ნეპტუნი (ფრთოსანი რაკეტა)
Р-360 „ნეპტუნი“ (უკრ. протикорабельна крилата ракета Р-360 «Непту́н») — უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა. შეიქმნა კიევის საკონსტრუქტორო ბიუროში „Луч“ 2014-2020 წლებში. 2020 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში მიიღო აღნიშნულ რაკეტაზე დაფუძნებული სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი РК-360МЦ „ნეპტუნი“.
Р-360 «Нептун» | |
---|---|
P-360 „ნეპტუნი“ იარაღისა და უსაფრთხოების გამოფენაზე კიევში, 2015 | |
ტიპი | ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა |
წარმომავლობის ქვეყანა | უკრაინა |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 2020 – დღემდე |
იყენებენ | უკრაინის შეიარაღებული ძალები |
ომები და კონფლიქტები | რუსეთ-უკრაინის ომი |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | საკონსტრუქტორო ბიურო „Луч“[1] |
შექმნის თარიღი | 2014 – 2020 |
მწარმოებელი | ხარკივის საავიაციო ქარხანა, სს„Мотор Січ“, სამეცნიერო-საწარმოო კოპლექსი „Радіонікс“, სპეციალური დანიშნულების ხელსაწყოების სახელმწიფო მწარმოებელი „Арсенал“ და უკრაინის სამხედრო-სამეცნიერო კომპლექსის სხვა წარმომადგენლები |
მახასიათებლები | |
წონა | 870 კგ |
სიგრძე | 5,050 მმ |
დიამეტრი | 380 მმ |
| |
მაქსიმალური მანძილი | 280 კმ |
რაკეტა განკუთვნილია 5 000 ტონამდე წყალწყვის მქონე ხომალდების გასანადგურებლად და გააჩნია 150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინი. რაკეტის მოქმედების რადიუსი 280 კილომეტრამდეა. მაქსიმალური სიჩქარეა 900 კმ/სთ და შეუძლია გადაადგილება წყლის ზედაპირთან ახლოს, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე. შესაძლებელია რაკეტის მანევრირება ფრენის დროსაც.
რაკეტის გამოყენება შესაძლებელია საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო პლატფორმებიდან. 2019 წელს შეიქმნა სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი РК-360МЦ, იმავე სახელწოდებით (Непту́н), რომელშის შედის მართვის პუნქტი, გამშვები მოწყობილობა და დამტენი მანქანა. საზღვაო პლატფორმის სახით თავდაპირველად განიხილებოდა სწრაფმავალი სარაკეტო კატარღა „Лань“, თუმცა 2018 წელს იგი „Веспа-ს“ ტიპის კატარღით შეიცვალა.
რაკეტა საბრძოლო ვითარებაში პირველად 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს იქნა გამოყენებული. 2022 წლის 14 აპრილს „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა რუსულ სარაკეტო კრეისერს, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს „Москва“. შედეგად, აფეთქდა ხომალდზე განლაგებული საბრძოლო მასალების საწყობი, რამაც კრეისერის ჩაძირვა გამოიწვია.
ისტორია
რედაქტირებაწინაპირობები
რედაქტირება2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დაკარგა ფლოტის უდიდესი ნაწილი, ასევე, სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემა „Рубіж“. უკრაინის საზღვაო ძალების დარჩენილ ნაწილს არ შესწევდა ძალა, ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელსაც შეეძლო როგორც დესანტის გადმოსხმა უკრაინის ნაპირებზე, ისე საზღვაო ბლოკადის მოწყობა. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა სამხედრო პოტენციალი ადგილზე: ყირიმის ტერიტორიაზე მათ განალაგეს ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელშიც შედიოდა ქვესისტემა წყალზედა ხომალდების აღმოსაჩენად 500 კილომეტრის რადიუსში, მართვისა და მიზანჩვენების ავტომატური ქვესისტემა და 350 კილომეტრზე მოქმედი საცეცხლე საშუალებები, რომელიც მოიცავდა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს „Бал“, „Бастион“, Club-K და „Утес“. ასევე, გაიზარდა გემების, წყალქვეშა ხომალდების და რუსეთის საზღვაო ავიაციის რაოდენობა. უკრაინის მხარემ დროებითი შემაკავებელი ზომის სახით ჩამოაყალიბა 406-ე საარტილერიო ბრიგადა და БМ-27 Ураган-ის სისტემებით აღჭურვილი 32-ე რეაქტიული საარტილერიო პოლკი, თუმცა, საველე არტილერიის ეფექტიანობა საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ დაბალია. უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა საკუთარი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შექმნამ, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემდა, ეკონტროლებინა ტერიტორიული წყლები, დაეცვა სანაპიროზე განლაგებული ინფრასტრუქტურა და აღეკვეთა დესანტირების მცდელობები მოწინააღმდეგის მხრიდან.[2]
შექმნა
რედაქტირებარაკეტის შექმნაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა, ეს ფაქტი არ გახმაურებულა.[3]
2015 წლის სექტემბერში კიევში გამართულ შეიარაღებისა და უსაფრთხოების გამოფენაზე პირველად გამოჩნდა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის პროტოტიპი, რომელიც სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნის“ ბაზა უნდა გამხდარიყო.[4]
ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტის პირველი საცდელი გაშვება 2016 წელს განხორციელდა. გარეგნულად იგი რუსულ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა Х-35-ს ჰგავს. რაკეტა რამდენიმე უკრაინული საწარმოს კოოპერაციის შედეგად იქმნება, რომელთა შორისაცაა ხარკივის საავიაციო ქარხანა, „Мотор Січ“ და სხვები. 2016 წელსვე გაჟღერდა გეგმები რაკეტის სამი — სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოდიფიკაციების შექმნაზე. შექმნის პროცესს ხელმძღვანელობდა კიევში მდებარე სახელმწიფო საკონსტრუქტორო ბიურო „Луч“. დასახელდა რაკეტის დანიშნულებაც — კონვოის შემადგენლობაში ან ცალკე მოძრავი 5 000 ტონამდე წყალწყვის მქონე წყალზედა ხომალდების განადგურება.[5]
კორპორაცია „ТАСКО“-ს პრეზიდენტის, ვალერი პავლიუკოვის განცხადებით, 2017 წლის შუა პერიოდში გაიმართა „ნეპტუნის“ გამოცდა სარაკეტო კომპლექს „Вільха“-ს პარალელურად. ამ უკანაკნელისგან განსხვავებით, „ნეპტუნის“ გამოცდის შედეგები არ გასაჯაროებულა.[6]
პირველი დემონსტრაცია
რედაქტირება2018 წლის 30 იანვარს გამხორციელდა „ნეპტუნის“ პირველი წარმატებული გაშვება. ტესტირებას ესწრებოდა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ოლექსანდრ ტურჩინოვი.[7][8][9][10]
2018 წლის მარტში ცნობილი გახდა „Лань-ის“ კლასის პირველი სწაფმავალი სარაკეტო კატარღის შექმნის გეგმები. აღნიშნული კატარღა სწორედ „ნეპტუნის“ რაკეტებისთვის იყო განსაზღვრული.[11]
2018 წლის 16 ივლისს ტურჩინოვი უკრანის სახელმწიფო სარაკეტო პროგრამის კონტროლის ფარგლებში სახელმწიფო საწარმო „ВІЗАР-ს“ ეწვია. მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე „ნეპტუნის“ რაკეტებიც ჩანდა.[12] ტურჩინოვის ვიზიტი საკონსტრუქტორო ბიუროში „Луч“ ნეპტუნის წარმოების ინსპექტირების მიზნით იმავე წლის 14 აგვისტოს შედგა.[13]
2018 წლის 17 აგვისტოს ოდესის ოლქის სამხრეთით რაკეტის გამოცდის შემდეგი ეტაპი განხორციელდა, რომელსაც ტურჩინოვიც ესწრებოდა. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა ― რაკეტამ გაანადგურა 100 კილომეტრში არსებული მიზანი.[14][15]
2018 წლის ოქტომბერში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძლების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე რაკეტის კიდევ ორი გამოცდა გაიმართებოდა, ხოლო 2019 წლის დასრულდებოდა რაკეტებით აღჭურვილი სახმელეთო კომპლექს „ნეპტუნის“ გამოცდები. ასევე, ცნობილი გახდა, რომ „ნეპტუნის“ საზღვაო პლატფორმად არა „Лань-ის“ კლასის, არამედ „Веспа-ს“ კლასის სარაკეტო კატარღები იქნებოდა გამოყენებული, რომლებსაც „Кузня на Рибальському“ შექმნიდა, მათ აგებამდე კი საცდელი გაშვებები სარაკეტო კატარღა „Прилуки-დან“ განხორციელდებოდა.[16]
2018 წლის 5 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე შედგა სხვადასხვა სახეობის უკრაინული რაკეტების საცდელი გაშვებები. გამოსაცდელთა შორის იყო საზენიტო რაკეტა С-125 „Печора-2Д“ და ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნი“. ამ ჯერზე ნეპტუნმა 280 კილომეტრზე განთავსებული სამიზნე დააზიანა.[17]
პირველი სახმელეთო კომპლექსი
რედაქტირება2019 წლის თებერვალში თავდაცვის საერთაშორისო ექსპოზიციაზე IDEX-2019 საზოგადოებამ პირველად იხილა სახმელეთო ბაზირების სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნის“ მოდელი.[18]
2019 წლის 5 აპრილს ოდესაში არსებულ პოლიგონზე შედგა აღნიშნული კომპლექსის პირველი გამოცდა. უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვებით, რომელიც გამოცდას ესწრებოდა, უმოკლეს ვადებში უნდა მომხდარიყო კომპლექსის შეიარაღებაში მიღება არა მხოლოდ საზღვაო ძალების, არამედ სახმელეთო ძალების შემადგენლობაშიც.[19]
სარაკეტო სისტემის განახლება
რედაქტირება2019 წლის 27 მაისს „Алібей-ს“ პოლიგონზე განხორციელდა „ნეპტუნის“ მორიგი სატესტო გაშვება. ამჯერად რაკეტის სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო შეტანილი: განახლებული იყო თვითდამიზნების თავაკი, ალტიმეტრი, სასტარტო ძრავი, ფრთები, გიროსკოპი და ნავიგაციის სისტემა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება იყო ახალი თვითდამიზნების თავაკი, რომელიც რთულ მანევრში მყოფი მიზნის დაზიანების საშუალებას იძლეოდა. გაიზარდა ფრთების ზომა და მათი ზედაპირის ფართობი, რამაც რაკეტის კონტროლი და მანევრირება გაამარტივა. ახალი ალტიმეტრი რაკეტას ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენის საშუალებას აძლევდა, რაც ართულებს მოწინაღმდეგის მხრიდან მის აღმოჩენას, იდენტიფიკაციას და გზის გადაჭრას. რაკეტამ, აგრეთვე, მიიღო ახალი ელექტრონული სისტემები, მათ შორის, გიროსკოპი[3] და ახალი, ბევრად მძლავრი სასტარტო ძრავი (თავდაპირველი ვერსია С-125-ის ძრავს იყენებდა). ახალი სანავიგაციო სისტემა მოწინააღმდეგის მხრიდან ძლიერი რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებშიც კი ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.[3][20][21][22][23][24]
სერგეი ზგურეცის თანახმად, რაკეტის სახელმწიფო დონის ტესტირება 2019 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი.[3]
2019 წლის 2 ნოემბერს ოდესის ოლქში, ჩერნომორსკის დასახლების მიმდებარედ განხორციელდა რაკეტების წარმატებული გაშვება. უსაფრთხოების მიზნით, 16:00 საათამდე ნავიგაციისთვის დაიკეტა ზღვის 6,3 კმ² ფართობის მონაკვეთი.[25]
შემდეგი ეტაპი იყო ინერტული ქობინის მქონე რაკეტების გაშვება „Алібей-ს“ პოლიგონიდან 2020 წლის 2 აპრილს.[26] გამოცდის მიზანი მართვისა და სანავიგაციო სისტემების შემოწმება იყო.[27]
2020 წლის 27 აპრილს განხორციელდა საცდელი გაშვებები РК-360МЦ სახმელეთო ბაზირების კომპლექსიდან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სიმულირებით, რისთვისაც რაკეტის თვითდამიზნების თავაკის წინააღმდეგ რეალური ელექტრომაგნიტური ჩახშობის სისტემები იყო გამოყენებული. წვრთნებში ერთი Су-27-ც მონაწილეობდა.[28]
2020 წლის 27-30 მაისს გაიმართა სადემონსტრაციო გაშვებები РК-360МЦ სახმელეთო ბაზირების კომპლექსიდან „Алібей-ს“ პოლიგონზე. ამჯერად მოხდა ორი რაკეტის ერთდროული გაშვება. მათ დააზიანეს ორი წყალზედა სამიზნე, რომლებიც 85 და 110 კილომეტრში იყო განლაგებული (ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით).[29]
2020 წლის 17 ივნისს იმავე პოლიგონზე სარაკეტო კომპლექსის მორიგი გამოცდა საბრძოლო ქობინებით განხორციელდა.[30]
შეიარაღებაში მიღება
რედაქტირებასარაკეტო კომპლექსი „ნეპტუნი“ შეიარაღებაში 2020 წლის 23 აგვისტოს მიიღეს.[31]
2020 წლის ნოემბერში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია „Артем-ის“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ზიმინმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომელთა 70% ერთდღიან სამუშაო კვირაზე გადადიოდა, რადგან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მასშტაბურ კონტრაქტებზე მოთხოვნა არ არსებობდა. მისივე განცხადებით, კვლავ განხილვის საგანი იყო „Вільха-ს“ და „ნეპტუნის“ სარაკეტო კომპლექსების წარმოების საკითხი.[32]
მახასიათებლები
რედაქტირებარაკეტა
რედაქტირებარაკეტის სიგრძე (ამაჩქარებლის ჩათვლით) 5 050 მილიმეტრია[5] სასტარტო წონაა დაახლოებით 870 კგ, საიდანაც საბრძოლო ქობინზე 150 კგ მოდის.[33] ეს მონაცემები სრულებით საკმარისია 5 000 ტონამდე წყალწყვის მქონე წყალზედა საბრძოლო თუ სატრანსპორტო ხომალდების განადგურებისთვის.[34] რაკეტას გააჩნია ჯვრის ფორმის დასაკეცი ფრთები.[5]
საბრძოლო ნაწილი
რედაქტირებარაკეტა აღჭურვილია მსხვრევად-ფუგასური ტიპის საბრძოლო ქობინით, რომლის წონა 150 კილოგრამია.[33] ქობინი მოქმედებაში მოდის სამიზნესთან კონტაქტით ან დისტანციურად — არაკონტაქტური სენსორების საშუალებით.[34]
2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო საწარმომ „Спецоборонмаш“ (რომელიც „Укроборонпром-ის“ ნაწილია) „ნეპტუნის“ რაკეტები Б-360 რაკეტისთვის განკუთვნილი ვაკუუმური ქობინებით აღჭურვა. ამ ტიპის ქობინი რაკეტის საბრძოლო შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.[35]
ელექტრონიკა
რედაქტირებათვითდამიზნების თავაკს რაკეტისთვის კომპანია „Радіонікс“ აწარმოებს.[36][34] მას ულტრამაღალი ხედვის არეალი აქვს (±60°), შეუძლია დააფიქსიროს სამიზნე 50 კილომეტრის მანძილზე და მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სისტემების მიმართ მდგრადია. უკრაინული საინფორმაციო კომპანია Defense Express-ის მიერ მოყვანილი შედარების თანახმად, ამერიკული წარმოების Harpoon-ის ტიპის რაკეტებს უფრო სუსტი, ±45°-იანი ხედვა აქვს.[33]
ძრავი
რედაქტირებარაკეტას ორი, სასტარტო და სამარშო ძრავი გააჩნია. სასტარტო ძრავი, რომელიც მყარ საწვავს იყენებს, აღებულია საზენიტო რაკეტიდან С-125. იგი მოდიფიცირებულია, რათა სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერიდან გაშვებულ ფრთოსან რაკეტას საკმარისი აჩქარება მიანიჭოს, რის შემდეგაც ჩაირთვება ძირითადი, სამარშო ძრავი.[34] სამარშო ძრავი წარმოადგენს კომპანია „Мотор Січ-ის“ წარმოების МС-400 ტიპის ტურბორეაქტიულ ძრავს.[34][37] რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე 900 კმ/სთ-ია,[33] ხოლო მოქმედების მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრი.[14]
სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი
რედაქტირებარაკეტა განთავსებულია სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში, რომლის ზომებია 5300×600×600 მმ. კონტეინერის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო პლატფორმებზე.[5]
პლატფორმები
რედაქტირებასახმელეთო
რედაქტირებასახმელეთო პლატფორმის საბაზისო შასის სახით შეირჩა მოდიფიცირებული КрАЗ-7634НЕ (8×8).[18] ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და მის ნაცვლად Татра 815-7 შეირჩა (იგივე 8×8 ფორმულით).[38]
თვითმავალი შასი აგებულია სქემით „კაბინა ძრავის წინ“. მასზე შესაძლებელია 27 ტონამდე სპეციალური აღჭურვილობის დამონტაჟება. იგი აღჭურვილია მძლავრი ძრავით (460 ცძ) და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. სამონტაჟო ნაწილის სიგრძეა 8080 მმ, ხოლო მობრუნების მინიმალური გაბარიტული რადიუსი 14 მ.[18]
პლატფორმაზე დამონტაჟებულია 4 სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი რაკეტებით.[18]
РК-360 МЦ „ნეპტუნის“ დივიზიონში შედის:
- 6 უნიფიცირებული გამშვები დანადგარი УСПУ-360
- 6 სატრანსპორტო-დამტენი მანქანა ТЗМ-360
- 6 სატრანსპორტო მანქანა ТМ-360
- დივიზიონის მოძრავი მართვის პუნქტი РКП-360
ერთი დივიზიონის შეიარაღებაში 72 ერთეული Р-360 „ნეპტუნის“ რაკეტა შედის: 4 ერთეული თითოეულ გამშვებ, დამტენ და სატრანსპორტო მანქანაზე.[39]
2020 წლის 23 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ტარანმა ხელი მოაწერა ბრძანებას სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნის“ შეიარაღებაში მიღების შესახებ.[31] იმავე წლის 20 ოქტომბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპლექსების სერიული შესყიდვის მიზნით თანხების მოძიებას და გადანაწილებას მოახდენდა.[40]
საზღვაო
რედაქტირებათავდაპირველად „ნეპტუნის“ საზღვაო პლატფორმად განიხილებოდა სარაკეტო კატარღა „Лань“, ხოლო 2018 წლის შემდეგ — „Веспа-ს“ ტიპის სარაკეტო კატარღები.
2019 წლის თებერვალში გამოცემამ „Ukrainian Military Pages“ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც „Лань-ის“ ტიპის კატარღების მოდიფიცირება დაწყებული იყო და 2019-2020 წლებში უნდა დასრულებულიყო.[41]
საინფორმაციო სააგენტო „Defence Express-ის“ ცნობით, „Кузня на Рибальському-ს“ ქარხანაში მიმდინარეობდა „Веспа-ს“ ტიპის სარაკეტო კატარღების წარმოება. თითოეულ კატარღაზე 8 ერთეული „ნეპტუნის“ რაკეტა იქნებოდა განთავსებული.[42][43][44]
2020 წლის აგვისტოს ბოლოს გამოცემამ „Думская“ და სხვა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ცნობა დიდი ბრიტანეთის შემოთავაზების შესახებ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სარაკეტო კატარღების წარმოებას შეეხებოდა. ეს 50-მეტრიანი, 400 ტონა წყალწყვის ხომალდები უკრაინაში აიგებოდა და მათზე 8 ერთეული უკრაინული „ნეპტუნის“ ან სხვა ქვეყნის წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი.[45]
2020 წლის 7 ოქტომბერს პორტსმუთში, სამეფო საზღვაო ძალების ბაზაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ტარანმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაიინასა და დიდ ბრიტანეთს შორის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მემორანდუმის მიზანია 1,25 მილიარდი ფუნტის მოზიდვა ბრიტანეთის საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოდან, რომელიც სარაკეტო კატარღების წარმოებას მოხმარდება.[46] მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ამ კატარღებზე არა „ნეპტუნის“, არამედ ნორვეგიული Kongsberg-ის წარმოების Naval Strike Missile სისტემის რაკეტები განთავსდებოდა.[47]
2020 წლის ოქტომბერში АрміяINFORM-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ „Луч“-ის გენერალურ კონსტრუქტორთან – გენერალურ დირექტორთან ოლეჰ კოროსტელოვთან, რომელმაც განაცხადა, რომ „ნეპტუნით“ აღჭურვილი ხომალდის აგებას და გამოცდას დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ თავად რაკეტა მნიშვნელოვან მოდიფიცირებას არ საჭიროებდა და მთავარი გამოწვევა თავად ხომალდის შექმნა იყო.[48]
საჰაერო
რედაქტირება„ნეპტუნის“ საჰაერო პლატფორმის კანდიდატად Су-24М დასახელდა. დაგეგმილი იყო პროექტის დაწყება 2019 წელს, ხოლო 2020 წელს მისი პრაქტიკული გამოცდა.[41] განიხილებოდა 2 რაკეტის განთავსება Ан-148-300МП-ს ფრთებქვეშაც, რომელიც საპატრულო თვითმფრინავის სახით უკრაინის საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში უნდა შესულიყო.
2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ „Луч-სა“ და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის დაწყებული იყო მოლაპარაკება „ნეპტუნის“ რაკეტების საჰაერო პლატფორმების შექმნასა და უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მათ შესყიდვაზე. როგორც ადრე, ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად Су-24М ტიპის ბომბდამშენი განიხილებოდა, რადგან მისი სისტემები რაკეტის დამიზნების საშუალებას იძლევა.[49]
ინციდენტები
რედაქტირებაკონტრდაზვერვის დღესთან დაკავშირებულ პრესრელიზში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლის დაკავების შესახებ, 2020 წლის 6 მაისს. აღნიშნული პიროვნება ახდენდა „ნეპტუნის“ კომპლექსთან დაკავშირებული მასალების ფოტოგრაფირებას და უგზავნიდა მათ ზემდგომებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურში. სპეცოპერაციის ფარგლებში მას ყალბი ინფორმაცია მიეწოდა. ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 10,000 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს.[50]
2021 წლის ივლისში ლუჰანსკის ოლქის ქ. ლისიჩანსკის საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის 1-ლ ნაწილში (სახელმწიფო ღალატი) და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[51]
საბრძოლო ისტორია
რედაქტირებარუსეთ-უკრაინის ომი
რედაქტირება„ნეპტუნის“ პირველი საბრძოლო გამოყენება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს მოხდა.
2022 წლის 3 აპრილს გავრცელდა ცნობა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ფრეგატის, „ადმირალ ესენის“ დაზიანების შესახებ. გარკვეული წყაროების მიხედვით, ეს დაზიანება, შესაძლოა, ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნის“ მოხვედრებით ყოფილიყო გამოწვეული.[52][53][54]
2022 წლის 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა სარაკეტო კრეისერს „Москва“.[55] მიყენებული დაზიანების შედეგად ხომალდი ჩაიძირა.[56]
ოპერატორები
რედაქტირებაუკრაინა
რედაქტირება2019 წლის მაისში ვოლოდიმირ სემენოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო 120 ერთეულ Р-360 „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტას შეუკვეთავდა.[57].
2020 წლის დეკემბერში სახელმწიფო ჰოლდინგ „Артем-ის“ დირექტორმა, ვოლოდიმირ ზიმინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო შეკვეთა „ნეპტუნის“ რაკეტებზე შეიცვალა.[58]
შესაძლო ოპერატორები
რედაქტირება- ინდონეზია — 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიასთან ხელი მოეწერა მემორანდუმს მობილური სახმელეთო ბაზირების სარაკეტო კომპლექსის РК-360МЦ „ნეპტუნის“ შესყიდვის შესახებ.[59]
2021 წლის ივლისში „Луч-ის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა, ოლეჰ კოროსტელოვმა განაცხადა, რომ „ნეპტუნის“ შესყიდვაზე სამ ქვეყანასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მათგან ყველაზე დიდი წარმატებით – ინდონეზიასთან.[60]
გალერეა
რედაქტირება-
КрАЗ-7634НЕ-ს შასიზე დაფუძნებული ვერსია
-
მართვის პუნქტში
-
საცდელი გაშვება, 5 აპრილი, 2019
-
გამშვები მანქანა (Татра 815-7)
-
დამტენი-სატრანსპორტო მანქანა ამწეთი
-
სატრანსპორტო მანქანა
-
მართვის პუნქტი
-
რადარი Mineral-U გაშლილ მდგომარეობაში
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Що відомо про ракету “Нептун”. Український мілітарний портал (2018-02-03). ციტირების თარიღი: 2 лютого 2018.
- Сергій Згурець, Почему ракета «Нептун» бесит Россию (რუსული) // Defence Express, 13 лютого 2019
- «Нептун» всемогутній: як одесити беруть участь у створенні ракетного щита України. Ukrainian Military Pages (2019-05-30). ციტირების თარიღი: 31 травня 2019.
გარე სურათები | |
---|---|
Фото ракети у польоті |
- Щит и меч Украины: основные достижения оборонно-промышленного комплекса за 2017 год. Часть IV - Высокоточное вооружение, Кораблестроение, Стрелковое вооружение. ІнформНапалм (2018-03-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-11. ციტირების თარიღი: 11 березня 2018.
- Убийца эсминцев. Как Украина в кратчайшие сроки создала свою противокорабельную ракету (2018-07-22). ციტირების თარიღი: 23 липня 2018.
- На полігоні показали береговий комплекс ПКР «Нептун». Ukrainian Military Pages (2019-04-05). ციტირების თარიღი: 4 квітня 2019.
- Ракета “Нептуна” підтвердила свої льотні характеристики. Український мілітарний портал (2019-11-28). ციტირების თარიღი: 29 листопада 2019.
- Як працює «Нептун»: Кадри з кабіни та алгоритми комплексу. Ukrainian Military Pages (2020-02-07).
- ვიდეო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Neptun Anti-Ship Cruise Missile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-14. ციტირების თარიღი: 2022-04-14
- ↑ УДАР «НЕПТУНА». ციტირების თარიღი: 2019-06-04.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ВІДБУЛИСЯ ЧЕРГОВІ ВИПРОБУВАННЯ БЕРЕГОВОЇ ВЕРСІЇ ПРОТИКОРАБЕЛЬНОГО РАКЕТНОГО КОМПЛЕКСУ РК-360МЦ «НЕПТУН» (ВІДЕО). ციტირების თარიღი: 2019-06-04.
- ↑ У Києві презентували нову крилату ракету «Нептун». ციტირების თარიღი: 2019-02-13.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Дослідна протикорабельна ракета «Нептун» (Україна. 2016 рік). Військова панорама (12 серпня 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 серпня 2016. ციტირების თარიღი: 23 серпня 2016.
- ↑ Протикорабельна ракета «Нептун» пройшла частину випробувань у 2017 році. Національний промисловий портал (2018-01-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-27. ციტირების თარიღი: 26 січня 2018.
- ↑ О. Турчинов: Відбулося перше випробування української крилатої ракети. РНБО України (2018-01-30).
- ↑ Україна успішно випробувала нову крилату ракету. Українська правда (2018-01-30). ციტირების თარიღი: 30 січня 2018.
- ↑ Перші випробування української крилатої ракети!. Український мілітарний портал (2018-01-30). ციტირების თარიღი: 30 січня 2018.
- ↑ Перші льотні випробування української крилатої ракети. Національний промисловий портал (2018-01-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-12. ციტირების თარიღი: 30 січня 2018.
- ↑ „Цього літа планують закласти першу «Лань» та спустити на воду «Кетаври» для ВМСУ“. Ukrainian Military Pages. 2018-03-26.
- ↑ „Розробка нових зразків ракетної зброї – один з наших головних пріоритетів – Турчинов“. Оборонно-промисловий кур'єр. 2018-07-16.
- ↑ Турчинов оглянув лінію з виготовлення ПКР «Нептун» та РСЗВ «Вільха» на КБ «Луч». Національний промисловий портал (2018-08-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-14. ციტირების თარიღი: 14 серпня 2018.
- ↑ 14.0 14.1 Нептун успішно вразив морську ціль. Український мілітарний портал (2018-08-17). ციტირების თარიღი: 17 серпня 2018.
- ↑ Ukraine successfully test-fire Neptun anti-ship cruise missile. Defence Blog (2018-08-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-17. ციტირების თარიღი: 27 серпня 2018.
- ↑ Випробування берегової версії “Нептуна” завершаться в травні 2019-го. Український мілітарний портал (2018-10-15).
- ↑ Протикорабельна ракета “Нептун” успішно вразила ціль на відстані 280 кілометрів. Національний промисловий портал (2018-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-05. ციტირების თარიღი: 5 грудня 2018.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 „Комплекс ПКР «Нептун» і РСЗВ «Вільха» на IDEX-2019“. Ukrainian Military Pages. 2019-02-17.
- ↑ Порошенко на випробуваннях ракети «Нептун»: «Це створює реальні умови бойового застосування» (Відео). 05.04.2019, 15:39 დაარქივებული 07.04.2019, საიტზე Wayback Machine.
На Одещині відбулися успішні випробування нової крилатої ракети «Нептун». ВІДЕО + ФОТОрепортаж. 05.04.2019, 17:03 - ↑ «УКРОБОРОНПРОМ»: РАКЕТА Р-360 ОТРИМАЛА НОВУ ГОЛОВКУ САМОНАВЕДЕННЯ (ВІДЕО). ციტირების თარიღი: 2019-05-29.
- ↑ Ракетний комплекс “Нептун” пройшов нові вогневі випробування uk. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
- ↑ Україна провела успішні вогневі випробування нового берегового протикорабельного комплексу з КР "Нептун" uk. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
- ↑ Ракетний комплекс «Нептун» пройшов вогневі випробування uk. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
- ↑ РК-360МЦ "Нептун" від "Укроборонпрому" випробувано на Одещині uk (2019-05-27). ციტირების თარიღი: 2019-05-28.
- ↑ Через ракетні стрільби під Одесою заборонили рух літаків та суден. 02.11.2019, 14:32(რუსული)
- ↑ Люксіков Михайло. (2020-04-02) “Нептун” успішно відстрілявся на Одещині. Український мілітарний портал.
- ↑ ВІДБУЛИСЯ УСПІШНІ ВИПРОБУВАННЯ РАКЕТИ «НЕПТУН» — ЦЕНЗОР.НЕТ. Оборонно-промисловий кур'єр (2020-04-04).
- ↑ «Нептун» випробовують в умовах реальних радіоперешкод. Ukrainian Military Pages (2020-04-27).
- ↑ Міноборони повідомило про успішне випробування ракети «Нептун» (31 травня 2020). ციტირების თარიღი: 13 квітня 2022.
- ↑ Тривають випробування вітчизняного ракетного комплексу Р-360 «Нептун» ru-RU (2020-06-17). ციტირების თარიღი: 2020-06-17.
- ↑ 31.0 31.1 Міністр оборони України підписав наказ про прийняття на озброєння берегового ракетного комплексу «Нептун». 23.08.2020, 18:44
- ↑ Брак замовлень для Збройних Сил України та епідеміологічна криза вимусили підприємство піти на важкі кроки.
- ↑ 33.0 33.1 33.2 33.3 ДККБ "ЛУЧ" ВПЕРШЕ ПРОДЕМОНСТРУВАЛО ГОЛОВКУ САМОНАВЕДЕННЯ "НЕПТУНА" - ВІДЕО. ციტირების თარიღი: 2019-11-11.
- ↑ 34.0 34.1 34.2 34.3 34.4 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისzgur0219
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Бойову частину ракети «Нептун» почали споряджати методом вакуумного заливання. Український мілітарний портал (2021-09-20).
- ↑ ГСН для ПКР «Нептун», РЛС і системи РЕБ від «Радіонікс». Ukrainian Military Pages (2018-10-21).
- ↑ Що відомо про ракету «Нептун». Петро та Мазепа (2018-02-04). ციტირების თარიღი: 30 листопада 2018.
- ↑ «Нептун» на шасі КрАЗ показав низьку надійність. Ukrainian Military Pages (2021-05-25).
- ↑ Комплекс «Нептун»: замовлення та завершення випробувань. Український мілітарний портал (2019-10-09).
- ↑ Міністерство оборони знайшло кошти на «Нептун». Ukrainian Military Pages (2020-10-20).
- ↑ 41.0 41.1 „Українські Су-24 озброять крилатими ракетами“. Ukrainian Military Pages. 2019-02-13.
- ↑ ПАТ «ЗАВОД КУЗНЯ НА РИБАЛЬСЬКОМУ» НА ADEX-2018 ПРЕЗЕНТУВАЛО ПРОЕКТ НОВОГО РАКЕТНОГО КАТЕРУ. ციტირების თარიღი: 2019-05-29.
- ↑ Швидкохідний ракетний катер «Веспа». ციტირების თარიღი: 2019-05-29.
- ↑ Випробування берегової версії "Нептуна" завершаться в травні 2019-го (2018-10-15). ციტირების თარიღი: 2019-05-29.
- ↑ Люксіков Михайло. (2020-08-30) Британія пропонує Україні ударні катери: Міноборони думає. Український мілітарний портал.
- ↑ Україна і Велика Британія домовилися по кредит на ракетні катери. Український мілітарний портал (2020-10-07).
- ↑ Люксіков Михайло. (2020-11-04) Британці пропонують на проєкт ракетного катеру норвезькі ПКР. Український мілітарний портал.
- ↑ «ДЛЯ СТВОРЕННЯ КОРАБЕЛЬНОГО ВАРІАНТА КОМПЛЕКСУ «НЕПТУН» НЕОБХІДНО НЕ МЕНШЕ НІЖ ПІВТОРА РОКУ» — ОЛЕГ КОРОСТЕЛЬОВ. Оборонно-промисловий кур'єр (2020-10-16).
- ↑ Люксіков Михайло. (2020-12-15) Міноборони та КБ «ЛУЧ» підготували угоду на розробку «Нептун» для авіації. Український мілітарний портал.
- ↑ Росія намагалася вкрасти документацію комплексу «Нептун». Ukrainian Military Pages (2020-12-28).
- ↑ В буцегарню за "Нептун": покарано російського шпигуна, який зазіхав на українські ракетні технології. Defense Express (2021-07-21).
- ↑ თარგი:Cite web 2
- ↑ თარგი:Cite web 2
- ↑ თარგი:Cite web 2
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Тепер офіційно: російський крейсер “Москва” затонув uk. ციტირების თარიღი: 2022-04-15.
- ↑ ЗСУ закуплять 120 протикорабельних ракет «Нептун». Ukrainian Military Pages (2019-06-04). ციტირების თარიღი: 4 червня 2019.
- ↑ Люксіков Михайло. (2020-12-29) Замовлення на ракети «Нептун» зрушило з місця, – директор «Артем». Український мілітарний портал.
- ↑ Люксіков Михайло. (2020-12-24) Індонезія зацікавлена комплексом «Нептун». Український мілітарний портал.
- ↑ Люксіков Михайло. (2021-07-21) У комплексі «Нептун» зацікавлені три країни. Український мілітарний портал.