ნიკოლოზ საღარაძე
ნიკოლოზ საღარაძე (დ. 1877, ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 1963) — ქართველი ფოტოგრაფი.
ბიოგრაფია და მოღვაწეობა
რედაქტირებადაიბადა ხონში და ადრეულ ასაკში დაობლებული 1889 წელს ქუთაისში ჩაიყვანეს გიმნაზიაში მისაბარებლად. ნიკოლოზ საღარაძე თავისივე სურვილით შეუდგა ფოტოგრაფიის შესწავლას ალექსანდრე მიხაილოვთან (ნათესავი). მიხაილოვის გარდაცვალების შემდეგ (1912) მისი საქმის გამგრძელებელი და სახელოსნოს მფლობელი გახდა.
საღარაძე იღებდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რაც ქუთაისში იმართებოდა. 1934 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და 1936-1944 წლებში მუშაობდა „სოიუზფოტოში“ (საკავშირო ცენტრალიზებული ფოტოორგანიზაცია) ხოლო შემდეგი ათი წლის განმავლობაში — პიონერთა სასახლის ფოტოკაბინეტის პედაგოგი იყო.
კოლექცია
რედაქტირებანიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვისა და მის მიერ გადაღებული ფოტოები, სულ 8496 პოზიტივი და ნეგატივი გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს. ეს კოლექცია ცნობილია მიხაილოვ-საღარაძის კოლექციის სახელით. კოლექციაშია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გადაღებული ფოტოები, მათ შორის ცნობილი ადამიანების: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), კომპოზიტორი კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, ლადო ალექსი-მესხიშვილი, ნუცა ჩხეიძე, მარო მდივანი. კოლექციის ძირითადი ნაწილი გაუშიფრავია და წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში იმ დროისათვის მცხოვრებთა ეთნოგრაფიულ სურათს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სოციალური ფენის და ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა ინდივიდუალური და ჯგუფურ პორტრეტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- სტატია მელქონ კაჩუხაშვილი, ალექსანდრე მიხაილოვი და ნიკოლოზ საღარაძე დაარქივებული 2010-12-19 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს ფოტოგრაფიის მუზეუმი.
- სტატია „ღვაწლმოსილი ოსტატი“, „საბჭოთა ხელოვნება“, 1964, N 3.
- ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის მიხაილოვ-საღარაძის კოლექციის აღწერა.
- „ნიკოლოზ საღარაძე. ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია“. თბილისი, 2014