სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

ნესტორ ასალოს ძე გიორგაძე (დ. 9 იანვარი, 1901, სოფ. გუთური, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 7 აგვისტო, 1983) — ქართველი ინჟინერი, მშენებელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მუშაობდა შირაქის მარცვლეულის საბჭოთა მეუნეობის დირექტორად (1931–1933), საქართველოს კონსერვტრესტის მმართველის მოადგილედ (1933). 1935–1938 წლებში ხელმძღვანელობდა პირველი ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკის (ლაითური) მშენებლობასა და დაბა ლაითურის გაშენებას (ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). შემდგომ რუსეთში, ქ. სტალინგრადში (ახლანდ. ვოლგოგრადი) მონაწილეობდა მცირე სიმძლავრის სატანკო ძრავების ქარხნის მშენებლობაში. 1942 წლიდან კვლავ საქართველოში მუშაობდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აშენებასა და თვით ქალაქ რუსთავის განაშენიანებაში. 1946–1960 წლებში იყო ამიერკავკავკასიის მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი. 1951 წელს რკინაბეტონის ნაკეთობათა (კერძოდ, მილების) ახალი მეთოდის დამუშავებისა და დანერგვისათვის მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (სხვებთან ერთად), ხოლო 1958 წელს — სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1960 დაინიშნა საქართველოს სსრ-ის მშენებლობის მინისტრის მოადგილედ. იმავდროულად, 1963 წელს დაევალა კურორტ ბიჭვინთაში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა. იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს I, II, III, IV და V მოწვევების დეპუტატი. 1971 წლიდან პენსიაზე იყო. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები (ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორი ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორი ორდენი და სხვ.).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება