ბელგოროდის ოლქი
ბელგოროდის ოლქი — ოლქი რუსეთში, მდებარეობს ცენტრალურ რუსეთში, 500-700 კილომეტრით სამხრეთით მოსკოვიდან, უკრაინის საზღვარზე, ცენტრალურ ფედერალურ ოკრუგში. ოლქს ესაზღვრება რუსეთის კურსკისა და ვორონეჟის ოლქები. საზღვრების სრული სიგრძეა 1150 კილომეტრი, ხოლო უკრაინასთან მისი საზღვრის სიგრძე შეადგენს 540 კმ-ს.
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წლის აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობდა 1 524 618 კაცი.
- რუსები – 1 404 000 კაცი
- უკრაინელები – 57 800 კაცი
- სომხები – 7 800 კაცი
- ბელარუსები – 4 900 კაცი