ნიკოლაი სტრაჟესკო
ნიკოლაი სტრაჟესკო (დ. 17 [ 29 ] დეკემბერი 1876, ოდესა — გ. 27 ივნისი, 1952, კიევი ) — უკრაინელი თერაპევტი, მეცნიერების ორგანიზატორი. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სოციალისტური შრომის გმირი ( 1947 წ. ).
ნიკოლაი სტრაჟესკო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 (29) დეკემბერი, 1876 |
დაბ. ადგილი | ოდესა, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 27 ივნისი, 1952[1] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი, სსრკ[1] |
დასაფლავებულია | Lukianivske Cemetery |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ექიმი, internist[2] და მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი, ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და National Scientific Center "M.D. Strazhesko Institute of Cardiology" |
ალმა-მატერი | Medical department of Kyiv Emperor University of St. Vladimir |
სამეცნიერო ხარისხი | member of the Academy of Sciences of the USSR |
შვილ(ებ)ი | Q12158097? |
ჯილდოები | |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლაი სტრაჟესკო დაიბადა 17 ( 29) დეკემბერსს ოდესაში სახელმწიფო მრჩევლის ოჯახში. მისი მამა, ადვოკატი დიმიტრი სტრაჟესკო, იყო გეორგი სტრაჟესკოს ვაჟი ორჰეის რაიონის სოფელ ვერეჟენიდან (ამჟამად მოლდოვის ტელენესტის რეგიონში ), მისი ოჯახი რუმინელი ბოიარების დიდგვაროვანთა შტოს ეკუთვნოდა. დიმიტრი სტრაჟესკომ 1858 წელს დაამთავრა კიშინიოვის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა ოდესაში რიშელიეს სახელობის ლიცეუმში იურიდიულ ფაკულტეტზე. იყო მოსამართლე, ხოლო 1900 წლის შემდეგ ხერსონის ბანკის ზემსტვოს ადმინისტრაციის დირექტორი. ნიკოლაი სტრაჟესკოს დედა, რუსი ადმირალის ანემლოდისტ ვინკის ქალიშვილი, საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული. დედის მხრიდან დიდი ბებია კონაშევიჩების ჰეტმანთა ოჯახიდან იყო (იმავე ოჯახიდან, საიდანაც ჰეტმანი კონაშევიჩ-საგაიდაჩნი.
ოდესის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ნიკოლაი სტრაჟესკო ჩაირიცხა (1894) კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1899 წელს. სამუშაოდ დარჩა პათოლოგიისა და სპეციალური თერაპიის კათედრაზე. ამავდროულად, იგი პროფესორ ობრაზცოვის ხელმძღვანელობით მუშაობდა სტაჟიორად კიევის საქალაქო საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში.
1901 წელს იგი დაქორწინდა თავისი მასწავლებლის ქალიშვილზე, ნატალია ობრაზცოვაზე. წყვილს შეეძინა შვილები: დიმიტრი (შმდგომში ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი), ალექსანდრა (დაიბადა 1903 წელს, წავიდა საფრანგეთში მეუღლესთან ერთად, მაგრამ მეუღლე დაიკარგა და იგი ხელახლა დაქორწინდა ემიგრანტ ოფიცერ ევგენი ფიალკოვსკიზე; წყვილს ოთხი შვილი შეეძინა; დაკრძალული ქალაქ პარიზში), ნატალია (დაიბადა 1905 წელს, საფრანგეთში ცოლად გაჰყვა რუს ემიგრანტ ტურჟანსკის) და ირინა.
1901 წელს სტრაჟესკო გაგზავნეს საფრანგეთში პროფესორ პატენთან, სადაც შეისწავლა კარდიოგრამის გადაღების ტექნიკა, შემდეგ ბერლინში — პროფესორ ლეიდენისა და სენატორის კლინიკაში. 1902 წელს იგი გაგზავნეს სამხედრო სამედიცინო აკადემიაში (MMA) და პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, პროფესორ ივანე პავლოვთან. სტრაჟენკომ იქ ორი წელი იმუშავა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფიზიოლოგიის დარგში და ბიოქიმიის, ფარმაკოლოგიის, პათოლოგიური ანატომიის განყოფილებებსა და ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში. 1904 წლის შემოდგომაზე სამხედრო სამედიცინო აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ნაწლავის ფიზიოლოგიაზე. კიევში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა თერაპიული ფაკულტეტის კლინიკაში უფროს რეზიდენტად, პროფესორ ვ. ობრაზცოვის ხელმძღვანელობით.
1907-1919 წლებში იყო კიევის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. ამასთანავე, 1908-1919 წლებში ეკავა კიევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობა. 1917-1919 წლებში — კიევის საქალაქო საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. 1919-1922 წლებში — ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის განყოფილების გამგე, ხოლო 1922 წლიდან მუშაობდა კიევის სამედიცინო ინსტიტუტში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პროფესორი სტრაჟესკო დარჩა უკრაინაში, თუმცა მისმა ორმა ქალიშვილმა მოახერხა საფრანგეთში წასვლა. 1925 წელს მან ჩაატარა თერაპევტების პირველი კონგრესი უკრაინაში, ხოლო ორი წლის შემდეგ იგი ს უკრაინის სსრ თერაპიული საზოგადოების თავმჯდომარე და თერაპევტთა გაერთიანებული საზოგადოების თავმჯდომარე.
ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას. 1934 წლიდან უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური ფიზიოლოგიის ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში. 1936 წლიდან დაინიშნა უკრაინის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც თავად ჩამოაყალიბა. დიდი სამამულო ომის დროს იყო საევაკუაციო საავადმყოფოების კონსულტანტი, ხელმძღვანელობდა კვლევებს საბჭოთა არმიის ცენტრალურ ჰოსპიტალში, შეისწავლა ჭრილობის სეფსისის პრობლემა და შეიმუშავა მასთან ბრძოლის ახალი მეთოდები. 1942-1943 წლებში, უფაში ევაკუაციის დროს, ხელმძღვანელობდა ბაშკირეთის სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტეტის თერაპიის კათედრს. [3]
1943 წელს ნიკოლაი სტრაჟესკო აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
მისი პაციენტები იყვნენ მსახიობი მარია ზანკოვეცკაია, მსახიობი ნიკოლაი სადოვსკი, არქიტექტორი ვლადისლავ გოროდეცკი, მწერალი მიხაილ კოციუბინსკი. სტრაჟესკო კონსულტაციას უწევდა პირებს სტალინის ახლო გარემოცვიდან. [4]
1952 წელს მოხუცი აკადემიკოსი ფაქტის წინაშე დააყენეს — ან მხარი უნდა დაეჭირა თავისი სტუდენტის, ვ. ვასილენკოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებისთვის, რომელიც დააკავეს „ექიმების საქმეზე “, ან ჩამოერთმეოდა ყველა პრივილეგია და შეშაძლოა უფრო სერიოზული ზომები მიეღოთ მეცნიერის წინააღმდეგ. 1952 წლის ზაფხულში მოსკოვში ბოლო მოგზაურობიდან ნიკოლაი.სტრაჟესკო შინაგანად დათრგუნული დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნ.დ.სტრაჟესკო დაკრძალეს კიევის ლუკიანოვსკის სასაფლაოზე სიმამრის ვასილი ობრაზცოვის გვერდით.[5]
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებანიკოლაი სტრაჟესკო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია კლინიკური პრაქტიკის სხვადასხვა საკითხების და შინაგანი დაავადებების მკურნალობის საკითხებზე. მათ შორისაა ნაშრომი „გულის კორონარული არტერიების სიმპტომოლოგია და დიაგნოზი“ (1910 წ.) — ვ.პ. მონოგრაფია „მუცლის ღრუს დაავადებების ფიზიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები“ (1924); მონოგრაფია „კუჭის სიცარიელის დაავადებების ფიზიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები “ (1924) და სხვა.
1909 წელს, ობრაზცოვთან ერთად სტრაჟესკომ შეიმუშავა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის კლასიფიკაცია ბიოქიმიური დარღვევების გათვალისწინებით.
1910 წელს სტრაჟესკომ და ობრაზცოვმა გამოაქვეყნეს სტატია „გულის კორონარული არტერიების თრომბოზის სიმპტომოლოგია და დიაგნოზი“, სადაც პირველად აჩვენეს, რომ თრომბოზი მიოკარდიუმის ინფარქტის მთავარი პათოგენეტიკური რგოლია. ასევე დეტალურად აღწერეს მიოკარდიუმის ინფარქტის სხვადასხვა კლინიკური ფორმები.
სტრაჟესკომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სისხლის მიმოქცევის სისტემის პათოლოგიის კლინიკურ და ექსპერიმენტულ შესწავლას, შეიმუშავა დოქტრინა ფუნქციური სისხლის მიმოქცევის უკმარისობის შესახებ. მან ვ.ვასილენკოსთან ერთად შექმნა სისხლის მიმოქცევის უკმარისობის კლასიფიკაცია.
Ჯილდოები
რედაქტირება- სოციალისტური შრომის გმირი (1947 წლის 23 იანვარი)
- ლენინის ორდენი (1947 წლის 23 იანვარი)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (1945 წლის 10 ივნისი)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (1944 წლის 2 ოქტომბერი) — საბჭოთა მეცნიერების, კულტურისა და ტექნიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მეცნიერთა მაღალკვალიფიციური კადრების აღრზდისთვის უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით.
- ლენინის ორდენი (1943 წლის 17 ოქტომბერი)
- მედალი
ხსოვნა
რედაქტირებანიკოლაი სტრაჟესკოს სახელი ეწოდა კიევში ქუჩას და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტს..
ნიკოლაი სტრაჟესკოს საპატივსაცემოდ დამონტაჟდა მემორიალური დაფები: მისი სახელობის ინსტიტუტის კედელზე და სახლის ფასადზე ვლადიმირსკაიას ქუჩაზე, 48 ა, სადაც სტრაჟესკო ცხოვრობდა 1938-1952 წლებში.
1978 წელს აკადემიკოსის ძეგლი დაიდგა კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის შენობის წინ (ნაროდნოგო ოპოლჩენიას ქ. 5) (მოქანდაკე ი. შაპოვალი, არქიტექტორი ი. შემსედინოვი). 1981 წელს მის პატივსაცემად ინსტიტუტში გაიხსნა მუზეუმი.
2006 წელს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 2 გრივნიანი მონეტაზე ნიკოლაი სტრაჟესკოს გამოსახულებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Советский Энциклопедический словарь. — М.: Советская энциклопедия, 1980.რუს.
- Молдавская Советская энциклопедия.
- Brighita Covarschi. Academicieni din Basarabia şi Transnistria. — Ch.: CETINI, 1996.
- М. Ш. Кнопов, В. К. Тарануха. Академик Н. Д. Стражеско — выдающийся представитель киевской терапевтической школы // Клиническая медицина : журнал. — 2012. — № 11.
- Василий Калита. Чёрное и белое в жизни академика Стражеско // Медицинская газета. — 2007. — 26 января (№ 6).რუს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Стражеско Николай Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Кафедра Факультетской терапии. Башкирский государственный медицинский университет. ციტირების თარიღი: 2023-05-16
- ↑ Калита 2007.
- ↑ Могила Н. Д. Стражеско на Лукьяновском кладбище в Киеве. ციტირების თარიღი: 2014-04-05