ნინა რომანოვა

პავლე ჭავჭავაძის მეუღლე
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინა რომანოვა (რუს. Нина Романова, დ. 7 ივნისი 1901, ნოვო-მიხაილოვსკის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი გ. 27 თებერვალი, 1974, ჰიანისი, მასაჩუსეტსი) — იმპერიული სისხლის პრინცესა, დიდი ჰერცოგის გიორგი მიხაილოვიჩისა და დიდი ჰერცოგინია მარია გეორგიევნას უფროსი ქალიშვილი, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა, თავადი პავლე ჭავჭავაძის მეუღლე, ცხოვრების უმეტესი ნაწილი აშშ-ში gaatara.

ნინა რომანოვა
დაბადების თარიღი 7 (20) ივნისი, 1901[1] ან 20 ივნისი, 1901(1901-06-20)[2]
დაბადების ადგილი New Michael Palace
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 1974(1974-02-27)[3] [1] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი უელფლიტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
მეუღლე პავლე ჭავჭავაძე
შვილ(ებ)ი დავით ჭავჭავაძე[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

საიმპერატორო სისხლის პრინცესა ნინა რომანოვა დაიბადა სანქტ-პეტერბურგის ნოვო-მიხაილოვსკის სასახლეში, რომელიც ეკუთვნოდა მამამისის პაპის დიდ ჰერცოგ მიხაილ ნიკოლაევიჩს, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმცროს ვაჟს. მისი მამა, დიდი ჰერცოგი გეორგი მიხაილოვიჩი, იყო მიხაილ ნიკოლაევიჩისა და ოლგა ფეოდოროვნას მესამე ვაჟი, სანამ ბადენის პრინცესა სესილია მართლმადიდებლობას მიიღებდა. პრინცესას დედა იყო საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარია, საბერძნეთის მეფე გიორგი I-ისა და დიდი ჰერცოგინია ოლგა კონსტანტინოვნას ქალიშვილი.[4]

 
ნინა დედასთან ერთად. კონსტანტინე მაკოვსკის ნახატი. სახელმწიფო ერმიტაჟი

ნინამ ცხოვრების პირველი წლები ბაბუის სასახლეში გაატარა. 1903 წელს მას შეეძინა და, პრინცესა ქსენია (1903-1965). 1905 წლის ზაფხულში ნინა დიფტერიით დაავადდა. ოჯახმა გოგონა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაგზავნა, სადაც 6 აგვისტოს ოპერაცია გაუკეთეს. 1905 წლის ბოლოს წყვილი და მათი შვილები წავიდნენ ყირიმში, სადაც ცნობილი არქიტექტორის ნიკოლაი კრასნოვის დიზაინის მიხედვით გეორგი მიხაილოვიჩისთვის აშენდა სასახლე სახელად ხარაქსი. 1906 წლის 14 იანვარს, პრინცესა ნინას სახელობის დღეს, დიდმა ჰერცოგმა მონაწილეობა მიიღო უფლის ფერისცვალებისა და წმინდა ნინას ეკლესიის დაარსებაში, რომელსაც მისი ახლახან გამოჯანმრთელებული ქალიშვილის სახელი ეწოდა.[5] მშობლებთან ერთად გოგონა მოგზაურობდა საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, დანიასა და საფრანგეთში. ნინა და მისი და მამას ესაუბრებოდნენ რუსულად, დედას — ინგლისურად, ხოლო დები ერთმანეთთან ფრანგულად საუბრობდნენ.[6]

მშობლების ქორწინება არ იყო ბედნიერი. მამა თავისუფალ დროს ქალიშვილებთან ხშირად ატარებდა. მარიას არასოდეს უყვარდა რუსეთი და ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ დასვენებისა და გამოჯანმრთელების საბაბით. 1914 წლის ივნისში დიდი ჰერცოგინია გაემგზავრა ინგლისში და თან წაიყვანა ქალიშვილები. ისინი დასახლდნენ საკურორტო ქალაქ ჰაროგეიტში, ჩრდილოეთ იორკშირში.[7] რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მარია გეორგიევნამ უარი თქვა რუსეთში დაბრუნებაზე, მაგრამ მეუღლე და ქალიშვილები აგრძელებდნენ მიმოწერას დიდ თავადთან 1918 წლამდე.[8] ნინა აღარ შეხვედრია მამას. 1919 წლის იანვარში ის დახვრიტეს ბოლშევიკებმა პეტერბურგში სხვა დიდ თავადებთან ერთად.[7]

ნინამ დასთან ერთად განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო.[4] მამის გარდაცვალებამ და მარია გეორგიევნას მეორე ქორწინებამ ბერძენ ადმირალ პერიკლე იოანიდისთან დედასა და ქალიშვილებს შორის ურთიერთობა გააცივა.[9] ნინას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა რომანი ბერძენ პრინც პავლესთან, თავის ბიძაშვილთან და მომავალ მეფესთან. თუმცა ამ ურთიერთობისგან არაფერი გამოვიდა: თავად პრინცესამ პავლე ჭავჭავაძესთან ქორწინების გამო ურთიერთობას წერტილი დაუსვა.[10]

ქორწინება

რედაქტირება

1922 წლის 3 სექტემბერს ლონდონში ნინა რომანოვა ცოლად გაყვა ქართველ თავად პავლე ჭავჭავაძეს (1899-1971 წწ.), უძველესი ქართული სამთავროს წარმომადგენელს კახეთიდან. მომავალი მეუღლეები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ რომში, როცა ნინა შვიდი წლის იყო, სადაც ნინას მშობლები ბრიტანეთის საელჩოში სტუმრად იყვნენ მიწვეულები. პავლეს მამა, ისევე როგორც ნინას მამა, გარდაიცვალა ბოლშევიკების ხელით. ქორწილის შემდეგ წყვილი რამდენიმე წელი ლონდონში ცხოვრობდა. 1927 წელს ისინი ემიგრაციაში წავიდნენ აშშ-ში, სადაც მთელი ცხოვრება საკმაოდ მოკრძალებულ პირობებში ცხოვრობდნენ.[11] წყვილს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, პრინცი დავითი (1924-2014). დავით ჭავჭავაძე იყო აშშ-ს არმიის კაპიტანი, მუშაობდა CIA-ში და იყო წიგნის „დიდი ჰერცოგების“ ავტორი. ის თავისუფლად საუბრობდა რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენაზე.[4][12] 1927 წლიდან წყვილი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, 1939 წლის შემდეგ — ქალაქ ველფლიტში, მასაჩუსეტსი. ნინა მხატვრად მუშაობდა. პავლე ჭავჭავაძემ სიცოცხლის განმავლობაში დაწერა ხუთი წიგნი და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სხვა თარგმანში. ის გარდაიცვალა 1971 წელს, ხოლო ნინა გარდაიცვალა 1974 წელს ჰიანისში. ორივე დაკრძალულია აშშ-ში.[4] მათი ვაჟი დავით ჭავჭავაძე სამჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავდა სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი; რამდენჯერმე ეწვია რუსეთს.[12]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  3. 3.0 3.1 Lundy D. R. The Peerage
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Григорян 2006, p. 339.
  5. Калинин&Земляниченко 2009, p. 168.
  6. Mateos Sainz de Medrano 2004, p. 332.
  7. 7.0 7.1 Mateos Sainz de Medrano 2004, p. 333.
  8. Мария Георгиевна 1988, p. 176.
  9. Mateos Sainz de Medrano 2004, pp. 335–336.
  10. Mateos Sainz de Medrano 2004, pp. 96, 337.
  11. Mateos Sainz de Medrano 2004, p. 338.
  12. 12.0 12.1 Биография князя Давида Чавчавадзе на сайте National Parliamentary Library of Georgia. National Parliamentary Library of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-06. ციტირების თარიღი: 2016-05-08.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინა_რომანოვა“-დან