აუტინგი (ინგლ. outing) — ადამიანის გენდერული ან სექსუალური კუთვნილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისი ნებისა და თანხმობის გარეშე. აუტინგი საპირისპიროა კამინგ-აუტისა, რაც ნებაყოფლობით აღიარებას ნიშნავს. აუტინგი შეიძლება შეფასდეს, როგორც კანონდარღვევა. ასეთი ქმედების შედეგად შეიძლება გამოაშკარავებული ადამიანის მიმართ პროფესიული და ჰუმანური დამოკიდებულება შეიცვალოს. აუტინგს, როგორც წესი, ადამიანის კომპრომენტირებისთვის იყენებენ, ან კიდევ საზოგადოებაში რეპუტაციის შელახვის მიზნით.

ხშირია აუტინგის გამოყენება პოლიტმიზნებისთვისაც, რაც იგივე აზრის მატარებელია, თუმცა, სახელისუფლო ნომენკლატურაში და საზოგადოების თვალში კონკრეტული პირის „ვარგისიანობის“ არასწორად საჩვენებლადაა მიმართული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.