ნებოძირის ქედი
ნებოძირის ქედი — მესხეთის ქედის განშტოება, მდინარეების ბჟუჟისა და კინტრიშის ზემოთების წყალგამყოფი. უმაღლესი ადგილია ნებოძირის მთა (2364 მ). აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, არგილიტებით, ანდეზიტური განფენით. კალთები დამრეცია, შემოსილია უმთავრესად წიფლნარით. თხემზე სუბალპური მდელოებია.
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 361.