44′26″ ჩ. გ. 46°11′02″ ა. გ. / 41.740722° ჩ. გ. 46.184000° ა. გ. / 41.740722; 46.184000
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 195 კმ²
მდინარის სისტემა ალაზანიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 5,1 მ³/წმ
ნინოსხევი — საქართველო
ნინოსხევი
ნინოსხევი
ნინოსხევი — კახეთის მხარე
ნინოსხევი
ნინოსხევი
— სათავე, — შესართავი
ნინოსხევი ვიკისაწყობში
  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 127.
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 385.