ნიკოლაე მილესკუ
ნიკოლაე მილესკუ (რუმ. Nicolae Milescu Spătaru; რუს. Спафарий, Николай Гаврилович; დ. 1636 — გ. 1708) — მოლდოველი მწერალი, დიპლომატი და მოგზაური.
ნიკოლაე მილესკუ | |
---|---|
ნიკოლაე მილესკუ | |
დაბადების თარიღი |
1636 ვასლუი, მოლდოვის სათავადო |
გარდაცვალების თარიღი |
1708 მოსკოვი, რუსეთი |
პროფესია |
გეოგრაფია დიპლომატია მთარგმნელი |
სწავლობდა კონსტანტინოპოლსა და პადუაში. რუმინული ენის გარდა ფლობდა ლათინურ, ბერძნულ, ძველბერძნულ, თურქულ, რუსულ, იტალიურ, ჩინურ, ფრანგულ და შვედურ ენებს. დიპლომატიურ მისიებს ასრულებდა კონსტანტინოპოლში, სტოკჰოლმსა და პარიზში. იყო მოლდოვეთისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის მომხრე. 1653-1671 წლებში მსახურობდა მოლდაველ და ვლახელ მთავრებთან. 1659 წელს გახდა მოლდოვეთის სპეტარი. 1664 წელს გაემგზავრა ბერლინსა და შჩეცინში, 1666 წელს — სტოკჰოლმში. ერთი წლის შემდეგ გაემგზავრა ქალაქ პარიზში, სადაც ლათინურ ენაზე გამოაქვეყნა შრომა. 1671 წლიდან რუსეთშია. იყო პოსოლსკის ბრძანების მთარგმნელი. 1675-1678 წლებში სათავეში ედგა რუსეთის საელჩოს ქალაქ პეკინში. 1695 წელს იყო აზოვის ლაშქრობის მონაწილე.
არაერთი ისტორიული და თეოლოგიური ნაშრომის ავტორია. ეკუთვნის ბაიკალის ტბის ერთ-ერთი პირველი მოკლე აღწერა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Верещагин Г.Ю. (1949). Байкал. Государственное издательство географической литературы. Москва, გვ. 3-226.