ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიკოლაი  სლიჩენკო (დ. 27 დეკემბერი, 1934, ბელგოროდი, კურსკის ოლქი, რსფსრ, სსრკ — გ. 2 ივლისი, 2021, მოსკოვი, რუსეთი) —  საბჭოთა და რუსეთის მსახიობი, თეატრის რეჟისორი, მომღერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1981 წ. ). სსრკ სახელმწიფო პრემიის (1987) და რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის ლაურეატი (2013). მოსკოვის მუსიკისა და დრამის ბოშათა თეატრის —"რომენის" სამხატვრო ხელმძღვანელი (1977-2021). იგი გახლდათ   ერთადერთი ბოშა, რომელსაც მიენიჭა სსრკ სახალხო არტისტის წოდება (1981).[1][2]

ნიკოლაი სლიჩენკო
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი 1934
ბელგოროდი, რსფსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 2021 (86 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება ბოშა
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
პროფესია მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, თეატრის პედაგოგი
აქტიური 1951—2021
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
საიტი http://www.slichenko.ru/

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლაი სლიჩენკო დაიბადა 1934 წლის 27 დეკემბერს ბელგოროდში დასახლებული ბოშების ოჯახში.

მისი ბავშვობის პერიოდი დიდ სამამულო ომს დაემთხვა, რა დროსაც მან ბევრი ახლობელი დაკარგა, კერძოდ, მამა —1942 წელს დახვრიტეს პატარა ნიკოლაის თვალწინ.

ომის შემდეგ ოჯახი დასახლდა ბოშების კოლმეურნეობაში ვორონეჟის ოლქში, სწორედ მაში შეიტყო ნიკოლაიმ მოსკოვში ბოშათა თეატრის არსებობის შესახებ.

1951 წელს ჩაირიცხა მოსკოვის მუსიკისა და დრამის ბოშათა თეატრ "რომენში" დამხმარე არტისტად, სადაც მუშაობდა თეატრის წამყვან მსახიობებთან, მათ შორის: ლიალია ჩორნაია, მ .სკვორცოვა, ს. ანდრეევა, ს. შიშკოვი, ი.  რომ-ლებედევი, ვ. ბიზევი, ნ. ნაროჟნი, ს. ზოლოტარიოვი, ი. ხრუსტალიოვი.

1952 წელს თეატრს გასვლითი სპექტაკლი ჰქონდა ზაგორსკში (ამჟამად სერგიევ პოსადი).  მთავარი როლის შემსულებელი  ცნობილი მსახიობი ს. შიშკოვი ავად გახდა და იგი ნიკოლაი სლიჩენკომ შეცვალა  ი. ხრუსტალიოვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში  "ოთხი საქმრო", სადაც მან შეასრულა ლექსას როლი. მოგვიანებით ამავე სპექტაკლში შეასრულა ბადის როლიც. თანდათანობით თეატრის რეპერტუარის მიმდინარე სპექტაკლებში სლიჩენკოს აქტიურად იწვევდნენ. [3][4]

 
აფიშა ფილმისა "ქორწილი მალინოვკაში", 1967

ჯამში მან 60-ზე მეტი როლი ითამაშა თეატრში, ითამაშა უამრავ ფილმში, მათ შორის ფილმში "ქორწილი მალინოვკაში".

1960-იანი წლების შუა პერიოდიდან მან აქტიურად მოსინჯა ძალები რეჟისურაში. 1966 წელს მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად (სპექტაკლი „პრაღის ასტრონომიული საათი“), 1970 წლიდან კი დამოუკიდებლად დგამდა სპექტაკლებს.

1972 წელს დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) უმაღლესი სარეჟისორო კურსები, სადაც სწავლობდა ანდრეი გონჩაროვთან.

1977 წლიდან გახლდათ მსოფლიოში ერთადერთი პროფესიული ბოშათა თეატრის — „რომენის“ მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.  

თეატრში, კინოში, სცენაზე ასრულებდა ბოშურ, საესტრადო სიმღერებსა და ძველ რომანსებს.

1978 წელს გნესინის  მუსიკალური კოლეჯის ბაზაზე ჩამოაყალიბა „რომენის“თეატრისთვის პროფესიული კადრების მოსამაზადებელი სასწავლო სტუდია. 2005 წელს ბ. შჩუკინის თეატრალურ ნსტიტუტში გახსნა ბოშათა ეროვნული კურსი, თავად გახლდათ კურსის სამხატვრო ხელმძღვანელი.[5]

ცხოვრების ბოლო წლები

რედაქტირება
 
ნიკოლაი სლიჩენკო

2021 წლის მაისში ნიკოლაი სლიჩენკო საავადმყოფოში გადაიყვანეს ფილტვების პრობლემების გამო, მაგრამ მკურნალობამ დადებითი შედეგი ვერ გამოიღო.

იგი გარდაიცვალა 2021 წლის 2 ივლისს მოსკოვში, 87 წლის ასაკში. ნიკოლაი სლიჩენკოს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა მოსკოვში 2021 წლის 4 ივლისს „რომენის“ თეატრში, დაკრძალვის ცერემონია გაიმართა პრესნიას იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესიაში, მსახიობი იმავე დღეს დაკრძალეს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე.[6][7]

  • პირველი ცოლი (1952-1960) — სეტარა კაზიმოვა (დაიბადა 1931), „რომენის“ თეატრის მსახიობი, მოგვიანებით ცეკვავდა ბოშათა ანსამბლ "ბურევესტნიკში".
  • ვაჟი — ალექსეი სლიჩენკო.
  • მეორე ცოლი — თამილა აგამიროვა (1928-2021), "რომენის" თეატრისა და კინოს მსახიობი, რსფსრ სახალხო არტისტი (1988).[8]
  • ქალიშვილი — თამილა სლიჩენკო (დაიბადა 1963 წლის 27 ოქტომბერი), „რომენის“ თეატრის მსახიობი.
  • ვაჟი — პიოტრ სლიჩენკო (დაიბადა 1953 წლის 2 ნოემბერს), ნაშვილები.
  • ვაჟი — ალექსეი სლიჩენკო.
  • შვილიშვილი — ნიკოლაი  სლიჩენკო; მომღერალი, პროექტ "ვარსკვლავების ქარხანა-3" მონაწილე.
  • დისშვილი — ოლგა  იანკოვსკაია, „რომენის“ თეატრის მსახიობი, რუსეთის დამსახურებული არტისტი (2002)

რესურსები ინტერნერში

რედაქტირება
  1. "Article". comments.ua.(რუს.)
  2. Десятка знаменитых цыган | Комментарии Украина
  3. Николай Сличенко[მკვდარი ბმული] // Энциклопедия «Кругосвет». (რუს.)
  4. представителя цыганской династии Шишковых (რუს.)
  5. Большая Советская Энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 4. Брасос — Веш. 1971. 600 стр., илл.; 47 л. илл. и карт. (რუს.)
  6. Умер главный цыган страны: Николая Сличенко сгубили лёгкие // Московский Комсомолец / www.mk.ru (რუს.)
  7. Николая Сличенко похоронят на Троекуровском кладбище 4 июля // ТАСС / tass.ru (რუს.)
  8. Николай Сличенко и Тамилла Агамирова: Наш дом построен на одной любви ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2009. დაარქივებულია 6 ივნისი 2021 (რუს.)