გჰაგჰრა (გოგრა) — მდინარე ინდოეთში, ნეპალსა და ჩინეთში, განგის მარცხენა, ყველაზე წყალუხვი შენაკადი. სიგრძე 950 კმ. სათავე აქვს ტიბეტის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში. ღრმა ხეობით კვეთს ჰიმალაის (აქ უწოდებენ კარნალის), ქვემოთში ინდგანგის ვაკეზე მიედინება. საზრდოობს თოვლის, ყინულისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში. სანაოსნოა ქალაქ აიოდჰიიდან. იყენებენ სარწყავად. გჰაგჰრის ნაპირზეა ქალაქი ფაიზაბადი.

გჰაგჰრა
ქვეყანა ინდოეთი, ნეპალი, ჩინეთი
სიგრძე 950 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} გჰაგჰრა ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება