კაილასის ქედი
კაილასის ქედი,[1] განგდისე (ჩინ.: 冈底斯山脉) — ქედი ჩინეთში, ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში. ალინგ-განგრისთან და ნიენჩენ-ტანგლასთან ერთად ქმნის განდისიშანის მთათა სისტემას. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 7095 მ (მწვერვალი ლუნპო-განგრი). მაღალი და მნიშვნელოვანი მწვერვალია კაილასი (6638 მ), რომელიც წმინდა მთადაა მიჩნეული. ქედი გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ჰიმალაის პარალელურად. აგებულია უმეტესწილად გრანიტებით. შეფარდებითი სიმაღლე ტიბეტის პლატოდან 1–1,5 ათ. მ. სამხრეთი კალთა ძლიერაა დანაწევრებული ეროზიით, ჩრდილოეთი — დამრეცია. თოვლის ხაზი გადის 5700–5900 მ სიმაღლეზე. არის მყინვარები. მწვერვალ კაილასის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 4586 მ სიმაღლეზეა ტბა მანასაროვარი.[1] ჭარბობს მაღალმთიანი მშრალი სტეპი ტანდაბალი გამეჩხრებული მცენარეულობით. კაილასის ქედზეა ინდისა და ბრაჰმაპუტრის სათავეები.[2]
კაილასის ქედი | |
---|---|
მწვერვალი კაილასი | |
კოორდინატები: 31° ჩ. გ. 83° ა. გ. / 31° ჩ. გ. 83° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ტიბეტის ავტონომიური რეგიონი |
უმაღლესი წერტილი | ლუნპო-განგრი |
სიმაღლე | 7095 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტი |