ნეოსტალინიზმი
ნეო-სტალინიზმი ( რუს. Неосталинизм) არის იოსებ სტალინის პოზიტიური ისტორიული როლის დაფასება და სტალინის პერიოდის ერთგვარი ნოსტალგია. ნეო-სტალინიზმი ძირითადად წარმოადგენს ნეო-საბჭოთაიზმსა და საბჭოთა ნოსტალგიას . წლების განმავლობაში იცვლებოდა ტერმინის განმარტებები.
განმარტებები
რედაქტირებაისტორიკოს როი მედვედევის თქმით, ტერმინი წარმოადგენს იოსებ სტალინის რეაბილიტაციას, მისთან იდენტიფიკაციას, მის სახელთან დაკავშირებულ პოლიტიკურ სისტემას და რუსეთის ისტორიაში სტალინური პერიოდის ნოსტალგიას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს სტალინური პოლიტიკის აღდგენას და სტალინისტური პერიოდის ადმინისტრაციული ტერორის დაბრუნებას. [1]
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის მიხაილ გორბაჩოვის თქმით, ტერმინი სტალინური სახელმწიფოს მოდერნიზებული ვარიანტია და გამორიცხავს ფართომასშტაბიან რეპრესიებს, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ქვეყანაში ყველა პოლიტიკური საქმიანობის სრული კონტროლი ისევ ძალაშია. [2] [3]
ამერიკელმა ტროცკისტმა ჰალ დრაპერმა ტერმინი "ნეო-სტალინიზმი" 1948 წელს გამოიყენა, რათა აღეწერა ახალი განვითარების იდეოლოგია - საბჭოთა პოლიტიკაში, მან ის განსაზღვრა, როგორც რეაქტიული ტენდენცია, რომლის დასაწყისიც უკავშირდებოდა 1930-იანი წლების შუა პერიოდის საზოგადოებრივ ფრონტებს.
ფილოსოფოსი ფრედერიკ კოპლასტონი ნეო-სტალინიზმს წარმოაჩენს, როგორც "სლავოფილურ აქცენტს რუსეთზე და მის ისტორიაზე” და ამბობს, რომ ”ის, რასაც ნეო-სტალინიზმი ჰქვია, არ წარმოადგენს აუცილებლად კონტროლის, დომინირების, რეპრესირებისა და დაძალების სურვილს; ეს არის გამოხატულება და სურვილი, რომ რუსეთმა დასავლური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოიყენებისას, თავიდან აიცილოს დასავლური "სულელური" დამოკიდებულებებით დაბინძურება. მან უნდა აირჩიოს საკუთარი გზა." [4]
პოლიტიკური გეოგრაფი დენის ჯ.ბ. შოუ საბჭოთა კავშირს ნეო-სტალინურად მიიჩნევს 1985 წლის კაპიტალიზმზე გადასვლის პერიოდამდე. მან ნეო-სტალინიზმი დაახასიათა, როგორც პოლიტიკური სისტემა გეგმიური ეკონომიკითა და მაღალგანვითარებული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსით . [5]
1960-იანი წლებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) სტალინიზმსა და ნეო-სტალინიზმს შემდეგნაირად ანსხვავებდა: ”საბჭოთა კავშირის ლიდერებმა არ შეცვალეს სტალინის მმართველობის ორი უკიდურესობა - ერთპიროვნული დიქტატურა და მასობრივი ტერორი. აქედან გამომდინარე, მათ პოლიტიკურ მიმდინარეობას უნდა ეწოდონს "ნეო-სტალინისტური" და არა "სტალინისტური". [6]
კატერინა კლარკი, რომელიც აღწერს 1960-იან წლებში ანტი-ხრუშჩოვისტურ და პრო-სტალინისტურ დინებებს საბჭოთა ლიტერატურაში, "ნეო-სტალინისტური" მწერლების ნამუშევრებს, წარმოაჩენს როგორც სურვილს "სტალინის ეპოქაში დაბრუნებისა [...] დროში, სადაც ძლიერი წესრიგი და საზოგადოებრივი პატივისცემა არსებობდა”. [7]
სავარაუდო ნეოსტალინისტური ქვეყნები
რედაქტირებარუმინეთის რეჟიმი ნიკოლა ჩაუშესკუს (1965–1989) მმართველობის პერიოდში ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ კვალიფიცირებულია როგორც ნეო-სტალინური. [8]
ალბანელი ლიდერი ენვერ ჰოჯა თავს ნეო-სტალინისტს უწოდებდა, რადგანაც მის იდეოლოგიას - ჰოჯიზმს აქვს სტალინისტური ელემენტები.[9] სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ჰოჯამ დაგმო სტალინის მემკვიდრე ნიკიტა ხრუშჩოვი და დაადანაშაულა რევიზიონიზმში, რასაც ალბანეთის ვარშავის პაქტიდან გამოსვლა მოჰყვა.
ხალხის დემოკრატიული პარტიის რეჟიმი ავღანეთში (1978 წლის აპრილი - 1979 წლის დეკემბერი) მიჩნეული იქნა როგორც ნეო-სტალინისტური. მისმა გატარებულმა პოლიტიკამ ქვეყანაში შოკი გამოიწვია და ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირი-ავღანეთის ომის დაწყებას.[10]
ჩრდილოეთ კორეა ასევე მიჩნეულია ნეო-სტალინისტურად დასავლური წყაროების მხრიდან. [11] 1970-იან წლებში ამ ქვეყანამ მარქსიზმ–ლენინიზმი გარდაქმნა ჯუჩად, რომელიც შემდგომ ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. 1992 წლის კონსტიტუციით კი მთლიანად ამოღებულ იქნა კავშირები მარქსიზმ-ლენინიზმთან. [12]
ზოგიერთი სოციალისტური ჯგუფი, როგორიცაა ტროცკისტული ალიანსი მშრომელთა თავისუფლებისათვის, თანამედროვე ჩინეთს აღწერს, როგორც "ნეო-სტალინისტურს". [13]
XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისისთვის, საფარმურატ ნიაზოვის არაკომუნისტური რეჟიმი თურქმენეთში ზოგჯერ ნეო-სტალინისტურ რეჟიმად განიხილებოდა, [14] [15] განსაკუთრებით მისი პიროვნულ კულტის გათვალისწინებით. [16] ისლამი კარიმოვის არაკომუნისტური ავტორიტარული რეჟიმი უზბეკეთში 1989 წლიდან 2016 წლამდე ასევე მოიაზრება როგორც "ნეო-სტალინისტური". [17] [18]
საბჭოთა კავშირი
რედაქტირება1956 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო მისი წინამორბედის, იოსებ სტალინის პიროვნების კულტი და დიდი წმენდის დროს ჩადენილი დანაშაულები. ხრუშჩოვის გამოსვლა პიროვნების კულტსა და მის შედეგებზე ოთხი საათი გაგრძელდა. ის ადანაშაულებდა მთლიანად სტალინის რეჟიმს. ისტორიკოსი რობერტ ვ დანიელსი ამბობს, რომ "ნეო-სტალინიზმი პოლიტიკურ სიცოცხლეს აგრძელებდა სტალინის გარდაცვლაებიდან კიდევ საუკუნის მეთხედზე მეტს". [19] ტროცკისტული გაგებით, სტალინის პოლიტიკა არის მარქსიზმ-ლენინიზმის გზიდან გადახვევა. ჯორჯ ნოვაკმა ხრუშჩოვის პოლიტიკას უწოდა "ნეო-სტალინური ხაზი", მისი მთვარი პრინციპი, შემდეგ მოტივზეა აგებული: "სოციალისტურ ძალებს შეუძლიათ ყველა ოპოზიციის დაპყრობა, იმპერიალისტური ცენტრებისაც კი”. [20]
ამერიკული მაუწყებლობა ევროპაში 1950-იანი წლების ბოლოს აღწერდა პოლიტიკურ ბრძოლას "ძველ სტალინისტებსა" და "ნეო-სტალინისტურ ხრუშჩოვს" შორის. [21] [22] [23]
1964 წლის ოქტომბერში, ხრუშჩოვი ჩაანაცვლა ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელსაც სიკვდილის ბოლომდე არ დაუტოვებია თანამდებობა. ის 1982 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი მეთაურობის დროს, სტალინისადმი უარყოფითმა დამოკიდებულებებმა იკლო. პოლიტიკური სოციოლოგი ვიქტორ ზასლავსკი ბრეჟნევის პერიოდს ახასიათებს, როგორც ერთ-ერთ "ნეო-სტალინისტურ კომპრომისს", რადგან სტალინიზმთან დაკავშირებული ძირითადი პოლიტიკური მახასიათებლები შენარჩუნებული იყო, პიროვნების კულტის გამოკლებით. [24] ალექსანდრე დუბჩეკის თქმით, "ბრეჟნევის რეჟიმის მოსვლამ ნეო-სტალინიზმის აღმასვლა და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა, ასევე ნეო-სტალინისტური ძალების კონსოლიდაცია გამოიწვია საბჭოთა კავშირში, პოლონეთში, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში. [25]აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ბრეჟნევი ჩინეთის პოლიტიკურ ხაზს, "ნეო-სტალინურს" უწოდებდა. [26] ამერიკელი პოლიტოლოგი სვირინ ბილერი საბჭოთა პოლიტიკას ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ, აღწერს როგორც ნეო-სტალინიზმად გადაქცევას. [27]
მას შემდეგ რაც 1985 წლის მარტში მიხაილ გორბაჩოვმა ქვეყნის მართვის მთავარი თანამდებობა დაიკავა, მან შემოიტანა გლასნოსტის პოლიტიკა საზოგადოებრივ დისკუსიებში, საბჭოთა სისტემის ლიბერალიზაციის მიზნით. ექვს წელიწადში საბჭოთა კავშირი დაიშალა. ყველაფრის მიუხედავად 2000 წელს, გორბაჩოვმა აღიარა, რომ ”ახლა რუსეთში იგივე პრობლემა გვაქვს. არც ისე ადვილია უარი ვთქვათ მემკვიდრეობაზე, რომელიც მივიღეთ სტალინიზმისა და ნეო-სტალინიზმისგან, როდესაც ხალხი გადაქცეული იყო ბორბლის უბრალო ჭანჭიკებად, სადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ძალაუფლების მქონეების მხრიდან მიიღებოდა”. [28] გორბაჩოვის საშინაო პოლიტიკას, ზოგიერთი დასავლური წყარო ნეო-სტალინისტურს უწოდებს. [29] [30] [31]
პოსტსაბჭოთა რუსეთი
რედაქტირება2016 წელს, პოლიტოლოგი თომას შერლოკი ამტკიცებს, რომ რუსეთი გარკვეულწილად დაუბრუნდა ნეო-სტალინურ პოლიტიკას:
კრემლს არ სურს შეიმუშაოს და დააკისროს საზოგადოებას ისტორიული ნარატივები, რომლებიც ხელს უწყობენ შოვინიზმს, ჰიპერნაციონალიზმს და ხელახლა სტალინიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დღის წესრიგი გარკვეულ მხარდაჭერას უწევს მოქმედი ელიტებისა და საზოგადოებაში, ის მაინც დაქვემდებარებული რჩება. [. . . ამის ნაცვლად, ახლა რეჟიმი აძლიერებს [...] საბჭოთა პერიოდის კრიტიკულ შეფასებას, მათ შორის სტალინიზმს. საბჭოთა წარსულის ეს განვითარებადი კრიტიკა ემსახურება ხელმძღვანელობის უამრავ მნიშვნელოვან მიზანს, მათ შორის დასავლეთთან ხელახალი ჩართვა. ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ, კრემლმა დაამტკიცა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები საბჭოთა წარსულისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ხსოვნას ახდენს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლზე. [32]
საზოგადოებრივი შეხედულებები
რედაქტირება2008 წლის მდგომარეობით, რუსების ნახევარზე მეტი დადებითად აფასებს სტალინს და ბევრი მხარს უჭერს მისი ძეგლების აღდგენას, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ქვეყნის ლიდერების ან ამბოხებულების მხრიდან იქნა დანგრეული.[33] [34] ლევადის საარჩევნო უბნის თანახმად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სტალინის პოპულარობა რუსეთში სამჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ვლადიმერ პუტინი მოვიდა ქვეყნის სათავეში. [35]
2019 წლის აპრილში, ლევადის ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების 50% -ზე მეტი სტალინს აფასებს დადებითად, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.[36]
ენდრიუ ოსბორნის თანახმად, სტალინის ქანდაკებები "ნელ-ნელა ისევ ჩნდება", ასევე მის პატივსაცემად გაიხსნა მუზეუმი ვოლგოგრადში (ყოფილი სტალინგრადი). [35] Associated Press-ის ჟურნალისტი სტივ გუტტერმანი ციტირებს ვლადიმერ ლავროვს ( მოსკოვის - რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს), ის ამბობს, რომ ბოლო წლებში დაახლოებით 10 სტალინის ქანდაკებაა აღდგენილი ან ახლად აღმართული რუსეთში. [37] 2013 წლის დეკემბერში პუტინმა სტალინი აღწერა, როგორც არა იმაზე მზაკვარი, ვიდრე მე-17 საუკუნის ინგლისელი სამხედრო დიქტატორი ოლივერ კრომველი . [38]
მოსაზრებები
რედაქტირებამეცნიერი დიმიტრი ფურმანი, რუსეთის ფედერაციის აკადემიის მეცნიერებათა ინსტიტუტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, რუსეთის რეჟიმის ნეო-სტალინიზმს ხედავს, როგორც "არაიდეოლოგიურ სტალინიზმს", რომელიც "ძალაუფლებისკენ ისწრაფვის და არა მსოფლიო რევოლუციის მიზნით ”. [39]
2005 წელს კომუნისტურმა პოლიტიკოსმა გენადი ზიუგანოვმა თქვა, რომ "რუსეთმა კიდევ ერთხელ უნდა მიაგოს პატივი სტალინს და მის როლს სოციალიზმის მშენებლობაში და ნაცისტური ჭირისგან ადამიანთა ცივილიზაციის გადარჩენისთვის". [40] ზიუგანოვმა ასევე აღნიშნა, რომ: ”დიდ სტალინს რეაბილიტაცია არ სჭირდება” და წარმოთქვა შემოთვაზება, რომლის მიხედვითაც ვოლგოგრადს სახელი უნდა შეცვლოდა და ისევ სტალინგრადი გამხდარიყო. [41] 2010 წელს კომუნისტურმა ლიდერმა განაცხადა: ”დღეს […] სტალინის ეპოქის სიდიადე აღიარებულია მისი ყველაზე დიდი მოძულეების მხრიდანაც კი. . . ჩვენ გავათავისუფლეთ მთელი მსოფლიო! ” . [42]
ლიტერატურა
რედაქტირება- პიროვნების კულტზე და მის შედეგებზე
- ნეო-საბჭოთაიზმი
- საბჭოთა სოციალისტური პატრიოტიზმი
- საბჭოთა კავშირისთვის ნოსტალგია
- ტანკი, კომუნისტების საძაგელი ტერმინი
- ხაპევა, დინა. ”დამნაშავეების ტრიუმფალური მეხსიერება: პუტინის პოლიტიკა ხელახალი სტალინიზაციისთვის.” კომუნისტური და პოსტ-კომუნისტური კვლევები (2016 წლის მარტი), გვ. 61—73. დღეს სტალინის ხსოვნის დღესასწაულები რუსეთში. ინტერნეტით
- ხაპევა, დინა. ”ისტორიული მეხსიერება პოსტსაბჭოთა გოთურ საზოგადოებაში”. სოციალური კვლევა (2009): 359-394. ინტერნეტით
- შერლოკი, ტომასი. ”რუსული პოლიტიკა და საბჭოთა წარსული: სტალინისა და სტალინიზმის გადაფასება ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში.” კომუნისტური და პოსტ-კომუნისტური კვლევები 49.1 (2016): 45—59. ინტერნეტით
- ტორბაკოვი, იგორი. "ისტორია, მეხსიერება და ეროვნული თვითმყოფადობა: ისტორიის პოლიტიკის გაცნობიერება და მეხსიერების ომები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში." Demokratizatsiya 19.3 (2011): 209+ ონლაინ რეჟიმში დაარქივებული 2017-05-10 საიტზე Wayback Machine.
- ტუმარკინი, მარია მ. "სტალინიზმის გრძელი ცხოვრება: ანარეკლი ტოტალიტარიზმისა და სოციალური მეხსიერების შემდეგ". ჟურნალი სოციალური ისტორიის 44.4 (2011): 1047—1061.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ferdinand Joseph Maria Feldbrugge, "Samizdat and political dissent in the Soviet Union", Brill, 1975, pg. 30,
- ↑ Osborn, Andrew (21 February 2006). „Outrage at revision of Stalin's legacy“. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 28 October 2011.
- ↑ For example, Katerine Clark defines Neo-Stalinism as praising "the Stalin era and its leaders... as a time of unity, strong rule and national honor", see The Soviet Novel: History as Ritual, By Katerina Clark, Indiana University Press, 2000, ISBN 0-253-33703-8, ISBN 978-0-253-33703-0, page 236 .
- ↑ Copleston, Frederick, S.J. A History of Philosophy: Russian Philosophy. Continuum International Publishing Group, 2003. ISBN 0-8264-6904-3, ISBN 978-0-8264-6904-5. P. 403.
- ↑ Shaw identifies as features of the "political geography" of "neo-Stalinism" the following criteria:
- ↑ "Neo-Stalinism: Writing History and Making Policy." Intelligence Report. Central Intelligence Agency, Directorate of Intelligence. CIA Released Documents. FAQs.org.
- ↑ Clark, Katerina. The Soviet Novel: History as Ritual Indiana University Press, 2000, ISBN 0-253-33703-8, ISBN 978-0-253-33703-0, page 236 .
- ↑ Stalinism und Neo-Stalinism in Romania. In: Southeastern Europe in the 19. und 20. century. Foreign ways– own ways (= Berliner Jahrbuch für osteuropäische Geschichte. Bd. 2). Akademie-Verlag, Berlin 1994, ISBN 3-05-002590-5, S. 87–102.
- ↑ Library of Congress Country Studies
- ↑ Obituary: Babrak Karmal (6 December 1996). ციტირების თარიღი: 16 February 2018.
- ↑ Working, Russel. "An Open Door to North Korea". Business Week, June 4, 2001.
- ↑ By Sŭng-hŭm Kil, Soong Hoom Kil, Chung-in Moon. Understanding Korean Politics: An Introduction. SUNY Press, 2001. ISBN 0-7914-4889-4, ISBN 978-0-7914-4889-2, p. 275.
- ↑ "Stalinist China at 50: Where is neo-Stalinist China Going?" Workers Liberty 58.
- ↑ Radio Free Europe, Czech Republic, 2005
- ↑ Freedom House დაარქივებული 2020-03-13 საიტზე Wayback Machine. , United States, 2006
- ↑ The Independent, United Kingdom, 2006
- ↑ Juergensmeyer, Mark. The Oxford Handbook of Global Religions. Oxford University Press US, 2006. ISBN 0-19-513798-1, ISBN 978-0-19-513798-9. P. 460.
- ↑ Thornton, William H. New world empire: civil Islam, Terrorism, and the Making of Neoglobalism. Rowman & Littlefield, 2005. ISBN 0-7425-2941-X, ISBN 978-0-7425-2941-0. P. 134.
- ↑ Daniels, Robert Vincent. The Rise and Fall of Communism in Russia. Yale University Press, 2007 ISBN 0-300-10649-1, ISBN 978-0-300-10649-7 P. 339.
- ↑ Novack, George. International Socialist Review, New York, Volume 22, No. 3, Fall 1961. Pp. 107-114. Marxists Internet Archive. 2005.
- ↑ "Khrushchev's Neo-Stalinism". დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. Records of Radio Free Europe/Radio Liberty Research Institute (RFE/RL RI): Box-Folder-Report 55-1-222. The Open Society. Retrieved 11 May 2009.
- ↑ "The Specter of Suslov". დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. Records of Radio Free Europe/Radio Liberty Research Institute (RFE/RL RI): Box-Folder-Report 55-1-296. The Open Society. Retrieved 11 May 2009.
- ↑ "Khrushchev and the Presidium (VIII)". დაარქივებული 2011-08-16 საიტზე Wayback Machine. Records of Radio Free Europe/Radio Liberty Research Institute (RFE/RL RI): Box-Folder-Report 56-3-307. The Open Society. Retrieved 11 May 2009.
- ↑ Sakwa, Richard. Soviet Politics in Perspective. Routledge, 1998. ISBN 0-415-07153-4, ISBN 978-0-415-07153-6, P. 66.
- ↑ Alexander Dubcek Recollections of the Crisis: Events Surrounding the Cierna nad Tisou Negotiations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-14. ციტირების თარიღი: 2020-05-08.
- ↑ Simonov, Vladimir. "Who are Russia's Enemies?" Russian News and Information Agency Novosti. 21 June 2005. EN.RIAN.ru. Retrieved 11 May 2009.
- ↑ Eberstadt, Nick. The Poverty of Communism. Transaction Publishers, 1990. ISBN 0-88738-817-5, ISBN 978-0-88738-817-0. P. 85.
- ↑ Mikhail Gorbachev Interview - page 3 / 3 - Academy of Achievement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 16 February 2018.
- ↑ Tsypkin, Mikhail. "Moscow's Gorbachev: A New Leader in the Old Mold" დაარქივებული 2020-03-01 საიტზე Wayback Machine. : Backgrounder #451 – August 29, 1985. The Heritage Foundation.
- ↑ Åslund, Anders. How Russia Became a Market Economy. Brookings Institution Press, 1995, ISBN 0-8157-0425-9, ISBN 978-0-8157-0425-6. P. 29.
- ↑ Pilon, Juliana Geran. "The Crisis of Marxist Ideology in Eastern Europe". National Review. 7 April 1989. ArticleArchies. Retrieved 9 August 2009.
- ↑ Thomas Sherlock, "Russian politics and the Soviet past: Reassessing Stalin and Stalinism under Vladimir Putin" Communist and Post-Communist Studies 30#1 (2016) pp 1-15 (2016)
- ↑ Mikhail Pozdnyaev, Novye Izvestia. "The Glamorous Tyrant: The Cult of Stalin Experiences a Rebirth" დაარქივებული 2008-05-11 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ "Сегодня исполняется 55 лет со дня смерти Сталина".
- ↑ 35.0 35.1 Andrew Osborn, "Josef Stalin 'returns' to Moscow metro", Telegraph, 05 September 2009,
- ↑ „Joseph Stalin’s approval rating hits historic high – poll“. RT. April 16, 2019.
- ↑ "Re-Stalinization of Moscow subway sparks debate"[მკვდარი ბმული]. WaPo. October 27, 2009.
- ↑ "Putin Says Stalin No Worse Than 'Cunning' Oliver Cromwell".
- ↑ Zakharovich, Yuri. "Can the U.S.-Russian Alliance Last?" TIME. 21 Dec. 2001.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-18. ციტირების თარიღი: 2020-05-08.
- ↑ Opinion & Reviews - Wall Street Journal. www.opinionjournal.com. ციტირების თარიღი: 16 February 2018
- ↑ Fiery Counterrevolutionaries დაარქივებული 2011-11-03 საიტზე Wayback Machine. , Kommersant, April 18, 2005.
- ↑ Liberals rap Kremlin as Stalin is worshipped, Reuters, March 5, 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Agence France-Presse, 2015 წ. სტალინის პორტრეტები უკრაინის მეამბოხეების ტერიტორიის გულში ჩნდება. 19 ოქტომბერი The Guardian .
- რუსული ისტორია კლასში დაარქივებული 2016-03-30 საიტზე Wayback Machine.
- სტალინის დაბრუნების დაარქივებული 2013-08-22 საიტზე Wayback Machine. დრო ჟურნალი, 1970
- მოსკოვი: სტალინი 2.0 დაარქივებული 2010-09-18 საიტზე Wayback Machine. - ვიდეოს ანგარიში Global Post
- სტალინის რეაბილიტაცია - კრემლის ახალი პოლიტიკის იდეოლოგიური ქვაკუთხედი მსოფლიო სოციალისტური ვებ – გვერდი, 2000 წ
- რუსი ისტორიკოსები გმობენ ევროკავშირის ხელახალ სტალინიზაციას ევრაზიის ყოველდღიური მონიტორი 2005 წელს
- რუსეთი: სსრკ-სთვის ნოსტალგია იზრდება ვიქტორ იასმანის მიერ, რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფლება, 2006 წლის 21 დეკემბერი
- აღშფოთება სტალინის მემკვიდრეობის გადასინჯვით დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. , ენდრიუ ოსბორნი, 2006 წლის 21 თებერვალი
- რუსეთი: გორბაჩოვი საუბრობს დემოკრატიაზე, ავტორიტარიზმზე, რადიო თავისუფლებაზე, 2006 წლის 1 მარტი