კონსტანტინე ფოცხვერაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოცხვერაშვილი.

კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ფოცხვერაშვილი (დ.11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 22 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1933).

კონსტანტინე ფოცხვერაშვილი 1918 წელს.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში, სადაც მეცადინეობდა ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნისდიდება — ავტორი. მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებულისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება.

შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა, ასევე დამუშავებული ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორისაა „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“ და ა.შ., ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.

კონსტანტინო ფოცხვერაშვილის თითქმის 60 წლის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. 1933 წელს მას მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება, დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 337, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება