ჩარლი სპრინგი
ჩარლი სპრინგი (ინგლ. Charlie Spring) — ელის ოსმანის გრაფიკული რომანის „გულის გამჩერებელი“ და მისი 2022 წლის ტელეადაპტაციის მთავარი პერსონაჟი, რომლის როლსაც უკანასკნელში ასრულებს ჯო ლოკი.[1] პირველად გამოჩნდა 2014 წლის რომანში „მარტოსული“ (ინგლ. „Solitaire“).
ჩარლი სპრინგი | |
---|---|
გულის გამჩერებელი - პერსონაჟი | |
ჯო ლოკი ჩარლი სპრინგის როლში, „გულის გამჩერებელი“ | |
პირველი გამოჩენა | Solitaire (2014) |
შემქმნელი | ელის ოსმანი |
მსახიობი | ჯო ლოკი |
ინფორმაცია | |
ნამდვილი სახელი |
ჩარლზ ფრენსის სპრინგი Charles Francis Spring |
ზედმეტსახელ(ებ)ი | ჩარლი, ჩარ |
სქესი | მამრობითი |
საქმიანობა | მოსწავლე |
ოჯახი |
ჯულიო სპრინგი (მამა) ჯეინ სპრინგი (დედა) ტორი სპრინგი (და) ოლივერ სპრინგი (ძმა)[შენიშვნა 1] |
მეორე ნახევარი | ნიკ ნელსონი |
ნათესავები |
ნენსი (ბებია დედის მხრიდან) რიჩარდი (ბაბუა დედის მხრიდან) ემილიო სპრინგი (ბაბუა მამის მხრიდან) კეტლინ სპრინგი (ბებია მამის მხრიდან) ანტონიო (ბიძა) ჯულსი (ბიცოლა) კლარა (ბიძაშვილი) ესთერი (ბიძაშვილი) როზანა (ბიძაშვილი) ვენდი (დეიდა) სოფია (დეიდა) ომარი (ბიძა) |
ეროვნება | ბრიტანელი |
განათლება | ტრუჰემის საშუალო სკოლა ბიჭებისთვის |
მიმოხილვა
რედაქტირებაგრაფიკულ რომანში „გულის გამჩერებელი“ და 2022 წლის ტელეადაპტაციაში ჩარლი სპრინგი ნიკ ნელსონის შეყვარებულია. ჩარლი არის გეი, ნიჭიერი დრამერი და წიგნების მოყვარული. ჩარლის ნიკი ღრმად უყვარს და მის ბედნიერებაზე ზრუნავს. ჩარლის ახასიათებს სიჩუმე, მორცხვობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და ცხოველების სიყვარული. იგი საკმაოდ მაღალია, აქვს მუქი, ხუჭუჭა თმა და ლურჯი თვალები. „გულის გამჩერებლის“ ფრენჩაიზის გარდა, ჩარლი ასევე ჩნდება ელის ოსმანის სხვა ნამუშევრებში, როგორებიცაა: „მარტოსული“ (ინგლ. „Solitaire“), „ნიკი და ჩარლი“ (ინგლ. „Nick & Charlie“) და „ეს ზამთარი“ (ინგლ. „This Winter“).
ისტორია
რედაქტირებაჩარლი დაიბადა 27 აპრილს. მისი მშობლები არიან ჯულიო და ჯეინ სპრინგები. ჰყავს უფროსი და, ტორი სპრინგი, და უმცროსი ძმა, ოლივერ სპრინგი.[შენიშვნა 2] მათი მამა ესპანური წარმოშობისაა, ხოლო დედა ბრიტანელია. ჩარლის ორიენტაცია მისმა მეგობარმა, ტაო სიუმ, შემთხვევით მთელ სკოლაში გაავრცელა. ხშირი ბულინგის, აუტინგისა და ყოფილ შეყვარებულთან, ბენ ჰოუპთან, ტოქსიკური ურთიერთობის შედეგად ჩარლის არაერთი ფსიქიკური დაავადება უვითარდება, ძირითადად, შფოთვა, ანორექსია, დეპრესია და აკვიატება.[2][3]
პიროვნული დახასიათება
რედაქტირებაჩარლი არის დაძაბული, მორცხვი, მგრძნობიარე და საკუთარ თავში დაურწმუნებელი. მას ასევე ახასიათებს თანაგრძნობის უნარი, განსაკუთრებით ნიკის მიმართ. ჩარლის მოსწონს კითხვა, ძაღლები და დრამებზე დაკვრა. მას ასევე მოსწონს ძველი ბერძნული კლასიკური ლიტერატურა და კიტ ჰარინგის ნამუშევრები. ჩარლის MBTI ტიპი არის ISTP/თავგადასავლების მოყვარული.[4] ტორი მას აღწერს, როგორც სასიამოვნო ადამიანად და შიშობს, ამ თვისებით ხალხი ბოროტად ისარგებლებს. ჩარლი გრაფიკულ რომანში ცაციაა, თუმცა სერიალში — მემარჯვენე, რაც მსახიობის დომინანტური ხელიდან გამომდინარეობს.
გამოჩენა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „მარტოსული“ (ინგლ. „Solitaire“) (2014)
- „ნიკი და ჩარლი“ (ინგლ. „Nick and Charlie“) (2015)
- „ეს ზამთარი“ (ინგლ. „This Winter“) (2015)
- „რადიო სიჩუმე“ (ინგლ. „Radio Silence“) (2016) (კამეო)
- „გულის გამჩერებელი“ (ინგლ. „Heartstopper“) (2019–დღემდე)
- ტომი 1 (2019)
- ტომი 2 (2019)
- ტომი 3 (2020)
- ტომი 4 (2021)
- ტომი 5 (2023)
ტელევიზია
რედაქტირება- „გულის გამჩერებელი“ (ინგლ. „Heartstopper“) (2022–დღემდე)
გამოხმაურება
რედაქტირება„გულის გამჩერებელში“ ჩარლის თავგადასავალი წარმოადგენს თვით აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის უნიკალურ ამბავს. ჩარლის ბრძოლა წარსული ბულინგისა და თავდაუჯერებლობის წინააღმდეგ ხაზს უსვამს მის გამძლეობას. ნიკისთვის თავისი სირთულეებისა და თვითდაზიანების შესახებ გამხელა არა მხოლოდ აძლიერებს მათ კავშირს, აგრეთვე ადასტურებს ჩარლის სიმამაცეს, რაც საკუთარ დემონებთან დაპირისპირების უნარით ვლინდება. ჩარლის მიერ სიყვარულისა და მიღების, თანასწორობის ძიება მას მაყურებლებთან მჭიდროდ აკავშირებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყოველივეს ისეთ მომხიბვლელ პერსონაჟში პოულობს, როგორიც ნიკია. ჩარლი მოხვდა პირველ ადგილზე Collider-ის 2013 წლის „გულის გამჩერებლის“ ტოპ ათი ყველაზე მოსაწონი პერსონაჟის რანგირებულ სიაში.[5]
შენიშვნები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Craig, David. (10 August 2023) Meet the cast of Heartstopper, Netflix's LGBTQ+ teen drama. ციტირების თარიღი: 21 August 2023
- ↑ Barr, Sabrina. (4 Aug 2023) There were signs of key Charlie Spring storyline before Heartstopper season 2. ციტირების თარიღი: 21 Oct 2023
- ↑ Wong, Curtis. (July 4, 2023) Nick And Charlie Venture To Paris In Heartstopper Season 2 Teaser. ციტირების თარიღი: October 21, 2023
- ↑ Oseman, Alice. (August 3, 2023) Character Profiles. ციტირების თარიღი: October 21, 2023
- ↑ Elauria, Jom. (Aug 8, 2023) The 10 Best 'Heartstopper' Characters, Ranked by Likability. ციტირების თარიღი: Oct 21, 2023