მარია ზანკოვეცკაია

მარია ზანკოვეცკაია (ნამდვილი გვარი ადამოვსკაია, უკრ. Заньковецька Марія Костянтинівна; დ. 4 აგვისტო, 1854 — გ. 4 ოქტომბერი, 1934) — უკრაინელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე. უკრაინის სახალხო არტისტი (1922). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1882 წელს, გამოდიოდა უკრაინულ დასებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მარკ კროპივნიცკი, მიხაილ სტარიცკი, ნიკოლოზ სადოვსკი, პანას საქსაგანსკი, ივანე კარპენკო-კარი და სხვები.

მარია ზანკოვეცკაია

მარია ზანკოვეცკაია
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1854
სოფელი ზანკი, ახლანდელი ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 4 ოქტომბერი, 1934
კიევი, უკრაინა
საქმიანობა მსახიობი

1907 წელს სადოვკსისთან ერთად დააარსა პირველი უკრაინული თეატრი კიევში. ხელმძღვანელობდა სახალხო თეატრს ნეჟინში (1918), მონაწილეობდა კიევის სახალხო თეატრის დაარსებაში (1918, ახლანდელი ზანკოვეცკაიას სახელობის უკრაინული დრამატული თეატრი ლვოვში). უკრაინულ დასთან ერთად გასტროლებზე იყო პეტერბურგში, მოსკოვში და სხვა. ზანკოვეცკაიას შემოქმედებას დიდად აფასებდნენ ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი, პეტრე ჩაიკოვსკი, კონსტანტინე სტანისლავსკი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო, მარია ერმოლოვა, ილია რეპინი და სხვა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია როლებში: ნატალკა, ტერპილიხა (კოტლიარევსკის „ნატალკა-პოლტავკა“), გალია (შევჩენკოს „ნაზარ სტოდოლია“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 481.
  • М. К. Заньковецька, [Київ — Xapkiв], 1937;
  • Чаговець В., Mapiя Заньковецька на шляхах життя i творчостi, Київ, 1949;
  • Дурилiн С. М., Mapiя Заньковецька, Київ, 1955.