კაილასი
კაილასი, კაილასა, კანგრინბოჩე (ჩინ.: 冈仁波齐峰) — მთა ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. მდებარეობს კაილასის ქედზე, მანასაროვარისა და ლანგა-ცოს ტბების სიახლოვეს. სიმაღლე 6638 მ. საფეხურებისებრი პირამიდის ფორმისაა. უმაღლესი ნაწილი თოვლითაა დაფარული. მწვერვალის სიახლოვესაა ინდის, სატლეჯის, ბრაჰმაპუტრისა და გჰაგჰრის სათავეები. კაილასი ინდუიზმში, ბონში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდა მთადაა მიჩნეული.[1]
კაილასი | |
---|---|
კაილასი | |
კოორდინატები: 31°04′00″ ჩ. გ. 81°18′45″ ა. გ. / 31.06667° ჩ. გ. 81.31250° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ტიბეტის ავტონომიური რეგიონი |
სიმაღლე | 6638 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 1319 მ |
ქედი | კაილასის ქედი |