ნიკოლოზ ჭავჭავაძე (გენერალი)
ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე (დ. 22 ოქტომბერი, 1830, ყვარელი — გ. 9 მარტი, 1897, თბილისი, დაკრძალულია ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში) — თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1880).
ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ოქტომბერი, 1830 |
დაბადების ადგილი | ყვარელი |
გარდაცვალების თარიღი | 9 მარტი, 1897 (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | კავალერია |
წოდება | კავალერიის გენერალი |
ბრძოლები/ომები | კავკასიის ომი, ყირიმის ომი და რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877–1878) |
ჯილდოები | Cross of St. George, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ანას ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, თეთრი არწივის ორდენი და წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი |
სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის 1849 წელს წმინდა გიორგის ჯვარი მიიღო რუსეთის იმპერატორისგან. 1850 წლის 23 აპრილს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს. 1853-1856 წლებში ყირიმის ომში მონაწილეობდა: იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში. 1859 წელს, დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878 წწ.) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და ჭავჭავაძე კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით ჭავჭავაძემ მოახერხა აჯანყების ჩაქრობა. 1880 წელს დანიშნეს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. დაჯილდოებული იყო წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის (1859) და წმინდა ანასა და წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის (1861) ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ჯავრიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 379.