ჰენრიხ ჰარერი (გერმ. Heinrich Harrer; დ. 6 ივლისი, 1912, ობერგოსენი, ჰიუტენბერგის საბაზრო კომუნა, კარინტია, ავსტრია-უნგრეთი — გ. 7 იანვარი, 2006, ფრიზაჰი, კარინტია, ავსტრია) — ავსტრიელი მოგზაური, ალპინისტი და მწერალი, ესეს-ის ობერშარფიურერი. დალაი-ლამა XIV-ის მეგობარი და მრჩეველი. ფართოდ გახდა ცნობილი ტიბეტში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე შექმნილი წიგნით — „შვიდი წელი ტიბეტში“ და იმავე დასახელების ფილმით რომელიც გადაიღეს 1997 წელს და სადაც ჰენრიხ ჰარერის როლს ასრულებს მსახიობი ბრედ პიტი.

ჰენრიხ ჰარერი;
გერმ. Heinrich Harrer

ჰარერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
დაიბადა6.07.1912
ობერგოსენი, კარინტია, ავსტრია-უნგრეთი
გარდაიცვალა7.01.2006
ფრიზაჰი, კარინტია, ავსტრია.
ეროვნებაგერმანელი
საქმიანობა ალპინისტი,
მწერალი,
მოგზაური
მეუღლე ლოტე ვეგენერი (1938—1943);
ეტა ტრუკსა (1952—1953);
კარინ ჰარერი
შვილები ვაჟი რალფი
მშობლები იოზეფ ჰარერი,
იოჰანა ჰარერი
ჰაინრიხ ჰარერის მუზეუმი ჰიუტენბერგში, ავსტრია.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ეიგერის ჩრდილოეთ მხარე, შვეიცარია

დაიბადა 1912 წლის 6 ივლისს ობერგოსენში, ფოსტის მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა რეალური სკოლა და 1929 წელს გრაცას სპორტული საზოგადოების აკადემიაში.

1933-1938 წლებში სწავლობდა გეოგრაფიას და დაკავებული იყო სპორტით გრაცას უნივერსიტეტში. 1933 წელს შევიდა „Sturmabteilungში“

ჰარერი იყო ბრწყინვალე მოთხილამურე, ის იყო 1936 წლის ოლიმპიადის მონაწილეობის კანდიდატი. თუმცა ავსტრიის ნაკრებმა ამ ტამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა.მიუხედავად ამისა, მან წარმატებას მიაღწია დაუნჰილში და მოიგო სტუდენტური მსოფლიო თამაშების თასი.

მისი ყველაზე თვალსაჩინო ალპინისტური წარმატებაა 1938 წელს, შვეიცარიის ალპებში მთა ეიგერის ჩრდილოეთ კალთის დალაშქცრა. ამის წყალობით მან სახელი გაითქვა, როგორც ევროპის საუკეთესო ალპინისტმა.

1938 წლის 1 აპრილს ის შევიდა სს-ის რიგებში (№ 73.896), 1938 წლის 1 მაისს გახდა „ნსდაპ-ის“ წევრი. იყო ესეს-ის სპორტული ინსტრუქტორი. იმავე წელს დაქორწინდა შარლოტა (ლოტე) ვეგენერზე - გეოლოგისა და მეტეოროლოგის ალფრედ ვეგენერის ქალიშვილზე. 1939 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ ვაჟი რალფი. 1943 წელს ცოლ-ქმარი გაიყარა.

მოგზაურობა ტიბეტში

რედაქტირება

1939 წელს ჰარერი გაემგზავრა ბრიტანეთის ინდოეთში გერმანელ ალპინისტთა ექსპედიციის წევრის ხარისხში ნანგა-პარბატი მწვერვალის დასალაშქრად. ალპინისტებმა ვერ შეძლეს მწვერვალის სიმაღლის დაპყრობა, თუმცა მათ გააგრძელეს გზა ამავე მთების დიამირის კალთისკენ. საბოლოოდ, ექსპედიციის ყველა წევრი შეპყრობილ იქნენ ინგლისური კოლონიური ხელისფლების მიერ მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით და გადაყვანილ იქნენ ინდოეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკში.

1944 წლის 29 აპრილს ჰარერმა და ასტან ერთად კიდევ სამმა ტყვემ მოახერხა ბანაკიდან გაქცევა. ჰიმალაის გადალახვით ჰარერმა და მისმა მეგობარმა პეტერ აუფშნაიტერმა 1946 წელს ჩააღწიეს ლჰასაში. ჰარერმა აქ შვიდი წელი გაატარა. ის ბევრს უყვებოდა დალაი-ლამას დასავლეთის ქვეყნებზე, რომელიც იმ დროს მხოლოდ 11 წლისა იყო. ტიბეტელთა წარმოდგენით დასავლეთის მცხოვრები ხალხები იმ დროს ველურები იყვნენ. ამ ფაქტს თანამედროვე ჩინელი პოლიტიკოსების ნაწილი იყენებს, როგორც ტიბეტის ნაცისტებთან კავშირის მტკიცებას, თუმცა, მოგვიანებით დალაი-ლამა ტავად ამბობდა, რომ იმ დროს მან ნაცისტების სესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

დაბრუნება

რედაქტირება

ჩინეთის ჯარების მიერ ტიბეტის დაპყრობის შემდეგ 1950 წელს ჰარერი დაბრუნდა ავსტრიაში. აქ მან დაწერა წიგნი „შვიდი წელი ტიბეტში“.

უკანასკნელ წლებში მან მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ ეთნოგრაფიულ და ალპინისტურ ექსპედიციებში. დაასრულა რამდენიმე ადრე დაწყებული სამთო ალპინისტური ექსპედიცია ალიასკაზე, (მაგ: მან პირველად დალაშქრა მწვერვალი ჰუნტერი), აფრიკასა და ოკეანეთში.

1958 წელს ჰენრი ჰარერი დაკავებული იყო გოლფით და ავსტრიის ჩემპიონი გახდა მოყვარულთა შორის. 80 წლის ასაკშიც კი ის აქტიურად ვარჯიშობდა სამთო-სათხილამურო სპორტში.

ჰენრიხ ჰარერი გარდაიცვალა 2006 წლის 7 იანვარს.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ჰარერის წიგნი „შვიდი წელი ტიბეტში“ თარგმნილია 53 ენაზე. წიგნის მიხედვით ჟან ჟაკ ანომ გადაიღო ფილმი (1997 წ.), რომელშიც მთავარ როლს თამაშობს მსახიობი ბრედ პიტი. მისი კალმით სულ 23 წიგნი დაიწერა.

თავის სამშობლო ჰიუტენბერგში ჰარერმა დააარსა მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნების დიდი რაოდენობით ეთნოგრაფიული მასალა, აგრეთვე, თავად ჰენრიხ ჰარერის დიდძალი ფოტოგრაფია და აღჭურვილობა.

თავისი 600-ზე მეტი ექსპედიცია ჰარერმა არაერთი ჯილდოთი აღნიშნა.

ჰენრიხი და ამჟამად მოქმედი დალაი-ლამა მთელი ცხოვრება მეგობრებად დარჩნენ. 2002 წელს დალაი-ლამამ მადლიერებით აღნიშნა ჰარერის იმ ძალისხმევის შესახებ, რითაც მან მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ტიბეტში არსებულ სიტუაციას.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება