ნამცო
ნამცო (მონღოლურად თენგრი-ნური — ზეციური ტბა) — გაუდინარი მლაშე ტბა ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთში. მდებარეობს ნიენჩენ-ტანგლის ქედის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 4718 მ სიმაღლეზე. ფართობი 1920 კმ², მაქსიმალური სიღრმე 125 მ. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 70 კმ-ზე. ტბაში არის ხუთი უკაცრიელი კუნძული. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაფარულია ყინულით. მეტწილად საზრდოობს მდნარი და მიწისქვეშა წყლით. მდიდარია თევზით. ნაპირთან გაშენებულია მონასტერი.
ნამცო | |
---|---|
ნამცო | |
კოორდინატები: 30°42′ ჩ. გ. 90°33′ ა. გ. / 30.700° ჩ. გ. 90.550° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4718 მ |
სიგრძე | 70 კმ |
სიგანე | 30 კმ |
ფართობი | 1920 კმ² |
საშუალო სიღრმე | 33 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 125 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნამცო“ ვიკისაწყობში.
- ნამცო — გეოგრაფიული ენციკლოპედია (რუსული)