ნიკ ნელსონი (გულის გამჩერებელი)
ნიკ ნელსონი (ინგლ. Nick Nelson) — ელის ოსმანის გრაფიკული რომანის „გულის გამჩერებელი“ და მისი 2022 წლის ტელეადაპტაციის მთავარი პერსონაჟი, რომლის როლსაც უკანასკნელში ასრულებს კიტ კონორი.[1] პირველად გამოჩნდა 2014 წლის რომანში „მარტოსული“ (ინგლ. „Solitaire“).
ნიკ ნელსონი | |
---|---|
გულის გამჩერებელი - პერსონაჟი | |
კიტ კონორი ნიკ ნელსონის როლში, „გულის გამჩერებელი“ | |
პირველი გამოჩენა | მარტოსული (2014) |
შემქმნელი | ელის ოსმანი |
მსახიობი | კიტ კონორი |
ინფორმაცია | |
ნამდვილი სახელი |
ნიკოლას ლუკ ნელსონი Nicholas Luke Nelson |
ზედმეტსახელ(ებ)ი | ნიკი, ნიკ |
სქესი | მამრობითი |
საქმიანობა | მოსწავლე |
ოჯახი |
სტეფანე ნელსონი (მამა) სარა ნელსონი (დედა) დევიდ ნელსონი (ძმა) |
მეორე ნახევარი | ჩარლი სპრინგი |
ნათესავები |
|
ეროვნება | ბრიტანელი |
განათლება |
ტრუჰემის საშუალო სკოლა ბიჭებისთვის ლიდზის უნივერსიტეტი |
მიმოხილვა
რედაქტირებაგრაფიკულ რომანში „გულის გამჩერებელი“ და 2022 წლის ტელეადაპტაციაში ნიკ ნელსონი ჩარლი სპრინგის შეყვარებულია. ნიკი არის სკოლის რაგბის გუნდის ბისექსუალი წევრი. იგი ჩარლიზე ზრუნავს და პირობას დებს, რომ მას ყველაფრის ფასად დაიცავს. ნიკი არის ძალაინ მზრუნველი, მოსიყვარულე, და მოსწონს რაგბი, ფორმულა ერთი, Marvel, წვიმა და ცხოველები. არის ძალიან მაღალი, აქვს მუქი ქერა თმა და ყავისფერი თვალები. ნიკი თავდაპირველად საკუთარ სექსუალობაში ვერ ერკვეოდა, ჩარლის დახმარებით კი საკუთარი იდენტობა იპოვა, რის შემდეგაც ამაში დედამისს გამოუტყდა. „გულის გამჩერებლის“ ფრენჩაიზის გარდა, ნიკი ასევე ჩნდება ელის ოსმანის სხვა ნამუშევრებში, როგორებიცაა: „ნიკი და ჩარლი“ (ინგლ. „Nick & Charlie“) და „ეს ზამთარი“ (ინგლ. „This Winter“).
ისტორია
რედაქტირებანიკი დაიბადა 4 სექტემბერს. მისი მშობლები არიან სტეფანე და სარა ნელსონები და ჰყავს უფროსი ძმა, დევიდ ნელსონი.[2] მამამისი არის ფრანგი, ხოლო დედამისი — ბრიტანელი, რის გამოც ნიკი ბრიტანელ-ფრანგია.[3] „გულის გამჩერებლის“ მოვლენების დაწყებამდე, ნიკი ნიჭიერი რაგბისტი გახდა, მისი მშობლები განქორწინდნენ, მისი ძმა გადავიდა და ძაღლი აიყვანა სახელად ნელი, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ძაღლი — ჰენრი. ნიკს უსიამოვნო და რთული ურთიერთობა აქვს მამამისთან, რომელიც მის ცხოვრებაში თითქმის არასდროს ჩნდება, და მის ძმასთან, რომელიც ჰომოფობი და უსიამოვნო პიროვნებაა.[4][5]
პიროვნული დახასიათება
რედაქტირებანიკი არის დაკუნთული, ძლიერი, 1.9 მ (6.1 ფუტი) სიმაღლის რაგბისტი, რომელიც თავდაპირველად სტერეოტიპულ უხეშ და თავხედ პიროვნებად მიიჩნევა, თუმცა როცა ჩარლი მას პირადად გაიცნობს, ნიკის სიკეთე, მხიარულობა, მზრუნველობა და გონებაგახსნილობა აშკარა ხდება. ნიკი ხშირად ცდილობს პრობლემათა პრაქტიკულად გადაჭრას, რაც ზოგჯერ არასასურველ შედეგებს იღებს, თუმცა ყოველთვის კეთილსინდისიერება ამოძრავებს. რაგბის გარდა, ნიკს ასევე კარგად გამოსდის ცხობა, მისი საყვარელი ფილმია „შურისმაძიებლები“, საყვარელი პერსონაჟი — რკინის კაცი, არის ფა თასისა და ექვსი ერის ჩემპიონატის გულშემატკივარი, მოსწონს „გრიფინები“ და მისი MBTI ტიპია ESFJ/მზრუნველი. ნიკის საყვარელი ჯგუფია Vampire Weekend.[6][7]
გამოჩენა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „მარტოსული“ (ინგლ. „Solitaire“) (2014)
- „ნიკი და ჩარლი“ (ინგლ. „Nick and Charlie“) (2015)
- „ეს ზამთარი“ (ინგლ. „This Winter“) (2015)
- „რადიო სიჩუმე“ (ინგლ. „Radio Silence“) (2016) (კამეო)
- „გულის გამჩერებელი“ (ინგლ. „Heartstopper“) (2019–დღემდე)
- ტომი 1 (2019)
- ტომი 2 (2019)
- ტომი 3 (2020)
- ტომი 4 (2021)
- ტომი 5 (2023)
ტელევიზია
რედაქტირება- „გულის გამჩერებელი“ (ინგლ. „Heartstopper“) (2022–დღემდე)
გამოხმაურება
რედაქტირებანიკ ნელსონმა ბისექსუალობის მტკიცედ წარმოჩენისთვის საზოგადოდ პოზიტიური გამოხმაურება მოიპოვა და მიიჩნევა, როგორც მოსაწონ, კარგად შემუშავებულ პერსონაჟად. გამომცემლობა „Culture“-ის რედაქტორმა ბეატრის გაცმა დაწერა, რომ „ნიკ ნელსონი არის პერსონაჟი, რომელიც ახალგაზრდებს წარმოაჩენს, მათ თავს დანახულად აგრძნობინებს და დაფიქრებას იწვევს,“ აგრეთვე შეაქო სცენა, სადაც ნიკი დედამისს ბისექსუალობაში და ჩარლისთან ურთიერთობაში უტყდება.[8] „CBR“-ის რედაქტორმა მედისონ დიასმა შეაქო პერსონაჟის კეთილი ხასიათი და დაწერა, რომ „სერიალის განმავლობაში, ნიკს აქვს შინაგანი კონფლიქტი საკუთარის სექსუალობის შესახებ, მაგრამ ყოველ ნაბიჯში ჩარლის მიმართ გულწრფელი რჩება,“ აგრეთვე „იგი სიტყვას ყოველთვის ასრულებს, რითაც შთაგონებადი თინეიჯერებისთვის ხდება ღირსეული კერპი.“[9] ნიკი მოხვდა მეორე ადგილზე Collider-ის 2013 წლის „გულის გამჩერებლის“ ტოპ ათი ყველაზე მოსაწონი პერსონაჟის რანგირებულ სიაში.[10] „Teen Vogue“-ის რედაქტორმა ჰანა მაკენზიმ მოიწონა ნიკ ნელსონის სიამაყე საკუთარ ბისექსუალობაში და განაცხადა, რომ „ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი მთავარი პერსონაჟის მიერ თავისი ბისექსუალობის ხმამაღლა და ამაყად განცხადება — განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებზე გათვლილ სერიალში, რომლებსაც თავიანთ სექსუალობაზე რთული და გაურკვეველი გრძნობები აქვთ.“[11]
პოზიტიური შეფასება მოიპოვა კიტ კონორის შესრულებამაც. „Radio Times“-მა იგი „2023 წლის ამომავალი ვარსკვლავების“ სიაში შეიყვანა.[12] კონორმა მოიპოვა 2023 წლის RTS Programme Awards-ის მთავარი მსახიობის ჯილდო.[13]
შენიშვნები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Craig, David. (10 August 2023) Meet the cast of Heartstopper, Netflix's LGBTQ+ teen drama. ციტირების თარიღი: 21 August 2023
- ↑ Christian-Sims, Ella. (19 July 2023) Heartstopper gets first look images of Nick Nelson's family and more new characters. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Venn, Lydia. (9 August 2023) Heartstopper: Does Kit Connor speak French in real life?. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Iftikhar, Asyia. (1 May 2023) Alice Oseman warns 'nasty' challenge lies ahead for Nick in season 2. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Opie, David. (4 August 2023) Heartstopper reminds us coming out is more complicated than you think. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Tumblr.
- ↑ Oseman, Alice. Character Profiles. ციტირების თარიღი: 21 Oct 2023
- ↑ Gatz, Beatriz. (14 September 2023) WHAT AND WHO DOES HEARTSTOPPER'S NICK NELSON REPRESENT?. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Diaz, Madison. (May 7, 2022) Heartstopper: How Nick Became the Show's Surprising Heartthrob. ციტირების თარიღი: October 21, 2023
- ↑ Elauria, Jom. (Aug 8, 2023) The 10 Best 'Heartstopper' Characters, Ranked by Likability. ციტირების თარიღი: Oct 21, 2023
- ↑ MacKenzie, Hannah. (21 September 2023) Heartstopper's Repeated Clarification of Nick's Bisexuality Is More Important Than It Seems. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Moss, Molly. (30 June 2023) RT Pride Rising Stars 2023 – from Kit Connor to Bella Ramsey. ციტირების თარიღი: 21 October 2023
- ↑ Chritian-Sims, Ella. (2 October 2023) Production begins for Heartstopper series three. ციტირების თარიღი: 21 October 2023