ნიენჩენ-ტანგლა — ქედი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში. განდისიშანის აღმოსავლეთი ნაწილი. წარმოადგენს სამხრეთით მდინარე ცანგპოსა და ჩრდილოეთით მდინარე ნაგ-ჩუსა და ნამცოს ტბის წყალგამყოფს. სიგრძე დაახლოებით 600 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 7162 მ (მთა ნიენჩენ-ტანგლა).

ნიენჩენ-ტანგლა
ნიენჩენ-ტანგლა
ნიენჩენ-ტანგლა
კოორდინატები: 30°19′00″ ჩ. გ. 90°07′50″ ა. გ. / 30.31667° ჩ. გ. 90.13056° ა. გ. / 30.31667; 90.13056
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ტიბეტი
უმაღლესი წერტილი ნიენჩენ-ტანგლა
სიმაღლე 7162 
სიგრძე 600 კმ
ნიენჩენ-ტანგლა — ჩინეთი
ნიენჩენ-ტანგლა

დასავლეთ ნაწილში ნიენჩენ-ტანგლა მოიცავს ჩრდილოეთის ქედს — ნგანგლონგს და სამხრეთის ქედს — კაილასს, რომელიც უფრო მეტადაა უსწორმასწორო და მყინვარული. აგებულია პალეოზოური და მეზოზოური ასაკის ქვიშაქვებით, ფიქლებით, კირქვებით, ცარცული ასაკის ვულკანური ქანებითა და ახალგაზრდა გრანიტებით. ნიენჩენ-ტანგლა თოვლით შესელილი მთების თითქმის უწყვეტი ჯაჭვია შედარებით მოსწორებული თხემით.

უღელტეხილების სიმაღლე 5000 მ-ზე მეტია. კალთები კლდოვანია, დაფარულია ნაყარით. სამხრეთი კალთების ქვედა ნაწილში განვითარებულია მაღალმთიანი სტეპი და ნახევარუდაბნო, ხოლო ჩრდილოეთ კალთებზე ჭარბობს ცივი უდაბნოების ლანდშაფტი. ნიენჩენ-ტანგლა მოხსენიებულია ჰენრიხ ჰარერის წიგნში „შვიდი წელი ტიბეტში“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება